თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული აგროლაბი — სანდოობა, როგორც ინოვაცია
ფოტო: თიბისი
2019 წელს, როდესაც GITA-მ და მსოფლიო ბანკმა საგრანტო განაცხადების მიღება დაიწყეს, მარიამ სოლომნიშვილს საფიქრალი გაუჩნდა: რა უნდა ყოფილიყო ინოვაციური კომპონენტი, რაც მას გამარჯვებაში დაეხმარებოდა?!
ასე გაჩნდა აგროლაბი — ლაბორატორია, რომელიც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ანალიზზეა კონცენტრირებული. ინოვაციური კი მოდელია, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ლაბორატორიის ვებ-გვერდზე რეგისტრირდება, ონლაინ კაბინეტს ქმნის, სახლიდან გაუსვლელად ახერხებს შედეგის ნახვას, სერტიფიკატის ჩამოტვირთვას, კურიერის გამოძახებას და მენეჯერთან კონტაქტსაც კი.
ლაბორატორიამ თიბისი დაჯილდოების მთავარი ჯილდო მიიღო რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ის იმ ადამიანებმა შექმნეს, რომლებიც წლების განმავლობაში საქმიანობდნენ ღვინის წარმოებაში.
“კახეთი ქართული ღვინის წარმოების აკვანია. ნებისმიერი მეურნეობისთვის კი ლაბორატორიული ანალიზი აუცილებელია. ჩვენი სერვისზე მოთხოვნა ტექნოლოგიური პროცესის თანმდევი ნაწილია: ყურძნის მარცვლის შემოწმებიდან, ღვინის ჩამოსხმის მომენტამდე. საკუთარი გამოცდილებით მივხვდი, რომ რეგიონს სჭირდებოდა თანამედროვე, სანდო ლაბორატორია“, — გვიხსნის მარიამ სოლომნიშვილი.
საქართველოში თითქმის ყველამ იცის, როგორ მზადდება ღვინო, ან ჰგონია, რომ იცის. ვენახის გაშენება, რთველი, ქვევრში ღვინის დაყენება, ყოველივე ამას ქართული ღვინის კულტურად მივიჩნევთ. მაგრამ ამ ტრადიციას, განსაკუთრებით მაშინ, როცა პროდუქტი ბაზარზე უნდა გავიდეს, სტანდარტებიც ახლავს, ლაბორატორიული ანალიზებიც და საერთაშორისო ნორმებიც. აგროლაბი და მისი დამფუძნებელი, მოწმეა თუ როგორ იცვლება ადამიანების აღქმა და ინფორმირებულობის დონე.
"ათწლეულების განმავლობაში ღვინის დაყენების პროცესი პირად გამოცდილებაზე იყო დაფუძნებული. ტექნოლოგიების განვითარებამ და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობამ ბევრი სტერეოტიპი დაანგრია, საკუთარი შრომის დაფასებაც ვისწავლეთ. დღეს ლაბორატორიული ანალიზით ის ადამიანებიც ინტერესდებიან, რომლებიც ღვინოს თავიანთი მოხმარებისთვის აყენებენ. ბუნებრივიცაა, რადგან სურთ, რომ შრომამ ხარისხიანი ნაყოფიც გამოიღოს", — ამბობს მარიამი.
2023 წლის პირველი იანვრიდან ალკოჰოლური სასმელების ნებისმიერი მწარმოებელი ან რეალიზატორი, თუნდაც ადგილობრივი ბაზრისთვის, ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისობის სერტიფიკატი.
"თიბისის ჯილდოს მიღება გუნდისთვის მოულოდნელობაც იყო და დიდი მოტივაციაც. როცა განაცხადი შევავსეთ, მოლოდინი არ გვქონია. უბრალოდ, გვინდოდა გვეცადა. ისეთი გამოხმაურება ჰქონდა გამარჯვებას, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით თუ რა საჭირო და მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. მცირე მარნებმაც მოგვწერეს.თურმე არ იცოდნენ, რომ მსგავსი სერვისი კახეთშიც არსებობდა", — გვიყვება მარიამი.
აგროლაბი არა მხოლოდ უკვე არსებულ მომხმარებლებზე ფიქრობს, არამედ ახალი შესაძლებლობების განვითარებაზეც მუშაობს, მათ შორის, ნიადაგის ანალიზზეც.
"დღევანდელ რეალობაში ფერმერები ხშირად სპონტანურად იღებენ გადაწყვეტილებებს — მაღაზიიდან იღებენ სასუქსა და ქიმიურ საშუალებებს, რომლებიც შეიძლება საერთოდ არ შეესაბამებოდეს კონკრეტულ არეალს. ნიადაგის ანალიზი კი შესაძლებელს გახდის მიზნობრივ გამოყენებას, რაც საბოლოო შედეგზეც იმოქმედებს“, — გვიხსნის მარიამი.
აგროლაბის გუნდმა კარგად იცის, რომ ინოვაცია მხოლოდ თანამედროვე ტექნიკაში არ გამოიხატება,
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები