ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება — საქართველოს ბანკის და CNF-ის კამპანიაში Jaguar-იც მონაწილეობს
ფოტო: საქართველოს ბანკი
ბუნების დასაცავად, საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით, კამპანიას ახორციელებს. ინიციატივა იმ ბრენდების გაერთიანებას ისახავს მიზნად, რომელთა ლოგოში ცხოველის ან ფრინველის სიმბოლოა გამოსახული და მათ ბუნების დაცვის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს.
კამპანია უკვე 9 პარტნიორ ბრენდს აერთიანებს, მათ შორის ერთ-ერთი GT Motors-ის პორტფელში შემავალი საერთაშორისო ბრენდი Jaguar.
“GT Motors-ში სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. აღნიშნული კამპანია კი განსაკუთრებულად ახლოსაა ჩვენს საქმიანობასთან, რადგან ერთ ინიციატივაში აერთიანებს ეკოლოგიას, ბრენდს და ღირებულებებს. ეს არის CSR-ის სწორედ ის ფორმა, რომელიც სიმბოლურ დონაციაზე გაცილებით მეტს აკეთებს ცნობიერების ასამაღლებლად. ბუნების თემატიკაზე დაფუძნებული ეს კამპანია ჩვენთვის სრულიად ახალ, გამორჩეულ სივრცეს ხსნის, იმ სივრცეს, სადაც ბრენდის ბუნება და ნამდვილი ბუნება ერთმანეთთან იკვეთება საერთო სიკეთისთვის.
ამასთან, სიმბოლურია, რომ GT Motors-ის პორტფელში შემავალი საერთაშორისო ბრენდები იმ სეგმენტში მოხვდნენ, რომელთაც ეს კამპანია ეხება, ანუ არიან იმ ბრენდებს შორის, რომელთა ლოგოტიპშიც ცხოველის გამოსახულება ფიგურირებს. თანაც როგორი საამაყოა, როცა ჩვენს შემთხვევაში ისეთ ბრენდებზე გვაქვს საუბარი როგორიც არის Jaguar და Mustang. ალბათ, როცა ავტომობილების ბრენდების ამ ტიპის ლოგოებს ვიხსენებთ, პირველი ყველას სწორედ ეს ორი ბრენდი და ლოგოტიპი გვახსენდება. გამომდინარე იქედან, რომ ბუნების დაცვა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერა ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, მოხარულნი ვართ, რომ შეგვიძლია ჩვენივე ვიზუალური იდენტობა და მარკეტინგული ძალისხმევა გამოვიყენოთ კეთილი საქმისთვის. ჩვენთვის პატივია ვიყოთ იმ კომპანიებს შორის, რომლებიც შეუერთდა ამ ინიციატივას და გვინდა, ჩვენი მონაწილეობით სხვებსაც მივცეთ მაგალითი, ჩაერთონ აღნიშნულ კამპანიაში და საკუთარი წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის პროცესში”, — აღნიშნავს ელლა კამლაძე, GT Motors-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
Jaguar-ის ვიზუალური იდენტობა ინსპირაციას ბუნებიდან იღებს: ნახტომში გამოსახული იაგუარი ასახავს ბრენდის ძირეულ ფასეულობებს — ელეგანტურობას, ეფექტურობას, ძალასა და მუდმივი წინსვლის ამბიციას. ის ხაზს უსვამს ბრენდის დინამიკურ სულს და მუდმივ მისწრაფებას პროგრესისკენ.
“ჩვენს პორტფელში შემავალი საერთაშორისო ბრენდების სიმბოლიკა სრულიად ორგანულად ეხმიანება კამპანიის მთავარ გზავნილს, რადგან ეს ბრენდები ქმნის სიმბოლურ კავშირს მტაცებელ ცხოველებთან, რომლებიც ადამიანებს ოდითგანვე აძლევდნენ სტიმულსა და ძალას მოძრაობისთვის, ახალ გარემოებებთან ადაპტაციისთვის. Jaguar-სა და Mustang-ს ბრენდებად ჩამოყალიბების სრულიად სხვადასხვა ისტორიები აქვას, რადგან ერთი დამოუკიდებელ ორგანიზმად ჩამოყალიბდა, მეორე კი დიდი ბრენდის ქვეშ. თუმცა, მათ აერთიანებთ ის, რომ ორივე ბრენდი სიმბოლურად გადმოსცემს იმ ძალასა და ენერგიას, რომლებსაც ადამიანი ბუნებიდან იღებს“, — აღნიშნავს ელლა კამლაძე, GT Motors-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანიაში GT Motors-ის პორტფელში შემავალი ორი საერთაშორისო ბრენდი — Jaguar და Mustang ჩაერთო.
კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები