ნეკროფილი მონაზონი და ბონდაჟი — ქარიშხლიანი უღელტეხილის საცდელ ჩვენებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა
ფოტო: Michael Buckner / Variety / Getty Images
"აგრესიულად პროვოკაციული და გამაღიზიანებელი ტონის მქონე", — ასე შეაფასეს ქარიშხლიანი უღელტეხილის ახალი ეკრანიზაცია საცდელი ჩვენების შემდეგ. ინგლისელი რეჟისორის, ემერალდ ფენელის, ფილმმა, რომელშიც მთავარ როლებს ჯეიკობ ელორდი და მარგო რობი ასრულებენ, სხვადასხვაგვარი შეფასებები დაიმსახურა.
ემილი ბრონტეს რომანის ამ მორიგმა კინოადაპტაციამ ერთ-ერთ მაყურებელს ფენელის წინა ნამუშევარი, Saltburn, მოაგონა "მანერული უხამსობით" და ისეთი სცენებით, როგორებიცაა "კლინიკური მასტურბაცია" და ბონდაჟის ტიპის სქესობრივი კავშირი ცხენის აღვირით. მაყურებელი ამტკიცებს, რომ ეკრანიზაცია შორსაა იმ ემოციური სიღრმისგან, რომელიც ბრონტეს ნაწარმოებს გააჩნია.
როგორც საცდელ ჩვენებაზე დამსწრეების მონაყოლით ირკვევა, ფილმი იწყება სიკვდილით დასჯის სცენით — ჩამოხრჩობის დროს კაცი ეაკულაციას განიცდის, რასაც ცერემონიაზე შეკრებილების თავაშვებულობა მოჰყვება, ერთ-ერთი მონაზონი კი გვამის ერეგირებულ გენიტალიას ხელს უსვამს. ამასთან, სხვა სცენებიც სავსეა ფენელისთვის დამახასიათებელი სექსუალური ქვეტექსტებით, მაგალითად, ისეთი სურათების ჩვენებით, როგორებიცაა კვერცხის გული, პურის ცომი და ლოკოკინას ნაკვალევი.
ფენელის ფილმის საიმიჯო ვიზუალი
ფოტო: Warner Bros.
საცდელი ჩვენება კინოინდუსტრიაში გავრცელებული პრაქტიკაა. ის ფილმის შემქმნელებს შესაძლებლობას აძლევს, პირველად გამოხმაურებაზე დაყრდნობით მასობრივი აუდიტორიის რეაქცია იწინასწარმეტყველონ. საცდელი ჩვენებების შემდეგ, არაერთი ფილმის დასასრულიც კი შეცვლილა, მაგალითად ტიტანიკის და სამართებელზე მორბენალის.
თუმცა, ქარიშხლიანი უღელტეხილის ამ ეკრანიზაციას უარყოფითი გამოხმაურება ჯერ კიდევ საცდელ ჩვენებამდე მოჰყვა. მაყურებელთა ნაწილი შერჩეული მსახიობებით უკმაყოფილო იყო: მათი აზრით, 35 წლის მარგო რობის 18 წლის ქეთრინ ერნშოუს როლის შესასრულებლად ასაკი არ უწყობდა ხელს, ავსტრალიელ ჯეიკობ ელორდის კი — წარმომავლობა, რადგან მისი პერსონაჟი, ჰითკლიფი, ბოშად მიიჩნევა. თუმცა, პროექტის ქასთინგ მენეჯერი კარმელ კოქრეინი ამტკიცებს, რომ ფილმის პირველწყარო, "უბრალოდ, წიგნია" და სიზუსტე "საჭირო არ არის".
მარგო რობი ქარიშხლიანი უღელტეხილის გადასაღებ მოედანზე. ინტერნეტში ამ კადრის გავრცელებასაც მოჰყვა განხილვა იმის შესახებ, რამდენად ისტორიულად ზუსტია ფენელის ფილმი, რადგან ასეთი საქორწილო კაბები ინგლისში დედოფალ ვიქტორიას ეპოქამდე არ ყოფილა გავრცელებული.
ფოტო: Charlie Purvey / Click News / Splash News
"ინგლისური ლიტერატურის ბევრი ფანი უკმაყოფილო იქნება", — აღნიშნავს კოქრეინი, — "თქვენ სასცენო დეკორაციები უნდა ნახოთ, ეს კიდევ უფრო შოკისმომგვრელია".
ფენელის ფილმის პრემიერა 2026 წლის ვალენტინობის დღისთვის იგეგმება. აღსანიშნავია, რომ $150-მილიონიანი წინადადების მიუხედავად, ნეტფლიქსს ქარიშხლიანი უღელტეხილი არ ერგო — პროდიუსერებმა, მათ შორის, მარგო რობიმ, კინოდისტრიბუცია და მარკეტინგული კამპანიის ჩატარება Warner Bros.-ს მიანდვეს. კომპანიამ ფილმზე უფლებები $80 მილიონის სანაცვლოდ მიიღო.
ქარიშხლიანი უღელტეხილი ემილი ბრონტეს ერთადერთი რომანია, რომელიც მწერალმა, თავისი დების მსგავსად, კაცის სახელით, ელის ბელის ფსევდონიმით გამოსცა 1847 წელს. რადგან ემილი მომდევნო წელს გარდაიცვალა, ნაწარმოების მეორე გამოცემის რედაქტორობა შარლოტ ბრონტემ, ჯეინ ეარის ავტორმა, ითავა.
საუკუნე-ნახევარზე მეტი გავიდა ქარიშხლიანი უღელტეხილის გამოცემიდან, მაგრამ უკვე კლასიკად ქცეული ეს გოტიკური ნაწარმოები ყოველთვის ხვდება საუკეთესო ინგლისურენოვან რომანებს შორის. წიგნი არაერთი თანამედროვე ხელოვანისთვისაც ქცეულა შთაგონების წყაროდ, მის მიხედვით უამრავი ფილმი, სერიალი და სპექტაკლი შექმნილა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები