ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება — Jagermeister საქართველოს ბანკისა და CNF-ის ინიციატივის მხარდამჭერია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) კამპანია, რომელიც ბუნების დასაცავად შეიქმნა, უკვე 9 ბრენდს აერთიანებს, ერთ-ერთი მათგანი კი Jagermeister-ია.
კამპანიის მიზანია, მოუწოდოს ყველა იმ ბრენდს, რომელიც საკუთარ ლოგოში ცხოველის ან ფრინველის ლოგოს იყენებს, წვლილი შეიტანოს ბუნების დაცვის პროცესში.
“იეგერმაისტერი არის ბრენდი, რომლისთვისაც მდგრადობა (sustainability) არ არის მხოლოდ ერთჯერადი აქტივობა, არამედ გრძელვადიანი ხედვაა, რომელიც განსაზღვრავს, როგორც ყოველდღიურ ოპერაციებს, ისე სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს. ჩვენი იდენტობა ყოველთვის ეფუძნებოდა პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას გარემოს, ადამიანებისა და საზოგადოებრივი სივრცის მიმართ.
სწორედ ამიტომ, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით იეგერი არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას ახორციელებს, რომელთა შორის გარემოსდაცვითი პროექტები განსაკუთრებული პრიორიტეტით სარგებლობს.
თუმცა საქართველოს ბანკისა და CNF-ის ინიციატივა გამორჩეულია იმით, რომ ერთდროულად კრეატიული და ღირებულებით დატვირთულია. ეს კამპანია სიმბოლურად ეხმიანება ჩვენს ლოგოში გამოსახულ ირემს, მაგრამ ამავე დროს რეალურ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ბრენდის ღირებულებები და მდგრადობის პრინციპები შინაარსობრივად, ავთენტურად და ლოკალურად გამოვხატოთ”, — აღნიშნავს იეგერმაისტერის ჯგუფის ბრენდ მენეჯერი ანი ლომინაძე.
ინფორმაციისთვის, იეგერმაისტერის ლოგოზე გამოსახული ირემი დაკავშირებულია წმინდა ჰუბერტის ლეგენდასთან მონადირის შესახებ.
წმინდა ჰუბერტუსის ლეგენდის თანახმად, ერთ დროს დაუნდობელ მონადირეს ტყეში მოევლინა ირემი, შუბლის შუაგულში გამოსახული ნათელი ჯვრით. ამ ხილვამ ჰუბერტუსში შინაგანი გარდატეხა გამოიწვია: მან ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობის მნიშვნელობა გააცნობიერა და ცხოვრების დანარჩენი ნაწილი სწორედ ამ ღირებულებას მიუძღვნა. საბოლოოდ, ის მონადირეების მფარველ წმინდანად აღიარეს.
იეგერმაისტერის დამფუძნებელმა, ქურთ მასტმა, ამ ლეგენდაში დაინახა ბრენდის ფილოსოფია — ბუნებასთან პასუხისმგებლობიანი მიდგომის მნიშვნელობა. შესაბამისად, ბრენდის ლოგო შინაგანი გარდატეხის, პასუხისმგებლობისა და ბუნების პატივისცემის სიმბოლოა.
“ბუნება ყველასთვის საერთო რესურსია და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის, მათ შორის ბიზნესებისა და ბრენდების საერთო პასუხისმგებლობაა. აქტიური ჩართულობა გარემოსდაცვით ინიციატივებში აჩვენებს, რომ ბრენდს აქვს გრძელვადიანი ხედვა და რეალურად ზრუნავს სოციალურ და გარემოსდაცვით მნიშვნელოვან საკითხებზე. ასეთი ნაბიჯები ამაღლებს თანამშრომლობის ეფექტურობას და გვაძლევს შესაძლებლობას, ერთად შევქმნათ უკეთესი და მდგრადი მომავალი”, — აღნიშნავს ანი ლომინაძე, იეგერმაისტერის ჯგუფის ბრენდ მენეჯერი.
ინფორმაციისთვის, კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები