გაუჩინარებული ინგუში ახალგაზრდის თქმით, იგი ფსიქიატრიულში იძულებით გადაიყვანეს
16 წლის ისლამ მუსიევი, რომელიც ინგუშეთიდან ივნისის თვეში, ოჯახური ძალადობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მუქარების შესახებ გაცხადების შემდეგ გაუჩინარდა, ივლისის ბოლოს გამოჩნდა და თქვა, რომ სტავროპოლის ფსიქიატრიულში იმყოფებოდა. განცხადებას ავრცელებს ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფი NC SOS-ი, რომელიც მუსიევის საქმეს იძიებდა.
როდესაც უფლებადამცველები ინფორმაციის დასაზუსტებლად კლინიკის მთავარ ექიმს დაუკავშირდნენ, მათ უთხრეს, რომ აღნიშნული პაციენტი მათთან არ იყო რეგისტრირებული. ამის შემდეგ, მუსიევი კვლავ გაქრა და კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არავის დაკავშირებია.
მუსიევის გაუჩინარებასთან დაკავშირებული ცნობები თავდაპირველად ივნისის დასაწყისში გაჩნდა. როგორც OC Media-მ მანამდე განაცხადა, სანამ ეს მოხდებოდა, იქამდე მუსიევმა დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა დამცველთა ჯგუფს მიმართა და სთხოვა მათ, რომ მისი გაუჩინარების შემთხვევაში გამოექვეყნებინათ მისი საქმის დეტალები, რომლის მიხედვითაც მას ნათესავები სცემდნენ და ემუქრებოდნენ. მას ეშინოდა, რომ იგი "ღირსების მკვლელობის" მსხვერპლი გახდებოდა.
მუსიევი ამტკიცებდა, რომ იგი სახლში გამოკეტეს, დოკუმენტები წაართვეს, იძულებით გაპარსეს, სკოლიდან გამოიყვანეს და სიკვდილით დაემუქრნენ. ამასთან, მან სისხლჩაქცევებისა და დაზიანებების ფოტოებიც წარადგინა. უფლებადამცველისთვის გაგზავნილი ერთ-ერთი შეტყობინების თანახმად, ნათესავები მას დაემუქრნენ, რომ მაშინ ესროდნენ, როცა "ბიძამისი სპეციალური სამხედრო ოპერაციიდან დაბრუნდებოდა" — ეს ის ტერმინია, რითაც რუსი მაღალჩინოსნები უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას მოიხსენიებენ.
Kavkaz bez materi-ის (კავკასია დედის გარეშე) ცნობით, გაუჩინარებამდე მუსიევმა ისინი გააფრთხილა, რომ ოჯახი მის "სხვაგან" — შესაძლოა სარდაფში — წაყვანას გეგმავდა. მისი თქმით ისინი ემუქრებოდნენ, რომ მოკლავდნენ და გარდაცვლილი მამიდის გვერდით დაკრძალავდნენ. უფლებადამცველებთან მიმოწერებში იგი სამ ნათესავს ასახელებს — ჰასან, რიჩარდ და მაგომედ მუსიევებს — როგორც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელ პირებს.
უფლებადამცველთა ცნობის მიხედვით, მუსიევი თავდაპირველად ნაზრანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლეილა მოგუშკოვამ მოინახულა. მისი თქმით, იგი ესაუბრა ოჯახის წევრებს და უფლებადამცველებს ამცნო, რომ მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც მუსიევი გაუჩინარდა, მოგუშკოვამ ოჯახთან შეხვედრის ფაქტი უარყო, შეტყობინებებსა და ზარებზე პასუხი კი შეწყვიტა.
მუსიევის ადგილსამყოფელი თითქმის ერთი თვის განმავლობაში უცნობი იყო. ივლისის ბოლოს, იგი Kavkaz bez materi-ს დაუკავშირდა და უთხრა, რომ ის სტავროპოლში, ლენინის ქუჩის 441 ნომერში მდებარე ფსიქიატრიულში იმყოფებოდა. მას დახმარება სჭირდებოდა და ითხოვა, ვინმე გაეგზავნათ მასთან. მალევე, ის კვლავ გაქრა და კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში აღარ გამოჩენილა. სამედიცინო დაწესებულებაში რეკვამ შედეგი არ გამოიღო — თანამშრომლები ამტკიცებდნენ, რომ მსგავსი პაციენტი მათ არ მიუღიათ. შესაძლოა, მუსიევი დაწესებულებიდან გაიყვანეს ან თანამშრომლებს უბრძანეს, ინფორმაცია არ გაეცათ.
უფლებადამცველთა თქმით, მალევე მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა კითხვებით მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გაეროს ეგიდით მოქმედ იძულებით გაუჩინარებულთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფს განაცხადი წარუდგინეს, მუსიევმა მოახერხა შეტყობინების გამოგზავნა. ადვოკატების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი ფორმალური და უაზრო იყო. მასში ეწერა, რომ მოგუშკოვა არ გასაუბრებია ოჯახს, თუმცა იქ არაფერი ეწერა მოზარდის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე. სამინისტრომ ასევე თქვა, რომ ადგილობრივი ფსიქიატრიული სამსახურის ინსპექტორი ეწვია მუსიევების ოჯახს, თუმცა "ძალადობის კვალი ვერ აღმოაჩინა".
პასუხის ერთ-ერთი ნაწილი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ იგი გაუგებარია: სამინისტრომ გასცა რეკომენდაცია, რომ ზოგიერთი შეკითხვა ინგუშეთის საგამოძიებო კომიტეტისთვის გაეგზავნათ, თუმცა არ დაუკონკრეტებია რასთან დაკავშირებულ კითხვებს გულისხმობდა. "შესაბამისი ნაწილის განსახილველად" — წინადადება უბრალოდ ამ ფრაზით სრულდება.
უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა საგამოძიებო კომიტეტისგანაც მიიღეს პასუხი, მაგრამ ინგუშეთის ფილიალში მათ მიმართვა მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გადააგზავნეს, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ამისთვის სამი სამუშაო დღეა გათვალისწინებული.
უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ სამართლებრივად მათ მეურვის თანხმობის ან სასამართლოს ბრძანების გარეშე მოზარდის გამოყვანა არ შეუძლიათ, ვინაიდან შესაძლოა, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს. სწორედ ამიტომ, ვერც ერთმა მონაწილე ორგანიზაციამ — მათ შორისაა NC SOS და Kavkaz bez materi — ვერ მოახერხა მუსიევს სახლიდან წამოსვლაში დახმარებოდა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები