ვინ იქნებიან "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები მუნიციპალიტეტებში? — ირაკლი კობახიძის ბრიფინგის დეტალები
ოცნების პრემიერმა, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ქვეყნის მასშტაბით — 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა.
კობახიძის თქმით, წარსადგენი 63 კანდიდატიდან უმრავლესობა მოქმედი მერი ან მერის მოვალეობის შემსრულებელია.
მერობის კანდიდატებს შორისაა სამთავრობო ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური, კახეთის საოლქო პროკურორის მოქმედი მოადგილე ვაჟა მაღრაძე, პარლამენტის წევრი დათო კოდუა და ყოფილი პარლამენტარი — ჯუმბერ იზორია.
"დავიწყებ კახეთით, სადაც 8 მუნიციპალიტეტიდან 5-ში კანდიდატებად მოქმედ მერებს წარვადგენთ. ესენია:
— ახმეტაში: ალექსი ფიცხელაური
— გურჯაანში: გიორგი მაჭავარიანი
— დედოფლისწყაროში: ნიკოლოზ ჯანიაშვილი
— ლაგოდეხში: ჯონდო მდივნიშვილი
— სიღნაღში: მალხაზ ბეგიაშვილი
ყვარელში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ყვარლის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე — ილია მზექალაშვილი; საგარეჯოში წარმატებული და სტაჟიანი საჯარო მოსამსახურე — ვახტანგ კაკუტაშვილი, რომელიც დღემდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საქმიანობდა; ხოლო თელავში კახეთის საოლქო პროკურორის მოქმედი მოადგილე — ვაჟა მაღრაძე.
ქვემო ქართლში მოქმედ მერებს წარვადგენთ 7-დან 4 მუნიციპალიტეტში. ესენია:
— რუსთავში: ნინო ლაცაბიძე
— გარდაბანში: დავით კარგარეთელი
— დმანისში: კობა მურადაშვილი
— წალკაში: ილია საბაძე
მარნეულში ჩვენი კანდიდატი იქნება დაური ისმაილოვი, რომელსაც აქვს საჯარო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება და სტაჟი; თეთრიწყაროში წარვადგენთ თეთრიწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედ მოადგილეს — მიხეილ აფციაურს; ხოლო ბოლნისში წარმატებულ იურისტს საჯარო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილებით — ზამური ჭითანავას.
მცხეთა-მთიანეთში მოქმედ მერს — ლევან წიკლაურს წარვადგენთ თიანეთის მუნიციპალიტეტში.
მცხეთაში ჩვენი კანდიდატი იქნება წარმატებული არქიტექტორი და მენეჯერი — გოგი აბუაშვილი; დუშეთში წარვადგენთ დუშეთის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს — კახაბერ ჩიტაურს; ხოლო ყაზბეგში წარმატებულ ინჟინერს მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილებით - კობა გელაძეს.
შიდა ქართლში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 4-დან 3 მუნიციპალიტეტში. ესენია:
— გორში: კონსტანტინე ბუზალაძე
— ქარელში: ზაზა გულიაშვილი
— კასპში: ვახტანგ მაისურაძე
ხაშურში ჩვენი კანდიდატი იქნება პაატა ჩადუნელი, რომელსაც აქვს კერძო სექტორში უმაღლეს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება.
სამცხე-ჯავახეთში მოქმედ მერებს წარვადგენთ 6-დან 4 მუნიციპალიტეტში. ესენია:
— ადიგენში: გოჩა ქიმაძე
— ასპინძაში: როსტომ მაგრაქველიძე
— ახალქალაქში: მელქონ მაკარიანი
— ნინოწმინდაში: ანივარდ მოსოიანი
ახალციხეში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური, ხოლო ბორჯომში მამუკა გელაშვილი, რომელსაც აქვს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
იმერეთში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 12-დან 9 მუნიციპალიტეტში. ესენია:
— ქუთაისში: დავით ერემეიშვილი
— საჩხერეში: ლევან ივანაშვილი
— ჭიათურაში: გივი მოდებაძე
— ხარაგაულში: კობა ლურსმანაშვილი
— თერჯოლაში: მანუჩარ რობაქიძე
— ვანში: ალექსანდრე გოგორიშვილი
— სამტრედიაში: დავით ბახტაძე
— ხონში: ლადო ჯურხაძე
— წყალტუბოში: გენადი ბალანჩივაძე
ბაღდათში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ბაღდათის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე — ნოდარ გიორგიძე; ზესტაფონში ზესტაფონის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე — ვახტანგ ღამბაშიძე; ხოლო ტყიბულში - დავით კუბლაშვილი, რომელიც წლების მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნების“ ტყიბულის პარტიულ ორგანიზაციას.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში 2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ მოქმედ საკრებულოს თავმჯდომარეებს. ესენია:
— ცაგერში: ჭაბუკი ჭაბუკიანი
— ლენტეხში: გიორგი გაზდელიანი
რაჭაში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ წარმატებულ მეწარმეებს: ამბროლაურში — ზაზა ქევანიშვილს, ხოლო ონში - დავით ლობჟანიძეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთში მოქმედ მერებს წარვადგენთ 9-დან 5 მუნიციპალიტეტში. ესენია:
— ფოთში: ბექა ვაჭარაძე
— ხობში: დავით ბუკია
— სენაკში: ვახტანგ გადელია
— აბაშაში: გიგა გაბელაია
— მესტიაში: კაპიტონ ჟორჟოლიანი
ზუგდიდში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრი — დათო კოდუა; ჩხოროწყუში ყოფილი პარლამენტარი — ჯუმბერ იზორია; მარტვილში წარმატებული მეწარმე — გიორგი ნაჭყებია; ხოლო წალენჯიხაში წარმატებული საჯარო მოსამსახურე — ნიკა კანკია.
გურიაში მოქმედ მერს - ალექსანდრე სარიშვილს წარვადგენთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ოზურგეთში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება წარმატებული ლექტორი და მენეჯერი - პაატა კუნჭულია, ხოლო ჩოხატაურში, ჩოხატაურის მერის მოქმედი მოადგილე — მინდია ჟღერია.
და ბოლოს, აჭარაში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 6-დან 3 მუნიციპალიტეტში. ესენია:
— ქობულეთში: ირაკლი ცეცხლაძე
— ხელვაჩაურში: ზაზა დიასამიძე
— შუახევში: ომარ ტაკიძე
2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოქმედ დეპუტატებს. ესენია:
— ქედაში: მამუკა თურმანიძე
— ხულოში: ვახტანგ ბერიძე
ბათუმში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი — გიორგი ცინცაძე", — განაცხადა კობახიძემ.
ოცნების პრემიერი დარწმუნებულია, რომ უკლებლივ ყველა კანდიდატი მოიგებს არჩევნებს შესაბამის მუნიციპალიტეტში.
"ჩვენი ამოცანა არის ცხადი — ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. კვლევებიც ადასტურებს იმას, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალური და რეალისტური ამოცანა. ბუნებრივია, ჩვენი საარჩევნო შტაბი, პარტია იქნება მაქსიმალურად მობილიზებული, იმისათვის, რომ ამ შედეგს მივაღწიოთ. წარმატებებს ვუსურვებ მერობის კანდიდატებს", — განაცხადა კობახიძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები