ტეილორ სვიფტმა დონალდ ტრამპის რეკორდი მოხსნა
ფოტო: Variety
მომღერალმა ტეილორ სვიფტმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეკორდი მოხსნა — სუპერვარსკვლავმა პოდკასტის ეპიზოდის გამოქვეყნებიდან პირველი საათის განმავლობაში მსმენელთა რაოდენობით მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა, რომელსაც აქამდე ტრამპი ფლობდა.
გასულ ოთხშაბათს სვიფტი გამოჩნდა პოდკასტში New Heights, რომელსაც მისი შეყვარებული, ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონი, ტრევის კელსი და მისი ძმა, ჯეისონ კელსი უძღვებიან. ორ საათზე გრძელი პოდკასტის ეპიზოდში სვიფტმა თავის მომავალ ალბომზე, The Life of A Showgirl-ზე, მის კონცეფციაზე, ვიზუალურ სტილზე და მუშაობის პროცესზე ისაუბრა, რის გამოც პოდკასტს მისი უამრავი ფანი უსმენდა.
The Daily Beast-ის ცნობით, რაც სვიფტის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, პოდკასტს პირველი საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში 1.3 მილიონი ადამიანი უყურებდა.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სვიფტამდე ტრამპს ეკავა რეკორდი პირველი საათის განმავლობაში პოდკასტზე მსმენელების რაოდენობით. 2024 წლის ოქტომბერში ის სტუმრად იყო ჯო როგანის პოპულარულ პოდკასტში Joe Rogan Experience, სადაც CNN-ის ანალიტიკოს ჰარი ენტენის მონაცემებით, გამოქვეყნებიდან პირველ საათის განმავლობაში ეპიზოდს 800,000-მა ადამიანმა უყურა.
სვიფტის New Heights-ის ეპიზოდზე ასეთი მასობრივი ინტერესის გამო YouTube-ს ტრანსლაციაც კი შეფერხდა ეპიზოდის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 1 საათსა და 44-ე წუთზე.
სვიფტმა ტრამპის რეკორდი იქიდან სამი თვის შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელზე, Truth Social-ზე განაცხადა, რომ სვიფტის პოპულარობა მისი წყალობით კლებულობდა.
"ვინმემ შეამჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ვთქვი: "მე მეზიზღება ტეილორ სვიფტი", ის აღარ არის მოთხოვნადი?" — დაწერა ტრამპმა მაისში.
ტრამპმა სვიფტისადმი საჯაროდ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება პირველად 2024 წლის სექტემბერში გამოავლინა, მას შემდეგ, რაც სვიფტმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი კამალა ჰარისს დაუჭირა. მას შემდეგ, ტრამპი პერიოდულად კვლავ აკეთებდა ირონიულ შენიშვნებს პოპვარსკვლავზე.
სვიფტს არასოდეს გაუკეთებია საჯარო კომენტარი ტრამპის განცხადებებზე მის შესახებ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები