ზელენსკი: "ყველა მშვიდობასა და უსაფრთხოებას ეძებს და სწორედ ამ მომენტში რუსები ხარკოვს, ზაპოროჟიეს, სუმის ოლქსა და ოდესას ესხმის თავს"
"ეს იყო დემონსტრაციული და ცინიკური რუსული დარტყმა. მათ იციან, რომ დღეს ვაშინგტონში იმართება შეხვედრა, რომელზეც ომის დასრულების საკითხი იქნება განხილული," — ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების მიერ ხარკოვზე განხორციელებულ თავდახმას, რომელსაც 7 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა. მათ შორის არიან ბავშვებიც.
ზელენსკის განცხადებით, პუტინი დემონსტრაციულ მკვლელობებს ჩაიდენს უკრაინასა და ევროპაზე ზეწოლის შესანარჩუნებლად და დიპლომატიური ძალისხმევის შესამცირებლად.
"ეს იყო დემონსტრაციული და ცინიკური რუსული დარტყმა. მათ იციან, რომ დღეს ვაშინგტონში იმართება შეხვედრა, რომელზეც ომის დასრულების საკითხი იქნება განხილული.
პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ძირითად საკითხებზე ვისაუბრებთ. საუბარში უკრაინასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ფინეთის, ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერები.
ყველა ღირსეულ მშვიდობასა და ნამდვილ უსაფრთხოებას ეძებს. და სწორედ ამ მომენტში რუსები ხარკოვს, ზაპოროჟიეს, სუმის ოლქსა და ოდესას ესხმის თავს, ანადგურებენ საცხოვრებელ შენობებსა და ჩვენს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
რუსები განზრახ კლავენ ადამიანებს, განსაკუთრებით ბავშვებს. ამ დროისთვის, ხარკოვში დრონის დარტყმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ყველაზე პატარა გოგონაა, რომელიც მხოლოდ წლინახევრისაა, და ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.
ზაპოროჟიეში სარაკეტო დარტყმების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა და სამი დაიღუპა. ვუსამძიმრებ ყველა მსხვერპლის ოჯახს და ახლობლებს.
ასევე, ოდესაში აზერბაიჯანული კომპანიის საკუთრებაში არსებულ ენერგეტიკულ ობიექტზე რუსეთის მიერ განზრახ განხორციელებული დარტყმა მოხდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს იყო თავდასხმა არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ ჩვენს ურთიერთობებსა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.
რუსული საომარი მანქანა ყველაფრის მიუხედავად აგრძელებს სიცოცხლის განადგურებას. პუტინი დემონსტრაციულ მკვლელობებს ჩაიდენს უკრაინასა და ევროპაზე ზეწოლის შესანარჩუნებლად, ასევე დიპლომატიური ძალისხმევის შესამცირებლად. სწორედ ამიტომ ვეძებთ დახმარებას მკვლელობების შესაჩერებლად. სწორედ ამიტომ არის საჭირო საიმედო უსაფრთხოების გარანტიები. სწორედ ამიტომ არ უნდა დაჯილდოვდეს რუსეთი ამ ომში მონაწილეობისთვის. ომი უნდა დასრულდეს. და სწორედ მოსკოვმა უნდა გაიგოს სიტყვა: "შეჩერდი", — წერს ზელენსკი X-ზე.
რუსი ოკუპანტები ხარკოვში, საცხოვრებელ კორპუსს დრონებით თავს დაესხნენ, რასაც 7-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვია.
რაც შეეხება დაშავებულებს, Ukrainskaya Pravda-ს ცნობით, მათი რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, მათ შორის 6 ბავშვია.
ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, 18 აგვისტო ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები