"[პოლიციელმა] მითხრა, თუ თავს კიდევ მიატრიალებ, გაგაუპატიურებ..." — ანასტასია ზინოვკინა დაკავების ღამეს იხსენებს
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის სასამართლო სხდომა იმართება. დღევანდელ პროცესზე ზინოვკინა იკითხება.
რუსმა სამოქალაქო აქტივისტმა გაიხსენა თუ როგორ მოხვდა საქართველოში. ზინოვკინას განმარტებით ის და მისი მეუღლე ანტონ გრიბული თურქეთიდან ბრაზილიაში აპირებდნენ წასვლას და მათი შინაური ცხოველის საბუთების მოსაგვარებლად თბილისში ჩამოვიდნენ. ზინოვკინა და გრიბული პროევროპულ აქციებში იღებდნენ მონაწილეობას და ჰქონდათ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ზინოვკინა იხსენებს, როდესაც მას ჰკითხეს სურდა თუ არა საქართველოში დარჩენა მან განაცხადა, რომ აღარ შეეძლო კვლავ იმ ქვეყანაში ცხოვრება სადაც დიქტატურაა.
შემდეგ ზინოვკინამ მისი და გრიბულის დაკავების ღამე გაიხსენა — როგორ ემუქრებოდა პოლიციელი ირაკლი მუხათგვერდელი მას გაუპატიურებით. ზინოვკინამ სასამართლოში საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მუხათგვერდელი არამარტო სიტყვიერად ემუქრებოდა, არამედ მას მუქარით ფიზიკურადაც ეხებოდა.
"ირაკლიმ მითხრა, თუ თავს კიდევ მიატრიალებს, გაგაუპატიურებ, სისტემატურად აქცენტს აკეთებდა, რომ გამაუპატიურებდა, მემუქრებოდა... დაქვემდებარებულ თამაშებს ატარებდა, რომ შენ თუ ამას არ გააკეთებ, თუ არ მომცემ ტელეფონის პაროლს, გასაღებს, მე ამას გავაკეთებ - ასეთი პასუხი ჰქონდა. ის არაადეკვატურად გამოიყურება, თვალის გუგები ჰქონდა გადიდებული, ის ჩემში ზიზღის გრძნობას იწვევდა, არამარტო იმიტომ, რომ მემუქრებოდა, არამედ საზიზღრად გამოიყურებოდა. ის ისე იჯდა, ჩემთან ძალიან ახლოს, მეკვროდა, ის ცოტა ხანს გადიოდა მანქანიდან და მობრუნდა უფრო არაადეკვატური და ის, როცა მანქანაში დაბრუნდა, მანამდე სანამ მოვიდოდა გამომძიებელი, თარჯიმანი და მეორე პირი, დასახელებული პირები ჩასხდნენ მანქანაში, ისინი გადმოვიდნენ, მაგრამ ირაკლი დარჩა. [...]
მისი მოქმედებები არა მხოლოდ სიტყვიერი იყო, არამედ დაიწყო ხელების ხლებაც, ჩემთვის, რომ საგრძნობი ყოფილიყო მისი მუქარა დაიწყო შარვლის ბალთის შეკვრა, ბანალური სიტყვები — მე შენ დაგსჯი.
ალბათ ძალიან გაბრაზებული სახე მქონდა, ამის ატანა აღარ შემეძლო, თამარ ძნელაძემ [თარჯიმანი] შემომხედა და თქვა: დაწყნარდი არავინ გაგაუპატიურებს, ჩვენ პოლიციელები ვართ, მძარცველები და ბანდიტები არ ვართ და ამ ირაკლის უთხრა, რომ დაწყნარებულიყო," — იხსენებს ზინოვკინა.
ზინოვკინამ წინა სასამართლო პროცესებზეც ისაუბრა მის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაზე — "პირი, რომელიც მაკავებდა, ხელს იდებდა სასქესო ორგანოზე და მეუბნებოდა, თუ გავინძრეოდი, სხეულის ამ ნაწილით დამსჯიდა".
17 დეკემბერს პოლიციამ ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული დააკავა. მათ პროკურატურა გასაღების მიზნით 16 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ის ფლობას ედავება. წყვილი დანაშაულს არ აღირებს და აცხადებენ, რომ მათ ნარკოტიკი პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის ჩაუდეს. ზინოვკინა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი იყო და რუსეთში ის მრავალჯერ იყო დაკავებული ადმინისტრაციული წესით ბანერის გაშლისთვის და გზის გადაკეტვისთვის.
ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობის ბრალდებით 8-დან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები