თავად ეუთო/ოდორი ამბობს, რომ დაგვიანდა ყველაფერიო, ჩვენ ამაზე ვფიქრობდით — მამუკა მდინარაძე არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევაზე
ოცნების ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ბრიფინგზე ჰკითხეს, ხომ არ შეუცვლია ოცნებას თავისი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით.
მდინარაძე აცხადებს, რომ ოცნება "სულერთიას" პოზიციაზეა, მათ "არც იმის პრობლემა აქვს, რომ იყოს ეუთო/ოდირი არცევნებზე, ან არ იყოს. მისივე თქმით, ეუთო/ოდირმა "დიდი სურვილიც არ გამოხატა თავიანთ განცხადებაში და პოზიციაში".
"არა, გადაწყვეტილიც არ გვაქვს. თავად ეუთო/ოდორი ამბობს, რომ დაგვიანდა ყველაფერიო, ჩვენ ამაზე ვფიქრობდით. არც კი და არც არა ჩვენ კატეგორიულად და დაბეჯითებით არ გვითქვამს. რატომღაც მათ ჩვენთვის გასაკვირი პოზიცია გამოამჟღავნეს, დიდი სურვილიც არ გამოხატეს თავიანთ განცხადებაში და პოზიციაში. თუმცა, დაახლოებით ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, "სულერთიას" პოზიციაზე ვარ, დიდად ჩვენ არც იმის პრობლემა გვაქვს, რომ იყოს ან არ იყოს, წარმოუდგენელია, რომ ჩვენ რაიმე პრობლემა გვქონდე სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით. ერთადერთი ჩვენი დათქმა ასეთი იყო, რომ ის მაინც გააკეთოს ოპოზიციამ, ან თქვენ მედიის წარმომადგენლებმა, რომ თქვათ — წინა შეფასება ეუთო/ოდირის მისაღები იყო თუ არა. თქვენ ამბობთ, თქვენი ტელევიზია, ჟურნალისტები, რომ არაფერში არ წერია წინა დასკვნა, თან მეკითხებით, ეუთო/ოდირს იწვევთ თუ არა, თან წინა დასკვნას არ აღიარებთ და ჩვენს ხელისუფლებას არალეგიტიმურს ეძახით", — განაცხადა მდინარაძემ.
13 აგვისტოს ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეუთო/ოდირს ქართული ოცნების მთავრობისგან არ მიუღია მოწვევა თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად, შესაბამისად, 4 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდებიან.
"ეფექტური სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებისა და დამკვირვებლების განლაგებისთვის დარჩენილი შეზღუდული დროის გათვალისწინებით, ODIHR-ს აღარ შეუძლია ჩაატაროს ყოვლისმომცველი და შინაარსიანი არჩევნების დაკვირვება," — აცხადებენ ეუთო/ოდირში.
ეუთო/ოდირი წუხს მოწვევის არარსებობის გამო, რაც მათივე თქმით, ეწინააღმდეგება წინა პრაქტიკებს, როდესაც მათ 2021, 2017, 2010 და 2006 წლების ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად იწვევდნენ.
"როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფომ, საქართველომ აიღო ვალდებულება, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ODIHR არ აკეთებს კომენტარს იმ არჩევნებზე, რომლებსაც არ აკვირდება, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს ჩვენი მანდატით განსაზღვრულ ყველა სფეროში", — აცხადებენ ეუთო/ოდირში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები