საბა ბრაჭველი

18 Aug. 2025, 17:38

"რომ იცოდეთ, როგორ ადამიანებს შეუფარდეს დღეს პატიმრობა:

— არასოდეს ჩაუდენიათ რაიმე დანაშაული;

— არასოდეს ჩაუდენიათ ადმინისტრაციული გადაცდომა, გზის გადაკეტვის გარდა;

— არასოდეს ჩაუდენიათ პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა;

— სრულად მონაწილეობდნენ გამოძიებაში, იარეს გამოკითხვებზეც და ამოცნობებზეც, როცა იძახებდნენ;

— საქმეში არ არსებობს ბრალდების მოწმეები, გარდა ბექა გოცირიძისა, ვისაც თორნიკე და მინდია არ იცნობენ (მოწმეებზე ზემოქმედების რისკიაო არადა);

— თორნიკე რვა წელია არის საჯარო მოხელე, მთავარი აუდიტორი;

— თორნიკეს პასპორტიც კი არ აქვს, არ გააჩნია რაიმე კონტაქტი საზღვარგარეთ, რაც მიმალვის რისკს გამორიცხავს;

— ანალოგიურად, მინდიას ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მასზეა დამოკიდებული

— თვითონ დანაშაული, რასაც ედავებიან, ნაკლებად მძიმეა, ორწლიანი თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებრივ სამუშაოს

— და რაც მთავარია: ვერავინ უარყოფს, რომ ეს დაპირისპირება, გინება, დამცირება პროვოკატორმა დაიწყო, პასუხად კი ჯანმრთელობის არავითარი დაზიანება არ მიუღია

ამ ადამიანებს და ასეთ საქმეში თუ პატიმრობას უფარდებენ, თქვენ რა მოგივათ, ვისაც პასპორტებიც გაქვთ და გადაცდომებიც?

და თორნიკეს და მინდიას კი ვუშველით, მაგრამ სხვების უსამართლობის სადარაჯოზე მყოფი ხალხი თუ ასე სათითაოდ გამოგვაცალეს, თქვენ რომ მოგადგებიან (და კი მოგადგებიან), თქვენ რა გეშველებათ მერე?"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…