მამაჩემის შპს ფლობს ბეტონის ქარხანას, რომელიც ბეტონს აწვდის შესყიდვის მსურველებს, მათ შორის სახელმწიფოს - ვახუშტი მენაბდე ენმ-ის ბრალდებებს პასუხობს
მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ერთ-ერთი ლიდერი ვახუშტი მენაბდე "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს პასუხობს და წერს, რომ "ენმ წინააღმდეგობის საბოტაჟითაა დაკავებული".
მენაბდის თქმით, მამამისი ფლობს “შპს ბეტონის ქარხანას, რომელიც ბეტონს აწვდის შესყიდვის მსურველებს, მათ შორის სახელმწიფოს. ამისთვის მონაწილეობს ტენდერებში, ნაწილს იგებს, ნაწილს აგებს. ეს ტენდერები არის ბეტონის მიწოდება სოფლებში გზის მშენებლობისთვის” და ამაში საეჭვოს ვერაფერს ხედავს.
შეგახსენებთ, რომ ანა წითლიძე ვახუშტი მენაბდეს "ოცნებასთან" გარიგებაში ადანაშაულებს. მან სოციალურ ქსელში სატენდერო ხელშეკრულებებს გამოაქვეყნა, რომელიც მისი თქმით, ვახუშტი მენაბდის ძმა და არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე აწერენ ხელს.
"ომში ვართ ავტორიტარულ რეჟიმთან, ყოველდღიურად და ყოველწუთიერად. ჩვენი მოძრაობა, სოციალური დემოკრატიისთვის წინააღმდეგობის ერთ-ერთი მძლავრი შენაკადია. ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა, ამ ომში ან საკუთარი დღის წესრიგი მოახვიოს სხვებს თავს ან წინააღმდეგობის ველი მოისუფთაოს და ასე იქცეს რეჟიმის ერთადერთ ალტერნატივად. რადგან პირველი ვერ შეძლეს, სხვების გაშავებაზე გადავიდნენ, მაგრამ აქაც არაფერი გამოუვათ. ცუდი ის არის, რომ ისინი წინააღმდეგობის საბოტაჟით არიან დაკავებულები.
არ მეგონა სრულწლოვან ასაკში მამაჩემის საქმიანობაზე თუ უნდა ჩამებარებინა ანგარიში, მაგრამ, რაკი ამის საჭიროება გაჩნდა, გეტყვით, რაც ვიცი. ბოდიში, რომ გამოხმაურება დამაგვიანდა. მხოლოდ ზოგადად ინფორმაციას ვფლობდი ტენდერების შესახებ — ისიც იმიტომ, რომ როცა რამდენიმე თვის წინ მითხრეს, "მამაშენის ტენდერებს კუდს აბამენო", ამის მერე წავედი და ვკითხე მამაჩემს რა ხდებოდა. დღეს დილით დავაზუსტე დანარჩენი. ამან დრო წაიღო.
მამაჩემის შპს ფლობს ბეტონის ქარხანას, რომელიც ბეტონს აწვდის შესყიდვის მსურველებს, მათ შორის სახელმწიფოს. ამისთვის მონაწილეობს ტენდერებში, ნაწილს იგებს, ნაწილს აგებს. ეს ტენდერები არის ბეტონის მიწოდება სოფლებში გზის მშენებლობისთვის. ამაში რა არის საეჭვო, არ ვიცი (რამე თანამდებობა მიკავია და ვეხმარები ტენდერში გამარჯვებაში?), მაგრამ თუ ვინმეს რამე ეჭვი აქვს, ჯობია, ჯერ გამოიკვლიოს. თუმცა გასაგებია, რომ საკითხის გარკვევა არაა იმათი მიზანი, ვინც ბრალდებას მიყენებს.
ეს ხალხი ამ ამბის შესახებ ინფორმაციას სულ ცოტა რამდენიმე თვეა ფლობს. ახლა რომ წამოწიეს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ერთიანად გადაწყვიტეს ჩვენს მოძრაობაზე შეტევა: გუშინწინ გოტაზე და საზმაუს მარშზე, გუშინ ლუკაზე და ახლა ჩემზეც. მე მზად ვარ, ჩემი საქმიანობის შესახებ ყველა კითხვას ვუპასუხო. რაც შეეხება მამაჩემს და ჩემს ძმას, დღეს დილით ველაპარაკე და მათაც ყველა კითხვაზე აქვთ პასუხი.
რაც რეჟიმთან წინააღმდეგობაში ვარ ჩართული, ერთი მხრივ ქოცები სხვადასხვა ფორმით ცდილობენ ჩემზე საერთაშორისო დაფინანსების შესახებ ნეგატიური პროპაგანდა ააგორონ. ხან რა მოიგონეს ხან რა. და პარალელურად, მთელი ეს დრო, ნაცები ტენდერების თემას ამზადებდნენ. რახან ორივე მხრიდან გვიტევენ, ე.ი. სწორ გზაზე ვდგავართ", — წერს ვახუშტი მენაბდე.
შეგახსენებთ, რომ ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე ვახუშტი მენაბდეს "ოცნებასთან" გარიგებაში ადანაშაულებს. მან სოციალურ ქსელში სატენდერო ხელშეკრულებებს გამოაქვეყნა, რომელიც მისი თქმით, ვახუშტი მენაბდის ძმა და არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე აწერენ ხელს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები