ზელენსკი: "ტერიტორიების საკითხი შეიძლება მხოლოდ ლიდერებს შორის განიხილებოდეს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ვაშინგტონში გამგზავრებამდე ბრიუსელში ჩავიდა და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ "ტერიტორიების საკითხი შეიძლება მხოლოდ ლიდერებს შორის განიხილებოდეს, რუსეთი კი არ აჩვენებს ნიშნებს, რომ სამმხრივი შეხვედრა გაიმართება". პრესკონფერენციის დეტალებზე უკრაინული მედია წერს.
ამას გარდა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას არ აქვს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს ტრამპმა და პუტინმა ალასკაში.
ზელენსკიმ დასძინა, რომ ტრამპმა მას და ევროპელ ლიდერებს "ბევრი დეტალის" შესახებ უამბო.
"ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ გააკეთა მინიშნება, ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პუტინის აზრი. რადგან პუტინი არანაირ უსაფრთხოების გარანტიას არ მოგვცემს", — თქვა ზელენსკიმ.
ამის შემდეგ განმარტება გააკეთა — რას გულისხმობს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში.
"უსაფრთხოების გარანტიები ძლიერი არმიაა. მხოლოდ უკრაინას შეუძლია ამის უზრუნველყოფა. მე მჯერა, რომ მხოლოდ ევროპას შეუძლია ასეთი არმიის დაფინანსება. ამ არმიისთვის იარაღის მიწოდება შესაძლებელია ჩვენი შიდა წარმოებისა და ევროპული წარმოების მიერ, მაგრამ არის ისეთი რამ, რაც მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. ეს, მე მჯერა, რომ უსაფრთხოების გარანტიაა", — თქვა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ კითხვები იმის შესახებ, განლაგდებიან თუ არა უცხოელი ჯარები უკრაინაში და დაიცავენ თუ არა უკრაინის პარტნიორები უკრაინის ცას, პასუხგაუცემელი რჩება.
"ჩვენ ნამდვილად გვინდა მივიღოთ პასუხი ამ კითხვებზე, რათა გავიგოთ, რა არის უსაფრთხოების გარანტიები", — აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს „დონეცკის რეგიონში წარმატება ჯერ კიდევ არ აქვს, პუტინმა 12 წელია მისი ხელში ჩაგდება ვერ შეძლო. მან დასძინა, რომ უკრაინის კონსტიტუცია "შეუძლებელს ხდის ტერიტორიების დათმობას ან მიწებით ვაჭრობას".
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა და ევროპელმა მოკავშირეებმა "NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი“ უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს, მაგრამ არა NATO-ს ფარგლებში.
- Reuters: ზელენსკიმ ტრამპთან საუბრისას დონბასის დათმობაზე უარი განაცხადა
- რა მოთხოვნები წაუყენა პუტინმა ტრამპს ომის დასრულების სანაცვლოდ?
ეს საკითხი, სავარაუდოდ, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტის დროს, 18 აგვისტოს განიხილება. შეხვედრაში რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერიც მიიღებს მონაწილეობას.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები