Tegeta Truck & Bus-მა მომხმარებელს MAN TopUsed-ის რეალურ პირობებში გამოცდის შესაძლებლობა მისცა
ფოტო: თეგეტა
უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი, გამძლეობა, საწვავის შემცირებული ხარჯი, ამ მახასიათებლების გამო MAN-ის ბრენდის სატვირთო ავტომობილები საერთაშორისო ბაზარზე უკვე წლებია, წამყვან პოზიციას ინარჩუნებს. Tegeta Truck and Bus-მა მომხმარებელს შესაძლებლობა მისცა, სატვირთო ავტომობილის დინამიკა, მანევრულობა და კომფორტი რეალურ გარემოში პირადად გამოეცადა. MAN TGX-ის ტესტდრაივი ნატახტარში, ტირ-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
Tegeta Truck and Bus მომხმარებელს MAN TGX-ის მეორად სატვირთო ავტომობილს სთავაზობს, რომელიც შემოწმებას ევროპაში, ავტორიზებულ სერვისცენტრში გადის. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მონიტორინგი ავტომობილის მაღალ ხარისხს, ხანგრძლივ ექსპლუატაციასა და მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. MAN-ის მეორადი ავტომობილები Tegeta Truck and Bus-ს გერმანული და ავსტრიული ბაზრებიდან ჩამოჰყავს. რეალიზაციამდე კი საქართველოში ავტომობილებს ტექნიკური შემოწმება კიდევ ერთხელ უტარდება.
ფოტო: თეგეტა
ბექა ბერიძე, თეგეტა ჰოლდინგის სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: “საქართველოში შემოგვყავს ავტომობილი, რომელსაც ევროპულ ბაზარზე მაქსიმუმ 5-წლიანი ექსპლუატაცია და 500 000 კილომეტრი აქვს გავლილი. მომხმარებელს, რომელსაც, ამ შემთხვევაში, კომპანიები და ბიზნესები წარმოადგენენ, მეორადი ავტომობილის შეძენა საწყის ღირებულებაზე 30-35%-ით ნაკლებ ფასად შეუძლია. ბიზნესებისთვის MAN TopUsed-ის შეძენა საკმაოდ მომგებიანია, რადგან ისინი ხელსაყრელ ფასად ყიდულობენ პრემიუმ ხარისხის ტექნიკას, რომელსაც ექსპლუატაციის პირველი ეტაპი ევროკავშირის ტერიტორიაზე აქვს გავლილი.
გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს ქვეყანას ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი სატვირთო ავტომობილი კვეთს, საიდანაც დაახლოებით 20-25% სწორედ MAN-ის ბრენდია. შესაბამისად, ნაწილებიც საკმაოდ ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, სატვირთო ავტომობილების შეკეთებაც არ არის პრობლემა, რადგან ჩვენი სერვისცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს“.
MAN-ის TopUsed სატვირთოებზე სტანდარტული ექვსთვიანი გარანტია ვრცელდება, რაც მეორადი ავტომობილების ბაზარზე საქართველოს პირობებში უნიკალური შეთავაზებაა. მომხმარებელს ასევე შეუძლია, მოდელისა და წლოვანების შესაბამისად, კიდევ უფრო ხანგრძლივი გარანტიითაც ისარგებლოს.
ფოტო: თეგეტა
MAN TGX-ის ყოველი მომდევნო თაობა გაუმჯობესებულია და, საშუალოდ, 5%-დან 8%-მდე ეკონომიურობით გამოირჩევა, რაც საშუალებას აძლევს ფლოტის მფლობელებს, მნიშვნელოვნად შეამცირონ ოპერაციული ხარჯები. გაუმჯობესებული ძრავის არქიტექტურა, აეროდინამიკის თანამედროვე გადაწყვეტები და ციფრული მართვის სისტემები მაქსიმალურად ხარჯთეფექტურს ხდის სატვირთო ავტომობილს და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს იძლევა.
MAN-ის ბრენდის სატვირთო ავტომობილები აღჭურვილია უსაფრთხოების ყველა შესაბამისი სისტემით, როგორებიცაა ზოლიდან ზოლში უსაფრთხო გადასვლა, ავტომატური დამუხრუჭება, ბრმა ზონების კონტროლი და ა.შ.
--
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების ფართო სპექტრს სთავაზობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები