ზაფხულის ენერგია ჯილისთან ერთად: ახალი თავგადასავლების სეზონი — Geely Center Tegeta-ს კამპანია
ფოტო: თეგეტა
ზაფხული მზიან დღეებთან, მოგზაურობასთან, თავისუფლებასა და ახალ ემოციებთან ასოცირდება. წელს Geely Center Tegeta სეზონს განსაკუთრებული კამპანიით შეხვდა — ზაფხულის ენერგია ჯილისთან ერთად, რომელიც ფერებს, მუსიკას, მოგზაურობასა და ბრენდის პოზიტიურ ენერგიას აერთიანებს.
ფოტო: თეგეტა
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა განსაკუთრებული, ფერადი ვიზუალები და ბრენდირებული მასალები, რომლებიც ზაფხულის განწყობას ასახავს თავისუფლებისა და სტილის სინთეზით. მათ კი სწორედ საავტომობილი ბრენდი Geely აერთიანებს.
ფოტო: თეგეტა
ეკა კევლიშვილი, Geely Center Tegeta-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი: “ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა გამოცდილება, რომელიც მომხმარებლებს და არამარტო მათ, საშუალებას მისცემდა, ბრენდთან არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ ღრმა ემოციური კავშირი დაემყარებინათ. სწორედ ამ მიზნით წამოვიწყეთ კამპანია: ზაფხულის ენერგია ჯილისთან ერთად.
Geely-ს სამოდელო ხაზი განსაკუთრებით ახლოა ახალგაზრდა სეგმენტთან. ამიტომაც შევქმენით კამპანია, რომელიც ზაფხულის სეზონზე ბრენდს მათ ნამდვილ მეგზურად და მეგობრად აქცევდა. ღონისძიებისთვის განკუთვნილი შოურუმი გარდავქმენით ინსპირაციის სივრცედ — ფერად ვიზუალებთან შერწყმული მუსიკითა და თავისუფლების მუხტით, რაც თითოეულ ახალგაზრდას თვითგამოხატვის, ჩართულობისა და ემოციური კავშირის დამყარების შესაძლებლობას აძლევდა.
გვსურდა, Geely არ დარჩენილიყო მხოლოდ კომფორტულ და პრაქტიკულ ავტომობილად, არამედ თანამედროვე ცხოვრების სტილის სიმბოლოდ გვექცია, რომელიც ზაფხულის ენერგიას შენთან ერთად ქმნის და შენს მოგონებებში დიდხანს ცოცხლობს”.
კამპანია Geely X Zadig & Voltaire-ის ღონისძიებით გაიხსნა, სადაც სტუმრებს ახალი ემოციების გაზიარებისა და Geely-ს საზაფხულო სამყაროში მოგზაურობის შესაძლებლობა ჰქონდათ. გარდა ამისა, მოწვეულ საზოგადოებას საშუალება მიეცა, Geely-ს ახალ ელექტრომობილზე, Geely EX5-ზე, დაეტოვებინა საკუთარი საზაფხულო მესიჯები, სურვილები და მოლოდინები, რაც საზაფხულო კამპანიის სიმბოლურ ნაწილად იქცა.
ფოტო: თეგეტა
სპეციალურად Geely-ს საზაფხულო კამპანიისთვის მუსიკოსმა თემურიკო დიასამიძემ ახალი კომპოზიცია შექმნა, რომელიც ზაფხულის გზების უსაზღვრო თავისუფლებას, თავგადასავლებსა და მეგობრებთან ერთად გატარებული წუთებით გამოწვეულ სიხარულს ასახავს. მუსიკა საზაფხულო მოგზაურობების განუყოფელ ნაწილად მალევე იქცა.
ფოტო: თეგეტა
თემურიკო დიასამიძე, მუსიკოსი: “ეს პროექტი ჩემთვის იყო შესაძლებლობა, შემექმნა არა მხოლოდ მელოდია, არამედ ატმოსფერო, რომელიც გზაზე მიმავალი მსმენელისთვის ემოციურ თანამგზავრად იქცეოდა. Geely-ს ბრენდის ენერგია და ზაფხულის თავისუფლება ჩემთვის ერთ მთლიან შთაგონებად იქცა და სწორედ ამ გრძნობის გადმოცემა მინდოდა მუსიკაშიც.
ინსპირაციის წყარო ზაფხულის ხასიათი და მისი ენერგია გახლდათ, ის თავისუფალი, ნათელი და პოზიტიური შეგრძნება, რომელიც ამ სეზონს ყოველთვის თან ახლავს. ამ განწყობაზე დაყრდნობით შევქმენით კომპოზიცია, რომელიც, საბოლოოდ, ჯერ ტრეკად, შემდეგ კი უკვე მთელი კამპანიის მუსიკალურ ფუნდამენტად იქცა.
ვფიქრობ, მუსიკა დიდ როლს ასრულებს ბრენდის აღქმაში, რადგან მსოფლიოში ბევრი ბრენდი არსებობს, რომელთა ამოცნობა შესაძლებელია მხოლოდ მელოდიის მოსმენით. Geely-სთან თანამშრომლობა ჩემთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო გამოცდილება იყო. მიყვარს, როდესაც სამუშაო პროცესი მხოლოდ ვალდებულება კი არა, სიამოვნების წყაროც არის. პროექტის ჩანაფიქრი ზუსტად ისე განხორციელდა, როგორც წარმომედგინა და შედეგიც აბსოლუტურად შეესაბამება იმ ენერგიას, რომლის გაზიარებაც მსურდა“.
ფოტო: თეგეტა
კამპანიაში აქტიურად ჩაერთნენ ქართველი ინფლუენსერებიც, რომლებმაც თავიანთი ზაფხულის მოგზაურობებისთვის Geely-ს სხვადასხვა მოდელები აირჩიეს — Coolray, Tugella და EX5. თითოეულმა მათგანმა დაუვიწყარი საზაფხულო მოგონებების შექმნაში საკუთარი როლი შეასრულა.
ფოტო: თეგეტა
"ზაფხულის ენერგია ჯილისთან ერთად“ ახალ, უფრო თავისუფალ და ემოციურ განზომილებაში ავითარებს ბრენდის ისტორიას, რომელიც სეზონის საუკეთესო თანამგზავრი გახდა.
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია ჯილი ცენტრი თეგეტა ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები