დუშეთში "ოცნების" მერობის კანდიდატს, კახა ჩიტაურს ოპონენტის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებენ
"იმის გამო, რომ გოგიტა თანიაშვილმა დააყენა ჭონქაძის თემში დამოუკიდებლად კანდიდატურა, არსებული საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჩიტაური იბარებს მას სასაფლაოზე და უსწორდება ფიზიკურად," — ამის შესახებ ადგილობრივმა ოპოზიციონერმა ზურა ოტიაშვილმა "TV პირველს" განუცხადა.
მისივე თქმით, თანიაშვილს კანდიდატურის მოხსნას სთხოვდნენ.
"იმის გამო, რომ გოგიტა თანიაშვილმა დააყენა ჭონქაძის თემში დამოუკიდებლად კანდიდატურა, არსებული საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჩიტაური იბარებს მას სასაფლაოზე და უსწორდება ფიზიკურად. იქ იმყოფებოდა ოცნების შტაბის ე.წ. "გენერალი" ვინმე შერმადინი, რომელიც ჩართული იყო ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ვინც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა, ისინი სთხოვდნენ მათთან შეუთანხმებლად რატომ დარეგისტრირდა დამოუკიდებელ კანდიდატად, სწორედ ამაზე იყო საუბარი და ალბათ დაშინებით, მუქარით სთხოვდნენ, რომ კანდიდატურა მოეხსნა" — განაცხადა ზურა ოტიაშვილმა "TV პირველთან" საუბრისას.
თავად გოგიტა თანიაშვილი ინფორმაციას უარყოფს. "არაფერი არ მომხდარა, არაფერ შუაში არ ვარ მაგ ჩხუბთან," — ამბობს გოგიტა თანიაშვილი "TV პირველთან". ტელეკომპანიის ცნობით, რამდენიმე კითხვის შემდეგ, თანიაშვილმა არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია.
თანიაშვილი და ჩიტაური არ პასუხობენ კითხვას, გამოჰკითხეს თუ არა ძალოვანმა უწყებებმა ამ საქმეზე. დეტალების გასარკვევად News.On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ.
რაც შეეხება კახა ჩიტაურს, რომელიც ოცნების საკრებულოს თავმჯდომარე და ამჟამად მერობის კანდიდატია, ამბობს, რომ არანაირ ანგარიშსწორებას ადგილი არ ჰქონია და ამტკიცებს, რომ გოგიტა თანიაშვილი მისი მეგობარია.
"გოგიტა თანიაშვილი ჩემი მეგობარია და გამორიცხულია, ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყვის მაგას... საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს სად არის ჟინვალის სასაფლაო," — უთხრა "TV პირველს" ჩიტაურმა
დუშეთში, ოცნების მერობის კანდიდატის მხრიდან ოპონენტზე სავარაუდო მუქარისა და ძალადობის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა ოპოზიციონერმა ზურა ოტიაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ, 19 აგვისტოს გაავრცელა.
"თავდასხმა და კრიმინალური გარჩევები დუშეთის ოცნების შტაბიდან.
არალეგიტიმური მთავრობის მიერ წარდგენილი დუშეთის მერობის კანდიდატი, კახაბერ ჩიტაური, და შტაბის ე.წ. "გენერალი", მამუკა შერმადინი, ჟინვალის სასაფლაოზე სასტიკად გაუსწორდნენ დამოუკიდებელ კანდიდატს ჭონქაძის თემში გოგიტა თანიაშვილს.
დანის მუქარით სთხოვდნენ, მოეხსნა კანდიდატურა. უარის შემდეგ ისინი გამძვინვარებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ და მას მძიმე დაზიანებები მიაყენეს.
მთავარი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ღიად მიმართავენ ძალადობას და კრიმინალურ მეთოდებს, რითაც ასახავენ იმას, თუ რა რეალურ ძალებზე დგას მათი მმართველობა. ქართული ოცნების შტაბი მხარს უჭერს არა დემოკრატიულ წესებს, არამედ კრიმინალსა და ძალადობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი მთავარი იარაღი დაშინება და ზეწოლაა", — წერს ზურა ოტიაშვილმა სოციალურ ქსელში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები