SJC: "მოვითხოვთ პროკურატურისგან შსს-ს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას
სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა თანამშრომლების მხრიდან გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შსს-ს ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ოფიციალურად მოითხოვეს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გამოძიება ოცნების სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ევალებოდა, მაგრამ უწყების გაუქმების შემდეგ, საქმე პროკურატურას გადაეცა. ცენტრის ინფორმაციით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება) და 154-ე (ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლა) მუხლებით დაიწყო.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, მათი დაცვის ქვეშ 60-მდე დაზარალებული პირი იმყოფება და მათ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მასალებზეც ჰქონდათ წვდომა. ცენტრი განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ აქციის მონაწილეებზე ძალადობა ხდებოდა დაკავების პროცესში და ძალის გადამეტება შსს-ს კუთვნილ ავტომობილებში გრძელდებოდა.
ცენტრის მოთხოვნაა:
- საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის აუცილებლობა: სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მოითხოვა საქმეზე სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის შეცვლა და გამოძიების გაგრძელება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე, 1443-ე, 178-ე მუხლებით (რაც წამებას, დამამცირებელ, არაადამიანურ მოპყრობას და ძარცვას გულისხმობს), ვინაიდან სს (სპეციალური საგამოძიებო) სამართლის საქმის მასალების მიხედვით, შსს გდდ-ს თანამშრომლებმა აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ უფლებამოსილების გადამეტების მიღმა წამება, არაადამიანური მოპყრობა და ძარცვა ჩაიდინეს;
- შსს-ს მაღალი მენეჯერული რგოლის და უშუალოდ საპროტესტო აქციების მართვაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, გდდ-ს დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის ზვიად ხარაზიშვილის გამოკითხვა, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონების, კომპიუტერული ტექნიკის გამოღება და ელექტრონული ფორმით განხორციელებული კომუნიკაციის შესწავლა;
- რაციების სისტემაზე კომპიუტერულ-ტექნოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებისა და ოტო-დან შესაბამისი პირების გამოკითხვის აუცილებლობა: სს საქმის მასალებით დგინდება, რომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას შსს-ს თანამშრომლები იყენებდნენ ხელის რადიოსადგურებს ე.წ. "რაციებს", რომელთა ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო.
- ვიდეო ჩანაწერების ამოღების აუცილებლობა დაკავებული პირების გადასაყვანი სატრანსპორტო საშუალებებიდან
- გდდ-ს ყოფილი თანამშრომლობის, ირაკლი შაიშმელაშვილის გამოკითხვის აუცილებლობა.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ გდდ-ს ხარაზიშვილი სათანადოდ არ ასრულებდა, მასზე, როგორც გდდ-ს დირექტორზე დაკისრებულ მოვალეობებს — სპეციალური ეკიპირების მქონე, გდდ-ს ნიღბიანი თანამშრომლები არ იყვნენ აღჭურვილნი სპეციალური ამოსაცნობი ნიშნებით, რის გამოც მათი მხრიდან ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები დაუსჯელი დარჩა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, მათ აქვთ გონივრული ეჭვი, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზრუნავდა სამხილების განადგურებაზე, რაც საქმის გამოძიებას აფერხებდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები