რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია თიბისი კონცეპტის გალერეაში
ფოტო: თიბისი
თიბისი კონცეპტის გალერეა 1 სექტემბრიდან წარმოგიდგენთ გამოფენა "რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალურ იკონოგრაფიას“. გამოფენა ორ ნაწილად იყოფა: პირველ სართულზე წარმოდგენილია გრაფიკული ნამუშევრები. რუსუდან ხიზანიშვილი ფერადოვანი დეტალებით დატვირთული ტილოებით არის ცნობილი, ხოლო მისი შავ-თეთრი, ფანქრით შესრულებული ნამუშევრები პირველად გამოიფინება ცალკე ექსპოზიციის სახით. მეორე სართულის საგამოფენო სივრცეში 6 ფერწერული ტილოა ექსპონირებული.
რა არის ხიზანიშვილის გრაფიკული ნამუშევრების თემა? ეს ნახატები, ერთი შეხედვით, ზღაპრის ილუსტრაციებს ჰგავს, მაგრამ აქ ზღაპრის, მითის ან პერსონაჟის ამოცნობა ძნელია. ის ხატავს ქალებს, რომლებიც უცნობი მითების გმირებს ჰგვანან. ნახატებზე გამოსახული კომპოზიციის სიუჟეტის გარკვევა ცალკე გამოწვევაა. ხიზანიშვილის ნამუშევრები კუბელი გრაფიკოსის, ბელკის აიონის კოლოგრაფიულ შავ-თეთრ პრინტებს მოგვაგონებს. აიონი საიდუმლო საზოგადოების, აბაკუას რელიგიის მოგონილ თუ ზეპირსიტყვიერად გადმოცემულ ამბებს ასახავდა. რუსუდან ხიზანიშვილი თავის ფერწერულ ტილოებზე სახელოსნოში მუშაობს, ხოლო ნამუშევრებს ქაღალდზე ავტორი სახლში ხატავს. მისივე თქმით, სახლში შესრულებული თითოეული ნახატი დღიურივითაა. ის შავი ფანქრით (გრაფიტით) გამოსახავს თავისი გმირების უტრირებულ ფიგურებს, დევქალებს, რომლებსაც კანიც კი განსხვავებული ფაქტურის აქვთ. ხელოვანი სხვადასხვა მიმართულების შტრიხებით ფარავს მათ სხეულებს და ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, თითქოს კანის ნაცვლად ფარფლებია. პერსონაჟები ხან სადილობენ, ხან თავისქალებიან არსებებს ეხუტებიან, ხან გოგირდის აბანოში მექისე მათ სხეულზე ფეხებით ზედ დგება. ამ ნახატებში უამრავი რამ ხდება, ხელოვანი საკუთარი წარმოსახვით ქმნის პერსონალურ იკონოგრაფიას და საკუთარი პერსონაჟების საშუალებით გვიყვება ისტორიებს.
რუსუდან ხიზანიშვილი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. გასული წლების განმავლობაში ხელოვანის ნამუშევრები აქტიურად იყო ექსპონირებული, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამჟამად ხელოვანი რამდენიმე საერთაშორისო გალერეასთან თანამშრომლობს, მათ შორის ბერლინის კორნფელდ გალერეასთან, LJ Galerie-სთან პარიზში, Mimmo Scognamiglio-სთან მილანში და Window Project-თან თბილისში.
2025 წელს ჰქონდა სოლო გამოფენა Seojung Art Gallery-ში (ბუსანი/სეული, სამხრეთ კორეა); ჯგუფური გამოფენა კორნფელდ გალერეაში (ბერლინი); წელს, ასევე, დაგეგმილია გამოფენა CAM Galería-ში (მეხიკო, მექსიკა).
მისი ნამუშევრები დაცულია, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ყვარლისა და ბრეუსის ფონდებში.
გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებზე უფლებები ეკუთვნის გალერეა Window Project-ს და რუსუდან ხიზანიშვილს.
გამოფენის კურატორი: ირინა პოპიაშვილი.
მისამართი: მარჯანიშვილის 7. თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე.
გამოფენის გახსნა: 1 სექტემბერი, 18:00-20:00 საათი.
გამოფენის ხანგრძლივობა: 1.09.- 15.10.2025
სამუშაო საათები: ორშაბათი - შაბათი 10:00- 20:00 საათამდე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები