თიბისისა და VELI.store-ის კოლაბორაცია მომხმარებელთა ყოველდღიურობის კიდევ უფრო გასამარტივებლად
ფოტო: თიბისი
გახსოვთ ის პერიოდი, დროის დაზოგვის მიზნით, ონლაინ მაღაზიიდან ნივთს, რომ უკვეთავდით და ლოდინი უსაშველოდ იწელებოდა? წარმოდგენა არ გქონდათ როდის მოგიტანდნენ ან საერთოდ თუ მოგიტანდნენ. პერიოდულად რეკავდით, ბოლოს ნებდებოდით - მორიდებით სთხოვდით, მოვალ და საწყობიდან თავად გავიტანო.
თუ ცხოვრების ეს ეტაპი გამოტოვეთ, მაშინ გაგიმართლათ და ონლაინ შოპინგი იმ პერიოდიდან დაგიწყიათ, როდესაც ქართულ რეალობაში VELI.store გაჩნდა.
უკვე ოთხი წელია, რაც VELI.store-მა ონლაინ შოპინგის ახალი სტანდარტი შემოიტანა- შეძენილი ნივთის მიწოდების სასურველ დროს თავად არჩევ და თბილისის მასშტაბით, მაქსიმუმ 3 საათში, საგულდაგულოდ შეფუთულს იღებ. ეს არის სერვისი, რომელიც მოლოდინს ყოველთვის ამართლებს.
“VELI.store-ის მთავარი ღირებულება მომხმარებელზე ფოკუსირებაა- ისეთი სერვისების შექმნა, რომლებიც ბიზნესის მოგებაზე მეტად, ადამიანების კომფორტსა და სარგებელს ემსახურება. თიბისისთან თანამშრომლობა სწორედ ამ მიდგომის მაგალითია - ორი ბრენდი, რომელიც ერთობლივად ცდილობს გაამარტივოს ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება და შოპინგი სასიამოვნო გამოცდილებად აქციოს“, — ამბობს ნინი ჩაჩანიძე, VELI.store-ის სამომხმარებლო გამოცდილების ხელმძღვანელი.
შოპინგის ახლებური გამოცდილება
ზაფხული საქართველოში მხოლოდ დასვენების დრო არ არის - ეს ხარჯების სეზონიცაა. ოჯახური არდადეგები, მოგზაურობა, ბავშვების გასართობი გეგმები და ყოველდღიური გასავალი ერთდროულად აწვება ბიუჯეტს.
სწორედ ამიტომ, ივლისის შუა რიცხვებში, თიბისისა და VELI.store-ის ერთთვიანი თანამშრომლობა დაიწყო, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეამცირონ ხარჯები და მიიღონ დამატებითი სარგებელი.
ერთი თვის განმავლობაში, 17 აგვისტოს ჩათვლით, ყოველდღე, ყველა შეკვეთაზე ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათითა და ერთგული საკრედიტო ბარათებით VELI.store-ზე შოპინგისაას, მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ 10%-იანი ქეშბექით. კვირაში ორჯერ კი, სრულ ასორტიმენტზე, 30%-იანი ქეშბექი ხვდებათ.
შეგიძლია, 40 გრადუს სიცხეში გარეთ არც გახვიდე და ოთხფეხა მეგობრის საკვები სახლში გამოიძახო. ან თუ მაინც გიწევს გასვლა, მაშინ თადარიგი დაიჭირო და VELI.store-ის მზისგან დამცავი საშუალებების ფართო არჩევანიდან სასურველი SPF შეარჩიო. გადახდილი თანხის ქეშბექი კი, ერთგულ ყულაბაში, მომენტალურად დაგიბრუნდება.
თუ VELI.store-ის სურვილების სიაში მონიშნულ Dyson-ს ხშირად ამოწმებ, ან გგონია, რომ ძველი კონდიციონერი აგვისტოს აუტანელ სიცხეს ვერ გიმსუბუქებს, მაშინ 30 %-იან ქეშბექს დაელოდე და მსხვილ ტექნიკასაც განსაკუთრებული შეთავაზებით შეიძენ.
“ჩვენთვის ამ პარტნიორობის ყველაზე დიდი ღირებულება არის ის, რომ მომხმარებელი ორივე კომპანიის მხრიდან გრძნობს განსაკუთრებულ ზრუნვას. ჩვენი თანამშრომლობით, ქეშბექი აღარ არის ერთჯერადი სიურპრიზი და მუდმივ ბენეფიტად იქცა, რაც ორივე ბრენდის მომხმარებლებს, განსაკუთრებით ხარჯიან პერიოდში, გონივრულ შოპინგში ეხმარებათ“, — ამბობს ნინი ჩაჩანიძე, VELI.store-ის სამომხმარებლო გამოცდილების ხელმძღვანელი.
შეთავაზება ორივე ტიპის ადამიანებისთვისაა მიმზიდველი: მათთვის, ვისაც შოპინგი სიამოვნებას ანიჭებს და მათთვის, ვისთვისაც საყიდლები ზედმეტი ფიქრი, მაგრამ აუცილებელი საზრუნავია.
13 და 14 აგვისტო ბოლო ორი დღეა, როდესაც თიბისის და VELI.store-ის ზაფხულის ყველაზე დიდი შეთავაზება - 30%-იანი ქეშბექი იმოქმედებს. თითოეულ გადახდაზე ახალი თიბისი ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით მაქსიმუმ 100, ხოლო ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით მაქსიმუმ 150 ლარი დაგიბრუნდებათ.
17 აგვისტოს დასრულდება 10%-იანი ქეშბექის შეთავაზება, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში მოქმედებდა.
“VELI.store-თან თანამშრომლობით ჩვენს მომხმარებლებს ვუმარტივებთ ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს პარტნიორობა მათ აძლევს შესაძლებლობას, კომფორტი და სარგებელი ერთ სივრცეში მიიღონ, დაზოგონ დრო და ფინანსური რესურსი“, — ამბობს ბექა ჭაფოძე, თიბისის პარტნიორებთან ურთიერთობის და შეთავაზებების გუნდის ლიდერი.
ეს ერთთვიანი საზაფხულო კამპანია მაგალითია იმის, თუ როგორ შეუძლია ორ ბრენდს გაერათიანდეს საერთო ღირებულებებით და შექმნას შეთავაზება, რომელიც მომხმარებელს ფინანსურ სარგებელთან ერთად, ნდობისა და ლოიალობის გამოცდილებასაც აძლევს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები