როგორ გადაიქცა ბერლინის საბჭოთა პარკი მსოფლიოს ბაღებად
თუ ოდესმე გინდათ ისე იმოგზაუროთ მსოფლიოში, რომ ბერლინიდან არ გახვიდეთ, მაშინ აუცილებლად უნდა ნახოთ მსოფლიოს ბაღები (Gärten der Welt). აქ ერთ ბილიკზე შეგიძლიათ აღმოჩნდეთ ჩინეთში, მერე გადახვიდეთ იაპონიაში, ინდონეზიაში, შუა აღმოსავლეთში, იტალიასა და ინგლისში, და ბოლოს მოულოდნელად — ლოს-ანჯელესის პარკინგზე.
საბჭოთა გამოფენიდან მსოფლიოს ბაღებამდე
მსოფლიოს ბაღების ისტორია აღმოსავლეთ ბერლინში იწყება, მაშინ, როცა ქალაქი ჯერ კიდევ გდრ-ის ნაწილი იყო. 1987 წლის 9 მაისს, (ორი წლით ადრე დასავლეთ ბერლინში ჩატარებული ფედერალური ბაღების გამოფენის პასუხად) აღმოსავლეთ ბერლინში გაიხსნა ბერლინის ბაღების გამოფენა (Berliner Gartenschau). გდრ-ის ხელმძღვანელობა ამით ცდილობდა ეჩვენებინა, რომ აღმოსავლეთს არ ეშინოდა დასავლეთთან კონკურენციის და თავადაც შეეძლო უდიდესი მწვანე სივრცის შექმნა. ბერლინის ბაღების გამოფენა საბჭოთა სტილის პარკი იყო — ფართო მინდვრებით, დეკორატიული და "მოცეკვავე" შადრევნებითა და სიმეტრიული ბუჩქნარით, როგორც იმდროინდელ ქალაქის გამწვანების პროექტებს შეეფერებოდა.
გერმანიის გაერთიანების შემდეგ პარკმა ახალი სიცოცხლე შეიძინა და 1990-იანი წლების ბოლოს გადაწყდა, რომ ის მხოლოდ საბჭოთა სტილის გამწვანებული სივრცე კი არა, საერთაშორისო კულტურების შეხვედრის ადგილი გამხდარიყო.
2000 წელს გაიხსნა პირველი საერთაშორისო ბაღი — ჩინური, რომელიც ჩინელმა ოსტატებმა თავად ააშენეს. მოგვიანებით მას შეუერთდა იაპონური, კორეული, ინდონეზიური, აღმოსავლურ-ისლამური, იტალიური რენესანსის, ინგლისური, ქრისტიანული და იუდევური ბაღები. გადამწყვეტი გარდატეხა იყო 2017 წლის საერთაშორისო ბაღების გამოფენა (IGA Berlin 2017), როცა პარკს დაემატა სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე ინსტალაციები და ლანდშაფტური პროექტები — ავსტრალიიდან და ბრაზილიიდან ლიბანამდე, მათ შორის, ირონიული ლოს-ანჯელესის ბაღიც, სადაც პალმები და მანქანების პარკინგი ერთადაა მოქცეული.
დღეს მსოფლიოს ბაღები არის ადგილი მრავალფეროვანი საერთაშორისო ოაზისი და გერმანიის ერთერთი ულამაზესი მწვანე სივრცე, რომელსაც ყოველწლიურად მილიონამდე ადამიანი სტუმრობს.
ჩინური ბაღი — ეს ყველაზე დიდი ჩინური ბაღია მთელ ევროპაში. ტბა, ხიდები და წითელი პავილიონები ქმნის ნამდვილ პატარა ჩინეთს. აქ ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ნელა და ჩუმად სიარულს გთხოვს.
იაპონური ბაღი — წყლის ხმაური, ქვები და KOI თევზები — ადგილი, სადაც დრო თითქოს ჩერდება.
კორეული ბაღი — ბუნებასთან ჰარმონია ხის ტრადიციულ პავილიონებში იგრძნობა. მშვიდი კუთხეა, სადაც ყველაფერი სიმარტივეზეა აგებული.
ინდონეზიური ბაღი — ტროპიკული ატმოსფერო, მწვანე მცენარეები და ტაძრის სტილის ნაგებობები — თითქოს ბალიზე აღმოჩნდი.
აღმოსავლურ-ისლამური ბაღი — მოზაიკური კედლები, წყლის შადრევნები და ჩრდილიანი ეზოები ქმნის სივრცეს, სადაც ქალაქი მთლიანად გავიწყდება.
იტალიური რენესანსის ბაღი — სიმეტრია, სკულპტურები და შადრევნები — თითქოს პატარა ფლორენციაა ბერლინის შუაგულში.
ინგლისური ბაღი — ფართო მწვანე მინდვრები, ხეები და ყვავილები — უბრალო, მაგრამ საოცრად სასიამოვნო გარემო.
ქრისტიანული ბაღი — მინიმალისტური სივრცე, რომლის კედლებზე ბიბლიური ტექსტებია ამოტვიფრული — თანამედროვე, მაგრამ სიმშვიდით სავსე.
იუდევური ბაღი — მცენარეები და არქიტექტურული სიმბოლოები, რომლებიც ებრაულ კულტურასა და მის ისტორიას გვიყვება.
ლოს-ანჯელესის ბაღი — ინსტალაცია
ლოს-ანჯელესის ბაღი შექმნილია არტისტ მარტინ კალტვასერის მიერ. ეს არაა კლასიკური ბოტანიკური ბაღი, არამედ კონცეპტუალური ინსტალაცია: სადაც ექვსი ნამდვილი პალმა დგას პატარა მწვანე კუნძულზე, გარშემო კი ასფალტი, ღობეები და ამერიკული მანქანებია.
სხვა ბაღებისგან განსხვავებით, ეს ნამუშევარი ირონიულია და ასახავს, როგორ უწევს ბუნებას ბრძოლა ქალაქის მანქანებით სავსე რეალობაში. სურათებისთვის იდეალური ადგილია — თითქოს ბერლინიდან პირდაპირ კალიფორნიაში მოხვდი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები