ოთო ფარულავა 1000 ლარით დაჯარიმდა — მას ასევე ჩამოერთვა მართვის მოწმობა და 5 წლით აეკრძალა თანამდებობაზე დანიშვნა
კოალიცია ლელო — ძლიერი საქართველოს წევრი ოთო ფარულავა სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა. ამას გარდა, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის გადაწყვეტილებით, მას ჩამოართვა მართვის მოწმობა 3 წლის ვადით და აეკრძალა თანამდებობაზე დანიშვნც 5 წლის განმავლობაში.
ოთო ფარულავაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება მას შემდეგ დაიწყო რაც 8 ივლისს ის და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი შსს-ის წარმომადგენლებს ნარკოლოგიური შემოწმებაზე არ გაჰყვნენ.
ფარულავას ადვოკატი მარიამ გაბრიელაშვილი ამბობს, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე ვერ თქვა, რატომ მოხდა "სპეცოპერაცია ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდა წარმომადგენლების მიმართ".
მისი თქმით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
"საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა ვერ გაგვცა პასუხი, თუ რატომ მოხდა სპეცოპერაცია ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდა წარმომადგენლების მიმართ 8 ივლისს. ეს იყო დადგმული სპეცოპერაციასავით. ერთდროულად აიყვანეს უამრავი აქტივისტი თუ ახალგაზრდა პოლიტიკოსი სწორედ ამ მუხლით და მას ჰქონდა ერთადერთი პასუხი, რომ ეს იყო შემთხვევითობა. ჩვენ უბრალოდ არ გვჯერა, რომ ეს იყო შემთხვევითობა. მიზანი იყო, რომ გაეშავებინათ და ჩირქი მოეცხოთ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდა წარმომადგენლებისთვის. გასაჩივრებას ვაპირებთ აუცილებლად სააპელაციო სასამართლოში და აღნიშნულ საქმეს მივყვებით ბოლომდე. ამ დაჩქარებული წესით მიღებულ რეპრესიულ კანონმდებლობასაც ჩვენ როგორც იურისტები მივყვებით ბოლომდე," — განაცხადა ადვოკატმა "TV პირველთან"
ოთო ფარულავა 8 ივლისს მომხდარ ინციდენტს პოლიტიკურ დევნად აფასებს.
"როდესაც გაგვაჩერეს მე და ჩემი თანამებრძოლები, ჩვენთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დევნას, ამიტომაც ჩვენ უარი განვაცხადეთ იმ მავნე პრაქტიკის დაბრუნებაზე და ამით ჩვენი პროტესტი გამოვხატეთ," — უთხრა TV პირველს ოთო ფარულავამ.
მისივე თქმით, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება
"ჯარიმაც ბევრი მაქვს, უბრალოდ ამას დაემატა მართვის მოწმობა, მაგრამ ეს ბრძოლა მაინც გრძელდება რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და მე დარწმუნებული ვარ ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლიცია არ მიიღებს პოლიტიკურ დავალებებს და არ შეასრულებს იმ ბინძურს პრაქტიკას, რასაც ახლა ახორციელებს ხელისუფლება იმ ადამიანების მიმართ, ვინც აქტიურ წინააღმდეგობაში არიან რეჟიმთან," — თქვა ფარულავამ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები