გულწრფელობისა და გამბედაობის მნიშვნელობა განათლების გზაზე — ეკატერინე ჭონიშვილი, საქართველოს ბანკის Fulbright-ის პროგრამის სტიპენდიატი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 2014 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების სამაგისტრო-სასტიპენდიო პროგრამა Fulbright-ის თანადამფინანსებელი გახდა.
რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ავლენს და მათ აშშ-ში სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.
წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული ეკატერინე ჭონიშვილი გახდა, რომელიც ორეგონის შტატში, Oregon State University-ში, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ისწავლის.
განათლების გზაზე არ გაჩერდე
ეკატერინე პროფესიით ფიზიკოსია, მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, თუმცა, მანამდე კომაროვის სკოლაში წარმატებული მოსწავლე იყო. სწავლის დროს აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში, შემდეგ კი სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობდა და პროგრამირების მიმართულებით აგროვებდა სამუშაო გამოცდილებას.
ამჟამად ეკატერინე ხელოვნური ინტელექტით არის დაინტერესებული და Fulbright-ის პროგრამაში მონაწილეობაც საკუთარი ინტერესებისა და ცოდნის განვითარების მიზნით გადაწყვიტა.
“Fulbright-ის პროგრამის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი, თუმცა უშუალოდ აპლიკაციის შევსება და მონაწილეობის მიღება შარშან პირველად გადავწყვიტე. აპლიკაცია მოცულობითია, საჭირო იყო სამოტივაციო წერილი, რეკომენდატორების მოძიება, უნივერსიტეტების შერჩევა. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ Fulbribght-ი სრულად შეესაბამება ჩემს მიზნებსა და სურვილებს, ყველა ეს საჭირო პროცედურა დიდი მოტივაციით და პასუხისმგებლობით გავიარე”, — აღნიშნავს ეკატერინე.
კონკურსში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცედურა უნივერსიტეტების შერჩევაა, თუმცა Fulbright-ის კომისია საბოლოოდ თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ უნივერსიტეტებში გაანაწილებს გამარჯვებულებს:
“ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო არჩეული უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობა. ჯერ კიდევ კომაროვის სკოლაში, სადაც კონკურენცია და სისტემატური გამოცდები ყოველდღიური რეალობა იყო, შევეჩვიე აქტიურ შრომასა და ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს. უნივერსიტეტების შერჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი მათ კავშირს ინდუსტრიასთან. ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩემთვის პრიორიტეტულია არა მხოლოდ აკადემიური განათლება და თეორიული ცოდნა, არამედ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების რეალური შესაძლებლობები”, — გვიყვება ეკატერინე.
ეკატერინე ამერიკაში სწავლის შემდეგ გეგმავს, საქართველოში დაბრუნებას და შეძენილი გამოცდილებით საკუთარი წვლილის შეტანას ქვეყნის ტექნოლოგიურ პროგრესში.
“მსურს მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენო ამერიკაში სწავლის პერიოდი. გარდა ამისა, დამოუკიდებლად ცხოვრება, ახალი კულტურა და ახალი ადამიანების გამოცდილება. საქართველოში ბოლო წლებია, რაც ხელოვნური ინტელექტი ფეხს იკიდებს. ჩემი უმთავრესი მიზანია, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩავერთო ადგილობრივ პროფესიულ გარემოში და ხელი შევუწყო AI-ის ინტეგრაციას სხვადასხვა სფეროში”, — აღნიშნავს ეკატერინე.
მომავალ ფულბრაიტელებს, რომლებიც შესაძლოა ჯერ ვერ ბედავენ აპლიკაციის შევსებას კი ურჩევს:
“არაფერია შეუძლებელი. ყველას ვურჩევდი, რომ აპლიკაციის შევსებამდე კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ საკუთარ მიზნებზე. გულწრფელობა დიდ კონკურენციაში გამარჯვების მთავარი იარაღია. ამის შემდეგ კი მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმონ პროცესს, იფიქრონ სიღრმისეულად თითოეულ შეკითხვაზე, დეტალურად აღწერონ საკუთარი გამოცდილება და მომავალი მიზნები”, — გვიყვება ეკატერინე.
თუ თქვენც გსურთ, ისწავლოთ საზღვარგარეთ, აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები