კონსტიტუციური ქაოსი და ყველაზე მოთხოვნადი ვეტო
ფოტო: VOA
კონსტიტუციის პროექტი, რომელიც პარლამენტის, უფრო კონკრეტულად კი მმართველი გუნდის დეპუტატების მიერ ორი მოსმენითაა მიღებული, კვლავ პოლიტიკური ვაჭრობის საგანია. ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები ქართული ოცნების წარმომადგენლების რიტორიკის თანახმად, გათვალისწინებულია, ყველა სხვა პოლიტიკური მოთამაშე პარლამენტშიც და მის გარეთაც, ასევე, არასამთავრობო სექტორი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. 28 სექტემბერს ოთხ საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილი შეხვედრა მიზნად ისახავდა შექმნილი ვითარებიდან ოპტიმალური გამოსავლის მოძებნას. პრეზიდენტმა მმართველი გუნდი და პოლიტიკური პარტიები სათათბიროდ მიიწვია.
"კონსტიტუციამ, დოკუმენტმა, რომელიც საუკუნეებს უნდა უძლებდეს, საათებსაც ვერ გაუძლო. იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ვეტო არის არსებული რთული ვითარებიდან გამოსავალი, მე მგონია, თანხმდება ყველა: კონსტიტუციის მიმღები ქართული ოცნებაც და დანარჩენი პოლიტიკური სპექტრიც. მგონია, ჩვენ ერთად უნდა დავიწყოთ მუშაობა იმის თაობაზე, როგორ გამოვიდეთ ამ რთული ვითარებიდან," - აცხადებს პრეზიდენტი მარგველაშვილი.
შეხვედრაზე ყველა მივიდა, გარდა ქართული ოცნებისა. მათ პრეზიდენტთან სათათბიროდ საგანგებო რეჟიმი მოითხოვეს, რაც სხვა პარტიების დასწრების გარეშე კომუნიკაციას გულისხმობდა. ოთხ საათზე შეხვედრა შედგა. ქართულ ოცნებას პრეზიდენტი, როგორც ჩანს, მოგვიანებით, ისეთ ფორმატში შეხვდება, როგორიც მათთვის იყო მოსახერხებელი.
კიდევ ერთი უცნაურობა, რასაც ადგილი აქვს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ისაა, რომ ახლა მმართველი გუნდიც ითხოვს პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას. ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს: "უმრავლესობამ პრეზიდენტს განსხვავებული ფორმატით შეხვედრა შესთავაზა, იმედი გვაქვს, ეს შეხვედრა შედგება. ჩვენ პრეზიდენტს კონკრეტულად შევთავაზეთ ის, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობისა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმების შესაბამისად, გამოიყენოს მან ვეტოს უფლება. საქმე ეხება ორ საკითხს, როგორც მოგეხსენებათ. ერთი არის ბონუსის ამოღება ახალი რედაქციიდან და მეორე ბლოკების ერთჯერადად დატოვება. თუ ამ სახით გამოიყენებს პრეზიდენტი ვეტოს, ჩვენი ხედვით, ეს იქნება ყველაზე სწორი ნაბიჯი. ზოგადად, კონსტიტუციასთან დაკავშირებით დისკუსია არის დასრულებული... ჩვენ გვედავებოდნენ იმას, რომ ნაჩქარევად მოვამზადეთ რაღაც დოკუმენტი. ამ დროს თვითონ, სამ-ოთხ დღეში დაწერეს ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტმა და ეგრეთ წოდებულმა ოცმა პარტიამ. ეგრეთ წოდებულს ვამბობ იმიტომ, რომ ყველამ ვიცით, საქართველოში, თქვენც დამეთანხმებით, ოცი პარტია, საერთოდ არ არსებობს."
ამერიკის ხმა კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარს გიორგი ნონიაშვილს ესაუბრა და სთხოვა განემარტა, თუ რატომ ითხოვს ქართული ოცნება ვეტოს მის მიერ უკვე ორჯერ მიღებულ კონსტიტუციაზე: "მმართველი პარტია პროცესს უყურებს შემდეგნაირად: იმისთვის, რომ შინაარსობრივი ცვლილებები განხორციელდეს არსებულ კონსტიტუციურ პროექტში, ის უნდა დააბრუნონ უკან, მეორე მოსმენაზე.
მათ ამის სურვილი არ აქვთ, ამიტომ იპოვეს კომპრომისი, რომ მათ ექნებათ ცვლილებებზე მზაობა არჩევნებთან დაკავშირებით. საუბარია პროპორციული არჩევნების ძალაში შესვლის თარიღზე, ძირითად შემთხვევაში. ამიტომ პრეზიდენტს ეუბნებიან შემდეგს: დაადე ვეტო და შემდეგ, მოტივირებული შენიშვნებით, როდესაც ამას უკან დააბრუნებ, ჩვენ გავიზიარებთ. მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზეა საუბარი. პრეზიდენტმა მხოლოდ ერთ ნაწილს უნდა დაადოს ვეტო, რაზეც წინასწარი თანხმობაა გაცხადებული მმართველი პარტიის მხრიდან, რომ ამას კომპრომისულად გადაწყვეტენ და დაეთანხმებიან", - გვეუბნება გიორგი ნონიაშვილი.
მისივე თქმით, ამას არაჯანსაღ პოლიტიკურ პროცესად მიიჩნევს, რადგან მმართველი გუნდი საკითხს უსაზღვრავს პრეზიდენტსა და პარტიებს, წინასწარ კარნახობს, რას სჯობია დაადოს ვეტო და რას არა იმისთვის, რომ მესამე მოსმენის პროცესი ვიზუალურად ჯანსაღად იყოს წარმოდგენილი: "რაც სინამდვილეში სულაც არაა ასე, რადგან მაინცდამაინც ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, თუ არ ჩავთვლით, მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან ლეგიტიმაციას. მე ვფიქრობ, მანდ მხოლოდ ერთი პრობლემა არ არის და მოლოდინი მაქვს, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი სხვა საკითხებსაც დაადებს ვეტოს", - ამბობს ნონიაშვილი.
თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი ნინო გოგუაძე აცხადებს: "ქართულმა ოცნებამ თვითონ დაწერა ეს კონსტიტუცია, თვითონ მოიწვია პარლამენტის საგანგებო სხდომები, თავის თავთან თვითონ მიაღწია კონსენსუსს, თვითონ დაამტკიცა, საკუთარ თავს თვითონ მოუწყო ოვაციები და ახლა უნდა, რომ ამ პროცესის კრიტიკა, ანუ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებიც თვითონ დაწეროს. სხვა არაფერი არ არის ეს, თუ არა ტოტალიტარიზმი."
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტისგან რადიკალური ნაბიჯების გადადგმის მომხრეა, მას სურს პრეზიდენტმა გადადგომის თაობაზე გააკეთოს განცხადება და კრიზისული ვითარების შექმნით მსოფლიოს ყურადღება მიიპყროს.
მიიღებს თუ არა მმართველი გუნდის შეთავაზებას პრეზიდენტი და დაადებს თუ არა ვეტოს კონსტიტუციის მხოლოდ იმ ნაწილს, რასაც ოცნება სთავაზობს, ამის თაობაზე პასუხი ჯერ არაა. ვეტოს საკითხზე შეთანხმებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის ვადა პრეზიდენტს 10 ოქტომბრამდე აქვს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები