მთავარია შემოქმედების გზაზე არ გაჩერდე — ლუკა კობიძე, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი
ფოტო: საქართველოს ბანკი
განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რადგან, განათლება ის ძალაა, რომელიც უკეთეს მომავალს განაპირობებს.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა სასტიპენდიო პროგრამა შექმნა, რომლის ფარგლებშიც მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება პარტნიორ უნივერსიტეტებში.
უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 350-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
წლევანდელი კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ლუკა კობიძეა, რომელიც შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისურას სწავლობს.
სწავლის პარალელურად ლუკა აქტიურად მუშაობს კრეატიულ სააგენტოებში და ცდილობს, თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც დააგროვოს:
“ამბების მოფიქრება და შემდეგ მათი წარმოდგენა ან დადგმა ბავშვობიდანვე მომწონდა. კინო კი მაშინ შემიყვარდა, როცა სკოლაში ვსწავლობდი და ფილმების ყურებასთან ერთად მათი შექმნის პროცესითაც დავინტერესდი. ჩემი სამომავლო გეგმებისკენ სვლას ყოველდღიურად ვცდილობ. ჯერჯერობით, საბოლოო მიზანია, მივიღო რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც საკუთარი ფილმების გადაღებაში დამეხმარება. ვფიქრობ, მთავარია, შემოქმედების გზაზე არ გაჩერდე და იდეები რეალობად აქციო. საქართველოს ბანკის სტიპენდია ძალიან მეხმარება, რომ მთელი დრო სწავლასa და განვითარებას დავუთმო”, — გვიყვება ლუკა.
საკუთარი იდეებით, მონდომებითა და არჩეული სფეროს სიყვარულით მან პირველივე ცდაზე დაიმსახურა ჟიურის მოწონება. ამბობს, რომ გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, რაც სტუდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სტიპენდია დამატებითი სტიმულია, რომ საკუთარი შესაძლებლობების ყოველთვის სჯეროდეს.
“ახალი, განსხვავებული იდეის მიგნება არ ჰგავს არცერთ სხვა ემოციას და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო აღმაფრთოვანებელია. კრეატიული იდეების მიგნების ასეთი ამოუწურავი შესაძლებლობა არის ჩემთვის მოტივაცია, რომ განვაგრძო საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნვა”, — აღნიშნავს ლუკა.
გვეუბნება, რომ საქმის სიყვარულთან ერთად ნებისმიერი წარმატებისთვის ბევრი შრომა და საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობაა საჭირო:
“კონკურსის მომავალ მონაწილეებს ვურჩევდი, ყოველდღიურობად აქციონ იმ საქმის კეთება, რომელიც უყვართ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შეიძლება რაღაც ისე არ გამოვიდეს, როგორც გვინდოდა, ჩვენი მიზნებისკენ თუნდაც ნელი სვლა, არასოდეს უნდა შევწყვიტოთ“.
განათლების გზაზე არ გაჩერდე — თუ შენც გსურს, აღმოაჩინო ახალი შესაძლებლობები, ისწავლო და განვითარდე, დაათვალიერე მრავალფეროვანი სასტიპენდიო პროგრამები საქართველოს ბანკის სტუდენტურ სივრცეში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები