უკრაინის საგარეო "ოცნების" ვიდეოზე: "ამგვარი ცინიკური ქმედებები გამოხატავს უპატივცემულობას უკრაინელი ხალხისა და რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა მიმართ"
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების წინასაარჩევნო კლიპს ეხმაურება, რომელშიც უკრაინაში ომის კადრებს, თბილისის ხედებს ადარებენ წარწერით — "არა ომს! — აირჩიე მშვიდობა!"
უკრაინის საგარეო უწყება ოცნების ამ ქმედებას ცინიკურად აფასებს, რომელიც უპატივცემულობას გამოხატავს უკრაინები ხალხის და რუსეთის აგრესიის მსხვერპლისადმი.
"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ არამეგობრულ ნაბიჯზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნებამ" გადადგა — საკუთარი პოლიტიკური პიარისთვის აგრძელებს ვიდეოების გამოყენებას, სადაც ასახულია რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის საშინელი შედეგები უკრაინის წინააღმდეგ.
ამგვარი ცინიკური ქმედებები გამოხატავს უპატივცემულობას უკრაინელი ხალხისა და რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა მიმართ და იწვევს უკრაინული საზოგადოების სამართლიან გაბრაზებას.
სასირცხვილოა იმის ყურება, თუ როგორ უცხადებს მორჩილებას საქართველოს ხელისუფლება მოსკოვს და უგულებელყოფს ღირსებისა და დამოუკიდებლობის იმ პრინციპებს, რომლებიც ისტორიულად თანდაჰყვა ქართველ ერს და მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
ვურჩევთ მმართველი პარტიის პოლიტტექნოლოგებს, საკუთარ ხალხთან პატიოსნები იყვნენ და საკუთარ გვერდებზე უფრო სიმართლესთან ახლოს მყოფი სურათი განათავსონ: მარჯვნივ — რუსეთის სამფეროვანი, მარცხნივ — ევროკავშირის და ნატოს დახურული კარები. ეს იქნება ჭეშმარიტება, რადგან საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ქვეყანას არ ომი, არამედ ევროპული მომავალი წაართვა.
ამავდროულად, უკრაინა მტკიცედ და თანმიმდევრულად აგრძელებს მეგობარი ქართველი ხალხის მხარდაჭერას დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის მისწრაფებაში," — ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ქართულმა ოცნებამ აღნიშნულ ვიდეოში ვაკის პარკის შადრევნის კადრებიც გამოიყენა "მშვიდობის" საჩვენებლად — 2022 წელს ვაკის პარკში ბავშვებს ბურთი ამ შადრევანში ჩაუვარდათ, რომელშიც ჩასვლის შემდეგ სამივეს დენმა დაარტყა. ინციდენტს 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები