ისტორიაში პირველად — პალესტინა "მის სამყაროს" კონკურსზე იასპარეზებს
ნადინ აეუბი გახდება პირველი ქალი, რომელიც მის სამყაროს კონკურსზე პალესტინას წარადგენს.
მის სამყაროს ორგანიზაციამ (MUO) კვირას CNN-სთან გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ "სიამოვნებით ადასტურებს", რომ აეუბი მონაწილეობას მიიღებს მის სამყარო 2025-ის კონკურსში, რომელიც ნოემბერში გაიმართება.
ნადინ აეუბი, მის პალესტინა 2022
ფოტო: CNN
"მის სამყაროს ორგანიზაცია ამაყად მასპინძლობს დელეგატებს მთელი მსოფლიოდან, ზეიმობს მრავალფეროვნებას, კულტურულ გაცვლასა და ქალთა გაძლიერებას", — ნათქვამია განცხადებაში.
"ქალბატონი აეუბი, წარმატებული აქტივისტი და მოდელი პალესტინიდან, განასახიერებს გამძლეობასა და მიზანდასახულობას, რაზეც დგას ჩვენი პლატფორმა", — დამატებულია იქვე.
აეუბი 130-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის წარმომადგენლებს მის სამყაროს 74-ე ფინალში შეუერთდება, რომელიც 21 ნოემბერს ბანგკოკში, ტაილანდში გაიმართება.
"ველოდებით ქალბატონი აეუბის მის სამყაროს სცენაზე, სადაც ის მთელი მსოფლიოს კონკურსანტებთან ერთად, ამაყად წარადგენს პალესტინას" — განაცხადა MUO-მ.
აბუ-დაბიში დაფუძნებული გამოცემის, The National-ის მიხედვით, 27 წლის აეუბი მის პალესტინა 2022 წელს გახდა. ხუთშაბათს ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში, აეუბიმ თქვა, რომ სურს გახდეს პალესტინელი ხალხის ხმა.
"ჩემთვის პატივია გამოვაცხადო, რომ პირველად ისტორიაში, პალესტინა იქნება წარმოდგენილი მის სამყაროზე", — დაწერა მან.
"როცა პალესტინას ტკივა — განსაკუთრებით ღაზაში — მე იმ ხალხის ხმა ვარ, ვინც უარს ამბობს დადუმებაზე. მე წარმოვადგენ თითოეულ პალესტინელ ქალსა და ბავშვს, რომლის ძალაც მსოფლიომ უნდა დაინახოს", — დაამატა აეუბიმ, — "ჩვენ ვართ ბევრად მეტი, ვიდრე ჩვენი ტანჯვა — ჩვენ ვართ გამძლეობა, იმედი და სამშობლოს გულისცემა, რომელიც ჩვენში აგრძელებს ცხოვრებას".
სილამაზის კონკურსში პალესტინელი მონაწილის ჩართვის გადაწყვეტილება ისრაელის ომის მზარდი საერთაშორისო კრიტიკის ფონზე მიიღეს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 2023 წლის ოქტომბრიდან კონფლიქტის დაწყების შემდეგ ღაზას სექტორში სულ მცირე 62,004 ადამიანი დაიღუპა.
ღაზის ხელისუფლება მსხვერპლში არ არჩევს მშვიდობიან მოსახლეობასა და ჰამასის მებრძოლებს, თუმცა როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ისე გაერო აცხადებენ, რომ მსხვერპლთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.
ომის პარალელურად, სულ უფრო მეტი ქვეყანა აცხადებს მზაობას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ. ამის თაობაზე საერთაშორისო მოწოდებას უკვე 145-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები