"თქვენი ანგარიში ჩაკეტილია" — რას ნიშნავს მეტასგან მოსული ეს შეტყობინება
თუ დღეს Facebook-ში შესვლისას მეტამ მოგთხოვათ მაღალი დაცვის (Advanced Protection, ადრე ცნობილი იყო როგორც Facebook Protect) ჩართვა, თქვენ მარტო არ ხართ. სხვა მომხმარებლები იმავე შეტყობინებას იღებენ და ფიქრობენ — ხომ არ დაებლოკათ ანგარიში ან ხომ არ დაკარგეს ის.
ასე გამოიყურება მეტას შეტყობინება
"თქვენი ანგარიში ჩაკეტილია, ჩართეთ მაღალი დაცვა, რომ ანგარიშზე წვდომა დაიბრუნოთ"
ვინაიდან მეტას ოფიციალური განცხადება ამის თაობაზე არ გაუვრცელებია, მოდი, ვცადოთ, ჩვენი ძალებით გავარკვიოთ რა ხდება, რატომ იღებთ ამ შეტყობინებას ახლა და რა უნდა გააკეთოთ.
რა არის მაღალი დაცვა?
მაღალი დაცვა არის მეტას უსაფრთხოების პროგრამა. პირველად 2018 წელს გაეშვა, რათა პოლიტიკოსების, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და სხვა მაღალი რისკის მქონე ანგარიშები ჰაკერებისგან დაეცვა. მოგვიანებით პროგრამა გაფართოვდა და 2024 წელს სახელიც გადაერქვა.
მისი მთავარი ფუნქციაა ორი-ფაქტორიანი ავტორიზაცია (2FA) — ანუ ანგარიშში შესასვლელად დაგჭირდებათ დამატებითი კოდი (აპლიკაციიდან, SMS-ით ან უსაფრთხოების გასაღებით). თუ ამ დაცვას არ ჩართავთ, მეტამ შესაძლოა დროებით დაგბლოკოთ, სანამ ორეტაპიან დაცვას არ გაააქტიურებთ.
რატომ მიიღო ბევრმა ადამიანმა ეს შეტყობინება დღეს?
მიუხედავად იმისა, რომ მეტას ახალი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, რამდენიმე მიზეზი არსებობს, რის გამოც შეგვიძლია ვივარაუდოთ — რატომ დღეს:
ფეისბუქი ხშირად უშვებს მაღალ დაცვას ტალღებად. ახლა შეიძლება მას ახალი კრიტერიუმები დაემატა და სწორედ ამიტომ ერთბაშად უფრო ბევრმა მომხმარებელმა მიიღო გაფრთხილება.
ასევე, ფეისბუქის სისტემა ავტომატურად ამოწმებს, რომელი ანგარიშებია მაღალი რისკის. თუ წესები გამკაცრდა, ათასობით მომხმარებლისთვის ერთდროულად შეიძლებოდა გაეგზავნა მოთხოვნა, რისკების დასაზღვევად.
მეტა ხშირად ჩუმად ავრცელებს პროგრამას ქვეყნის მიხედვით. თუ ერთ რეგიონში ბევრმა მიიღო ეს შეტყობინება, დიდი ალბათობით ეს ადგილობრივი ტალღაა და არა გლობალური.
კიდევ, უნდა გავიხსენოთ, რომ არჩევნების წინ მეტა აძლიერებს ხოლმე უსაფრთხოებას, რათა თავიდან აიცილოს ჰაკინგი და დეზინფორმაცია. თუ ქვეყანაში არჩევნები მოახლოვდა, დღევანდელი ტალღა შეიძლება სწორედ ამას უკავშირდებოდეს.
ასევე არის ვარიანტი, რომ თქვენ ფეისბუქზე საჯარო პროფილი გაქვთ, ან დიდ აუდიტორიასთან წვდომის პოტენციური შანსი. ასეთ ანგარიშებს მეტა პირდაპირ აიძულებს მაღალი დაცვის ჩართვას, რათა ანგარიშებთან წვდომა უფრო დაცული იყოს.
შეტყობინება მეტასგან
"თქვენს ანგარიშს აქვს პოტენციალი მიწვდეს ბევრ ადამიანს, ამიტომ, მოვითხოვთ ჩართოთ მაღალი დაცვის რეჟიმი, რომ დაიცვათ ანგარიში"
რაც მთავარია: ეს არ არის ანგარიშის გატეხვა და არც თაღლითობა
თუ შეტყობინებას ხედავთ პირდაპირ ფეისბუქის აპში ან ბრაუზერში, ეს რეალურია. უბრალოდ ფრთხილად იყავით ელფოსტებთან — უცნობ ბმულებზე არ დააჭიროთ.
გადადით ჩვეულებრივ ფეისბუქში და შეამოწმეთ:
Settings → Security and Login → Advanced Protection.
არ ინერვიულოთ. ეს არის ფეისბუქის სტანდარტული უსაფრთხოების ნაბიჯი, და არ ნიშნავს, რომ თქვენი ანგარიში გატეხილია.
ჩართეთ მაღალი დაცვა. ორეტაპიანი ავტორიზაციისთვის უმჯობესია გამოიყენოთ ავტორიზაციის სანდო აპლიკაცია, რომელიც ყოველჯერზე, როცა დაგჭირდებათ, დაგიგენერირებთ და მოგცემთ 6-ციფრა ერთჯერად კოდს (მაგ., Google Authenticator ან Authy). SMS-იც მუშაობს, თუმცა ნაკლებად დაცულია.
ფრთხილად იყავით ელფოსტებთან. თუ ელფოსტა მოგივიდათ, ბმულებზე ნუ დააჭერთ — პირდაპირ ფეისბუქში შედით და იქ გადაამოწმეთ. თუ შეტყობინებას ხედავთ, მაღალი დაცვის ჩართვა დაგიცავთ ჰაკერებისგან და უზრუნველყოფს, რომ თქვენი ანგარიშის წვდომას არ დაკარგავთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები