პლასტმასის გროვები გაეროს წინ — ხელოვანის გზავნილი დელეგატებს
ფოტო: AP ფოტო / ჯენიფერ მაკდერმოტი
როდესაც ქვეყნები ორშაბათს პლასტმასით დაბინძურების დასასრულებლად გლობალური შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მეორე კვირას შეუდგნენ, ერთმა ხელოვანმა გაეროს ოფისის წინ უზარმაზარ ქანდაკებაზე პლასტმასის ნარჩენების გროვები დააწყო.
მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგატები ყოველდღიურად ჩაუვლიან ამ ქანდაკებას — რაც მათ პლასტმასით დაბინძურების კრიზისის მოსაგვარებლად პასუხისმგებლობას ახსენებს. მოლაპარაკებები ხუთშაბათს უნდა დასრულდეს.
ბენჟამენ ფონ ვონგი, კანადელი ხელოვანი და აქტივისტი, პოზირებს მის მიერ შექმნილი ქანდაკების წინ, რომელიც გაეროს ოფისის წინ, ჟენევაში, შვეიცარიაშია დადგმული, ორშაბათი, 2025 წლის 11 აგვისტო
ფოტო: AP ფოტო / ჯენიფერ მაკდერმოტი
ბენჟამენ ფონ ვონგმა, კანადელმა ხელოვანმა და აქტივისტმა, შექმნა თითქმის 6-მეტრიანი (18 ფუტის) ქანდაკება სახელწოდებით "მოაზროვნის ტვირთი" და გუნდთან ერთად ააგო. ეს არის ოგიუსტ როდენის ცნობილი პარიზული ქანდაკების "მოაზროვნის" მისი ვერსია. აქაც მამაკაცის ფიგურაა, მაგრამ ქვის ნაცვლად, ფონ ვონგის პერსონაჟი დედამიწაზე ზის, ხელში უჭირავს ბავშვი და პლასტმასის ბოთლები. მათ გარშემო, პლასტმასის დაბინძურების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ხაზგასასმელად, დნმ-ის მარყუჟი ეხვევა.
მოხალისეების დახმარებით, ფონ ვონგი გაეროში მოლაპარაკებების მსვლელობისას ქანდაკებას პლასტმასის ახალ-ახალ ნარჩენებს უმატებს, რათა უმოქმედობის მზარდი ფასი აჩვენოს. ორშაბათს იგი კიბეზე ავიდა და ქანდაკების ზედა ნაწილში დნმ-ის მარყუჟში პლასტმასის ბოთლები გადახლართა. წინ კი პლასტმასის სათამაშო მანქანა დადო.
"კვირის ბოლოსთვის, ქანდაკება თითქმის მთლიანად იქნება პლასტმასში ჩაფლული, თუმცა იმედი მაქვს, რომ პლასტმასზე ძლიერი და ამბიციური შეთანხმება საშუალებას მოგვცემს ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ," — ამბობს ის.
პროექტის ყველაზე დიდი დონორი ავსტრალიური საქველმოქმედო ფონდი Minderoo Foundation გახდა. პლასტმასის ნარჩენები ადგილობრივმა არასამთავრობოებმა და სამეზობლო ჯგუფებმა შეაგროვეს.
ქანდაკების გვერდით მყოფმა მარია ივანოვამ, საერთაშორისო გარემოსდაცვით მმართველობაში ექსპერტმა და ბოსტონის North-Eastern უნივერსიტეტის პლასტმასის ცენტრის თანადირექტორმა, აღნიშნა, რომ ეს ნამუშევარი "გაღვიძებს".
ბენჟამენ ფონ ვონგი პლასტმასის ნარჩენების გროვებს აწყობს მის მიერ შექმნილ დიდ ქანდაკებაზე, რომელიც გაეროს ოფისის წინ, ჟენევაში, შვეიცარიაშია დადგმული
ფოტო: AP ფოტო/ ჯენიფერ მაკდერმოტი
"ხალხი აზრს იშვიათად იცვლის ფაქტების გამო. ისინი იცვლიან მას გრძნობების გამო", — თქვა ივანოვამ — "აქ კი ვფიქრობ, რომ ხელოვნება აბსოლუტურად კრიტიკულია, რათა პოლიტიკის მიმართულება შევცვალოთ".
დელეგატები და ტურისტები ქანდაკებასთან ჩერდებიან, ფონ ვონგს ნამუშევრის შესახებ ეკითხებიან და ქანდაკების წინ ფოტოს იღებდნენ. კანადის დელეგაციის ხელმძღვანელმა მაიკლ ბონსერმა ხელოვნების ნიმუშს "უსასრულოდ ღრმადმიუწვდომელი" უწოდა.
"ეს ყოველდღე გვახსენებს, რა უნდა ვაკეთოთ შეხვედრის ოთახში და რა შედეგით უნდა გამოვიდეთ იქიდან — შეთანხმებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს ტენდენცია შევცვალოთ", — თქვა მან — "ეს რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელია".
მოლაპარაკებებში დაახლოებით 3 700 ადამიანი — 184 ქვეყნისა და 600-ზე მეტი ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობს. ისინი ამუშავებენ პლასტმასით დაბინძურების შესახებ პირველ გლობალურ და იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას.
ბევრის აზრით, მოლაპარაკებების ტემპი უნდა დაჩქარდეს. მონაწილეები ჟენევაში ასობით მოუგვარებელი საკითხით ჩავიდნენ, რომელთა რიცხვი გასულ კვირაში შემცირების ნაცვლად გაიზარდა.
ევროკომისარმა იესიკა როსვალმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია პროგრესის არარსებობით და "დროა მივიღოთ შედეგები". როსვალი გარემოს დაცვის, წყლის მდგრადობისა და კონკურენტული წრიული ეკონომიკის საკითხებზეა პასუხისმგებელი.
გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა ინგერ ანდერსენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ კვირაში კვლავ შესაძლებელია პლასტმასით დაბინძურების აღმოფხვრაზე შეთანხმების მიღწევა.
"ეს ჩვენს ხელშია", — თქვა ანდერსენმა — "ჟენევადან ამ შეთანხმებით წასვლის ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები