თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
ფოტო: თიბისი
ავტონომიური გუნდების მართვა — სწორედ, ამ კატეგორიაში მოიპოვა თიბისიმ ჯილდო, რომელიც DORA Awards-ის ფოკუსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არეაა.
DORA Awards არის Google Cloud-ის ყველაზე მასშტაბური და გრძელვადიანი კვლევითი პროგრამა, რომელიც ადგენს, რა შესაძლებლობები აქვს პროგრამულ უზრუნველყოფასა და ოპერაციების პერფორმანსს.
თიბისის, როგორც რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია, საერთაშორისო ტექ საზოგადოებას აჩვენოს, როგორ აქტიურადაა ჩართული საქართველო მსოფლიოს მიმდინარე ტექნოლოგიურ პროცესებში.
ამ ჯილდოს მიღება ნიშნავს, რომ ორგანიზაცია ქმნის მაღალი პერფორმანსის მქონე ჯგუფებს, რომლებიც:
- მუშაობენ დამოუკიდებლად, მაღალი დონის პასუხისმგებლობით;
- მინიმალურად არიან დამოკიდებული სხვა გუნდებზე;
- შეუძლიათ ავტონომიურად დანერგონ, გატესტონ და შეცვალონ კოდი ან ინფრასტრუქტურა;
- აქვთ ეფექტიანი კოლაბორაცია სხვა გუნდებთან, მათი ბლოკერებისა და თანხმობების საჭიროების გარეშე;
თიბისის ეს გამარჯვება, Google-ის მხრიდან ოფიციალურად ადასტურებს, რომ ჩვენი გუნდების სტრუქტურა, კომპანიის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა და პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურა არის თანამედროვე, ეჯაილური, DevOps პრაქტიკებთან შესაბამისი, რაც სწრაფად, ეფექტიანად და მაღალი პასუხისმგებლობით მუშაობის საშუალებას იძლევა.
ბიძინა მაცაბერიძე, თიბისის ტექნოლოგიების ინფორმაციის მართვის დირექტორი: “ჩვენი, როგორც ქვეყნის უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია, ტექნოლოგიების გამოყენებით შევქმნათ მარტივი და კომფორტული პროდუქტები და სერვისები ჩვენი მომხმარებლებისთვის.
ვიყენებთ ტექინდუსტრიაში საერთაშორისოდ აღიარებულ საზომებსა და ნიშნულებს (ე.წ. benchmark-ებს) და Google-ის DORA პროგრამაც ზუსტად იმიტომ შევარჩიეთ, რომ ყოველთვის ვხედავდეთ ობიექტურ სურათს, თუ როგორ ვპოზიციონირდებით, როგორც ტექნოლოგიური კომპანია.
Google-ისგან მიღებული აღიარება და ის, რომ მსოფლიოს მასშტაბით ამ პროგრამაში ჩართული უამრავი კომპანიიდან თიბისი გამოარჩიეს, ნიშნავს ჩვენი ტექნოლოგიური გუნდის მიერ კომპანიის სწორი სტრატეგიით მართვას. ამასთან, ბიზნესი იყენებს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად.
ასევე, ეს გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან პროდუქტებისა და სერვისების შექმნის ტექნოლოგიური პროცესები, მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიების საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისია. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრს ეს საინტერესო და დიდ გამოცდილებას მისცემს.“
გიგა შუბითიძე, SDLC მმართველობის ლიდერი: “ეს გამარჯვება უდიდესი აღიარებაა იმ ტრანსფორმაციული ინიციატივებისა, რაც თიბისიმ ბოლო წლებში განახორციელა და ორმაგად სასიამოვნოა ისეთი ტექნოლოგიური გიგანტის მხრიდან, როგორიცაა Google.
რაც შეეხება ნომინაციას, რომელშიც გავიმარჯვეთ, მარტივი ენით რომ ავხსნა, მომხმარებლამდე ახალი ფუნქციონალის მიწოდება საგრძნობლად დავაჩქარეთ, რაც განპირობებული იყო სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტორით და ძლიერი DevOps კულტურის ჩამოყალიბებით — შენ ქმნი, შენვე მართავ.
ამ პროცესების შედეგად, პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებების გატარების ხანგრძლივობა თვეებიდან დღეებამდე შევამცირეთ და დანერგვების სიხშირე 600%-ზე მეტით გავაუმჯობესეთ.
Google-ის კონკურსში გამარჯვება თიბისის ტექნოლოგიების გუნდისთვის უდიდესი სტიმულია. ჩვენ გავაგრძელებთ უწყვეტ განვითარებას, იმისთვის, რომ მომხმარებლებს უფრო სწრაფად მივაწოდოთ არაერთი ინოვაციური ციფრული სერვისი.“
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები