უკრაინამ დათმოს მთელი დონბასის რეგიონი და უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე — რას მოითხოვს ვლადიმერ პუტინი?
Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინი მოითხოვს, რომ უკრაინამ დათმოს მთელი დონბასის რეგიონი, უარი თქვას ნატოში გაწევრიანების ამბიციებზე, დარჩეს ნეიტრალური და არ დაუშვას დასავლური ჯარები ქვეყანაში.
რუსული წყაროების თანახმად, პუტინმა შეცვალა 2024 წლის ივნისის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც კიევს უნდა დაეთმო ის ოთხი პროვინცია, რომელსაც მოსკოვი რუსეთის ნაწილად მიიჩნევს: დონეცკი და ლუგანსკი აღმოსავლეთ უკრაინაში — რომლებიც დონბასის რეგიონს შეადგენს — და ხერსონი და ზაპოროჟიე სამხრეთში.
კიევმა ამ პირობებს, როგორც კაპიტულაციის ტოლფას ნაბიჯს, უარით უპასუხა.
პუტინი ახალ წინადადებაში კვლავ მოითხოვს, რომ უკრაინამ მთლიანად დატოვოს დონბასის ის ნაწილები, რომლებსაც ჯერ კიდევ აკონტროლებს, მაგრამ ამავდროულად, მოსკოვი შეაჩერებს ამჟამინდელ ფრონტის ხაზებს ზაპოროჟიესა და ხერსონში.
Reuters-ის ცნობით, ამჟამად რუსეთი აკონტროლებს დონბასის 88%-ს და ზაპოროჟიასა და ხერსონის 73%-ს.
Reuters-ის წყაროების განცხადებით, მოსკოვი ასევე მზად არის დათმოს ხარკოვის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონების მცირე ნაწილები, რომლებიც ამჟამად მის კონტროლქვეშაა.
პუტინი ასევე დაჟინებით მოითხოვს, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე და მოითხოვს აშშ-ის ხელმძღვანელობით სამხედრო ალიანსისგან იურიდიული ვალდებულების გარანტიას, რომ ის აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება. გარდა ამისა, მოითხოვს უკრაინული ჯარის შეზღუდვას და შეთანხმებას, რომ დასავლური ჯარები, როგორც სამშვიდობო ძალა, არ განლაგდება უკრაინის ტერიტორიაზე.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ უარყო იდეა, რომლის მიხედვითაც უკრაინა საერთაშორისო დონეზე აღიარებულ მიწებს დათმობს შეთანხმების ფარგლებში და თქვა, რომ დონბასი, როგორც სამრეწველო რეგიონი, რუსეთის შეტევების წინააღმდეგ დამცავ ციხესიმაგრეს წარმოადგენს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები