ლევან ხაბეიშვილი

12 Aug. 2025, 17:15

"მდინარაძის და კალაძის კლანი, ანუ ოხანაშვილი და მდინარაძე დაპირისპირებულია კალაძესთან და კალაძეს ვითომ წამოსცდა, რომ ჩამოვიყვანეთო, არადა სუს-ის ვერსია სრულიად სხვა არის, ეს კიდევ ადასტურებს იმას, რომ შიგნით დანა-სისხლად არიან გადაკიდებულები. ეს არ იყო წამოყვირება, მან ფაქტობრივად გასცა მდინარაძე-ოხანაშვილის ვერსია. სპეცოპერაცია ჩაატარა "გრუმ", რუსეთის სპეცსამსახურებმა, რომელმაც საჩუქარი გაუკეთეს ივანიშვილს და მისი პირადი ტყვე გადმოსცეს დუბაიდან. აქ ამ ოპერაციის ჩამტარებელი, მდინარაძე და ეს უწყება, რომ რაღაცას ატარებენ, ცხადია ეს ანეკდოტია. რუსეთის სპეცსამსახურებმა გადმოსცეს ბაჩიაშვილი და დღეს კალაძემ ფაქტობრივად ეს გასცა. შესაბამისად, სასამართლო, საგამოძიებო უწყებები ამით უნდა დაინტერესდნენ, რადგან თბილისის მერმა პირდაპირ ხელი დაადო ოხანაშვილ-მდინარაძეს, რომ ამ ხალხმა ჩაატარა ეს სპეცოპერაცია რუსებთან ერთად".

ცნობისათვის, დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას კახა კალაძემ თქვა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი სხვა ქვეყნიდან ჩამოიყვანეს. სუს-ის ვერსიით მისი ქვეყანაში ჩამოყვანა მწვანე ზონიდან განხორციელდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…