საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ქალთა სამეწარმეო ექსპოზე რეგისტრაცია დაიწყო
ფოტო: თიბისი
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა სამეწარმეო EXPO 2025-ზე რეგისტრაცია დაიწყო
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და თიბისის მხარდაჭერით, 13-14 სექტემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა უკვე მეოთხედ გაიმართება.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 200 მეწარმე ქალი საქართველოდან. მათ შორის იქნებიან დევნილი ქალები უკრაინიდან. ისინი ღონისძიების სტუმრებს საკუთარ ნაწარმს წარუდგენენ.
ქალ მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, თიბისის ორგანიზებით, მოეწყობა გასართობი და შემეცნებითი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე მწვანე და საკვები სივრცეები.
აღსანიშნავია, რომ ექსპოში მონაწილე მეწარმე ქალები გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს წამყვანი კომპანიების ტრენერებთან, ისარგებლებენ მენტორობის პროგრამით, მოამზადებენ საინვესტიციო წინადადებებს და შეხვდებიან კოლეგებს ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყნიდან.
გარდა ამისა, შერჩეულ მონაწილეებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ ინვესტორებთან შეხვედრაში 2026 წლის გაზაფხულზე. ღონისძიება ხელს შეუწყობს ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციას, მათთვის სასარგებლო ცოდნის გაზიარებასა და პერსპექტიული პარტნიორობის დამყარებას.
გასულ წელს გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 160-ზე მეტმა მეწარმე ქალმა, ხოლო ღონისძიებას დაესწრო 4 000-მდე ვიზიტორი, რომელთათვისაც გამოფენა-გაყიდვა მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა ბიზნესკავშირების გასაფართოებლად და პროდუქტის პოპულარიზაციისთვის.
გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა იყოთ მეწარმე ქალი ან ქალის მიერ დაფუძნებული ბიზნესის მფლობელი.
შემოუერთდი ქალთა სამეწარმეო ექსპო 2025-ს.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 25 აგვისტო
დარეგისტრირდი: http://unwo.men/X4Sc50Wv5eu
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე შემდეგ ბმულს: https://youtu.be/clKTmeNDMc0
ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ევროკავშირის დელეგაციასთან საქართველოში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), აზიის განვითარების ბანკთან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და კერძო სექტორთან - თიბისი ბანკთან, მიკრობანკ კრისტალთან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან პარტნიორობით იმართება. მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვა ტარდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტ — კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით.
მისამართი: ექსპო ჯორჯია, XI პავილიონი, წერეთლის გამზ. 118
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები