მოძალადე ქმრის მკვლელობისთვის რუსეთში გაასამართლეს შვიდი შვილის დედა
ყარაჩაი-ჩერქეზეთის სასამართლომ შვიდი შვილის დედას მოძალადე ქმრის მკვლელობისთვის პატიმრობა მიუსაჯა. ქალი ამბობს, რომ ქმარი მუდმივად სცემდა მას და შვილებს.
ურუფსკის რაიონულმა სასამართლომ ოლგა ვალიევას განაჩენი მარტში გამოუტანა, მაგრამ სასჯელი გადავადდა მანამ, სანამ მისი უმცროსი შვილი — რომელიც ახლა ორი წლისაა — 14 წლის არ გახდება.
უზენაესმა სასამართლომ მაისში გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, თუმცა იგი მხოლოდ ახლა გამოქვეყნდა.
სასამართლოს ვერდიქტის მიხედვით, წყვილი 16 წელი იყო ქორწინებაში. ქორწინების პირველ წელს ისინი ბედნიერები იყვნენ, მაგრამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ქმარი რეგულარულად სვამდა, ჩხუბობდა და სცემდა ოჯახის წევრებს. ვალიევამ პოლიციაში არაერთხელ განაცხადა ძალადობის შესახებ, მაგრამ მათ ქმრის შესაკავებლად არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ.
ვალიევამ ქმარი 2024 წლის ნოემბერში მოკლა, მას შემდეგ, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ვალიევას კიდევ ერთხელ სცემა და იძულებული გახადა თოვლისა და ქარბუქის მიუხედავად, სახლიდან ხალათისა და ჩუსტების ამარა გაქცეულიყო. ქალს წასასვლელი არსად ჰქონდა და ღამე სასაფლაოზე გაატარა, სადაც ძალადობისგან გაქცეულს აქამდეც უპოვია თავშესაფარი. შემდეგ მისმა ქმარმა ერთ-ერთი ბავშვი გაგზავნა ქალის მოსაძებნად და სახლში დასაბრუნებლად.
როდესაც ისინი დაბრუნდნენ, ქმარმა ვალიევა გარეთ გაიყვანა და მოკვლით დაემუქრა. მან ქალს თავსა და ნეკნებში ჩაარტყა (წინა შემთხვევებისგან განსხვავებით ამჯერად ტკივილი გაცილებით ძლიერი იყო) და შემდეგ თმებით წაათრია ავტოფარეხისკენ. შეშინებულმა ვალიევამ აგური აიღო და კაცს ჩაარტყა. მისი ჩვენების მიხედვით, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა იგი ქმარს შეეწინააღმდეგა. მას შემდეგ, რაც მისი ქმარი წაიქცა და ჰაერის უკმარისობა დაეწყო, მან იქვე დაგდებული სახრახნისი აიღო და კისერში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.
შემდეგ სახლში შევიდა, ბავშვებს უთხრა, რომ მათი მამა მოკლა და პოლიციაში დარეკა. სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ვალიევას ჰქონდა ნეკნის მოტეხილობა, ნაკაწრები და დაჟეჟილობები.
სასამართლომ ვალიევას ქცევა მკვლელობად მიიჩნია იმის მითითებით, რომ ეს არ იყო წინასწარ განზრახული დანაშაული და ეს აქტი ინციდენტს მოჰყვა. თუმცა სასამართლო ასევე ამბობს, რომ როდესაც აგურის ჩარტყმის შემდეგ ქმარმა იგი გაუშვა, გაქცევის ნაცვლად მან კაცის მოკვლა გადაწყვიტა.
ვალიევა სოციალური მუშაკი იყო და სამსახურში, ბავშების სკოლასა თუ ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებში კარგი რეპუტაციით სარგებლობს. იგი ასევე არის დედათა დიდების ორდენის მფლობელი.
რუსეთში მკვლელობა თავისუფლების ექვსიდან თხუტმეტ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს, შესაძლოა თავისუფლების დამატებითი შეზღუდვით. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მკვლელობა მაქსიმუმ ორწლიან პატიმრობას ან ალტერნატიულ, უფრო მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსი განსაზღვრავს, რომ თავდამსხმელისთვის ზიანის მიყენება, როდესაც მსხვერპლი საკუთარ სიცოცხლესა და უფლებებს მძიმე ძალადობის საფრთხისგან იცავს, არ არის დანაშაული. თუმცა, პრაქტიკაში სასამართლო ოჯახში კონფლიქტების ფატალურ შედეგს აფასებს როგორც მკვლელობას ან მძიმე ფიზიკურ დაზიანებას, რაც სიკვდილს იწვევს, ეს კი გაცილებით მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს.
რუსული დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, "მედიაზონისა" და "ნოვაია გაზეტას" ერთობლივი გამოძიება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლებით 2016-2018 წლებში ქალებისთვის გამოტანილ 4000-ზე მეტი განაჩენის ანალიზს ეყრდნობა, ცხადყოფს, რომ მსჯავრდებულ ქალთა უმრავლესობა ოჯახში ძალადობის მსხვერპლია:
- იმ შემთხვევებში, როცა ქალები აგრესიული პარტნიორებისგან ან ნათესავებისგან თავის დაცვას ცდილობდნენ, ქალთა თითქმის 79% მკვლელობაში, ხოლო მათი 52% სხეულის მძიმე დაზიანებით გამოწვეულ მკვლელობაში სცნეს დამნაშავედ.
მედიებმა ასევე აღნიშნეს, რომ თავდაცვის ნიშნების არსებობის შემთხვევებშიც კი, დანაშაულის კვალიფიკაცია მძიმეა და თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები