თეგეტა ბლოგი — თეგეტა ჰოლდინგის ახალი ციფრული პლატფორმა
ფოტო: თეგეტა
თანამედროვე ბიზნესისთვის მომხმარებელთან კომუნიკაცია გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ პროდუქტის ან მომსახურების შეთავაზება. ლიდერი კომპანიები ქმნიან სივრცეებს, სადაც ცოდნა, პროფესიული გამოცდილება და სოციალური პასუხისმგებლობა ერთად ვლინდება. სწორედ ამ ხედვის საფუძველზე შექმნა თეგეტა ჰოლდინგმა თეგეტა ბლოგი, უნიკალური ციფრული პლატფორმა ქართულ ბაზარზე, რომელიც სპეციალიზებულია ავტოინდუსტრიასა და უსაფრთხო გადაადგილების თემებზე. ეს პლატფორმა არის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ინიციატივა, რომელიც ახალ სტანდარტს ქმნის მომხმარებელთან ღია, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციისთვის.
თეგეტა ბლოგი აერთიანებს მრავალფეროვან და საინტერესო კონტენტს, რომელიც სრულყოფილად პასუხობს დღევანდელი მკითხველის სხვადასხვა საჭიროებას. პლატფორმაზე წარმოდგენილია სხვადასხვა შინაარსი, რომლებიც მოიცავს, როგორც პრაქტიკულ რჩევებს მძღოლებისთვის, ისე მარტივად გასაგებ ინსტრუქციებს ავტომობილის მოვლისა და საგანგებო სიტუაციებში დროული რეაგირების შესახებ. ასევე, მკითხველს შეუძლია, გაეცნოს უახლეს ტექნოლოგიურ და ბიზნესსიახლეებს, რომლებიც ავტოინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს ასახავს.
ფოტო: თეგეტა
ელენკა კოხრეიძე, თეგეტა ჰოლდინგის მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: “თეგეტა ბლოგის შექმნის მთავარი მიზანია მომხმარებლისთვის ინფორმაციის ნათლად, მარტივად და უშუალოდ მიწოდება, ნაკლებად ფორმალური გზით. აქ თავმოყრილია ჰოლდინგის სიახლეები, პრაქტიკული რჩევები და გზამკვლევები, რომლებიც მათ ყოველდღიურობას ამარტივებს. თეგეტას გუნდის მისიაა, არა მხოლოდ პროდუქტის შეთავაზება, არამედ მომხმარებლის საჭიროებებზე ფოკუსირება, იმის ჩვენება, რატომ და როგორ უნდა ჩატარდეს ავტომობილის სხვადასხვა ტექნიკური მომსახურება და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ იგნორირებას.
დღეს, როცა ცხოვრების სწრაფი ტემპი ადამიანებს დროის დეფიციტს უქმნის და ბაზარზე მსხვილი კომპანიები ხშირად მხოლოდ პროდუქტის შეთავაზებით შემოიფარგლებიან, ჩვენ ვქმნით ერთიან სივრცეს, სადაც მომხმარებლები საჭირო რჩევებს მარტივად იღებენ. ასევე, ვცდილობთ, წარმოვაჩინოთ მიზეზშედეგობრივი კავშირები და ვზრუნავთ, რომ ჩვენი სერვისებითა თუ პროდუქტებით მათი ყოველდღიურობა უსაფრთხო და კომფორტული გახდეს, ხოლო ავტომობილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ყოველდღიური გადაადგილებისთვისაა საჭირო, არასოდეს გახდეს შეფერხების მიზეზი“.
ფოტო: თეგეტა
საგზაო უსაფრთხოება თეგეტა ჰოლდინგისთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კომპანია მუდმივად ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ემსახურება მომხმარებელთა ინფორმირებულობასა და უსაფრთხო გადაადგილების ხელშეწყობას. თეგეტა ბლოგი ამ ინიციატივებს ციფრულ ფორმატში უყრის თავს და მკითხველს საშუალებას აძლევს, საჭირო ინფორმაციას ნებისმიერ დროსა და ადგილას, ნებისმიერი მოწყობილობიდან სწრაფად და მარტივად გაეცნოს.
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: “ჩვენი საქმიანობა უშუალოდ არის დაკავშირებული გზასთან და ავტომობილით გადაადგილებასთან, ამიტომ პასუხისმგებლები ვართ, ვიზრუნოთ მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე. თეგეტა ბლოგი სწორედ ამ მიზანს ემსახურება — ეს პლატფორმა არა მხოლოდ ტექნიკურ რჩევებსა და ყოველდღიურ რუტინულ საკითხებზე მორგებულ რეკომენდაციებს გვაწვდის, არამედ რეალურ ნაბიჯებს დგამს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ. გვინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ტექნიკურად გამართული ავტომობილი უსაფრთხო გზის მთავარი წინაპირობაა. ბლოგის საშუალებით ვცდილობთ, გავაზიაროთ საჭირო გამოცდილება, გავაძლიეროთ პასუხისმგებლობის განცდა და ხელი შევუწყოთ გადაადგილების ისეთი კულტურის ჩამოყალიბებას, როცა უსაფრთხოება პირველ ადგილზეა“.
ფოტო: თეგეტა
პლატფორმაზე გამოქვეყნებულია რეალური ისტორიებიც თეგეტელებისგან — ადამიანებისგან, რომლებიც კომპანიის წარმატების საფუძველს ქმნიან. ბლოგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კი ეთმობა იმ პროექტებს, რომლებიც ჰოლდინგის სოციალურ პასუხისმგებლობასა და კორპორაციულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. თეგეტა ბლოგის ვლოგების კატეგორია ვებგვერდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც საზოგადოებასთან უშუალო და პრაქტიკულ კავშირს ამყარებს. ვიდეოსერიებში თეგეტას გუნდის წევრები მარტივად და გასაგებად ხსნიან ყოველდღიურ ტექნიკურ საკითხებს, როგორებიცაა საბურავის შეცვლა ან ავტომობილის სეზონური მოვლა. გარდა ცოდნის გაზიარებისა, ეს ფორმატი აძლიერებს სანდოობას და ხელს უწყობს სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებასაც.
თეგეტა ბლოგი განკუთვნილია ყველასთვის, ვინც ეძებს პრაქტიკულ რჩევებს, ინტერესდება ავტოინდუსტრიით, ტექნოლოგიური სიახლეებით ან სურს, მეტი გაიგოს კომპანიის საქმიანობისა და ღირებულებების შესახებ. მისი შინაარსი მარტივი და გამართულია, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს, საჭირო ინფორმაცია სწრაფად იპოვოს და პრაქტიკაში გამოიყენოს, მაგ., როგორ შეცვალოს ზეთი გზაში ან როგორ მოაგვაროს გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემა საკუთარი ძალებით.
ფოტო: თეგეტა
ვებგვერდის ინტუიციური ინტერფეისი მომხმარებელთა მარტივ და სწრაფ ნავიგაციას უზრუნველყოფს, რაც პლატფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. თუმცა თეგეტა ბლოგი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფორმაციული ვებგვერდი, ეს არის ღირებული და ინოვაციური პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს, იქცეს სანდო წყაროდ საზოგადოებისთვის, ავტოინდუსტრიის, ტექნოლოგიებისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების შესახებ. სტატიებთან ერთად, ბლოგი მოიცავს ვიდეოებსა და ვიზუალურ ინსტრუქციებს, ყოველივე ეს კი მას მომხმარებლისთვის მრავალფეროვან და მაქსიმალურად ხელმისაწვდომ რესურსად აქცევს.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა“ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვ. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები