2025 წელს ავტოსაგზაო შემთხვევები 12.4%-ით გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა — 13.7%-ით, სიკვდილიანობა — 20.7%-ით
"მიუხედავად საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმისა, რომელთა მიზანია 2025 წლის ბოლომდე მსხვერპლის 25%-ით შემცირებაა, გზებზე დაღუპულთა რიცხვი იზრდება," — IPN-ის ცნობით, ამის შესახებ ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს და შსს-ის მონაცემებს ეყრდნობა, რომლის თანახმადაც 2025 წელს ავტოსაგზაო შემთხვევები 12.4%-ით გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა — 13.7%-ით, ხოლო სიკვდილიანობა — 20.7%-ით.
"2025 წელს წინა წელთან შედარებით შემთხვევები გაიზარდა 12.4%-ით, დაშავებულთა რაოდენობა - 13.7%-ით, ხოლო ლეტალობა — 20.7%-ით. საგზაო შემთხვევათა გამომწვევი წამყვანი მიზეზებია: შემხვედრ ზოლში გადასვლა და გასწრების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და მოხვევის დროს არასწორი მანევრირება. ბოლო მონაცემები გვაჩვენებს, რომ მიუხედავად საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმისა, რომელთა მიზანია 2025 წლის ბოლომდე მსხვერპლის 25%-ით შემცირება, გზებზე დაღუპულთა რიცხვი იზრდება," — ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, ორგანიზაციის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად მნიშვნელოვანია სამოქმედო გეგმის თანმიმდევრულად განხორციელება.
მისი თქმით, "უსაფრთხო სისტემის" თანმიმდევრული განხორციელებით ნულოვანი მსხვერპლი რეალისტური და მიღწევადია
"საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად მნიშვნელოვანია სამოქმედო გეგმის თანმიმდევრულად განხორციელება, რათა ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა ქულათა სისტემის ეფექტური აღსრულება კამერების მეშვეობით, საბავშვო სამგზავრო სავარძლების და უკანა ღვედების სავალდებულო გამოყენება, უსაფრთხო ზონების მოწყობა სკოლებთან, სიჩქარის ლიმიტების გადახედვა ქალაქის გზებზე და სხვა, ეფექტურად და დროულად განხორციელდეს. "უსაფრთხო სისტემის" მიდგომა, რომელიც ევროპული საუკეთესო პრაქტიკიდან მომდინარეობს და გლობალურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული, საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის საფუძველიცაა. ეს მიდგომა გულისხმობს, რომ გზებზე ადამიანი უნდა იყოს დაცული. სისტემამ — ინფრასტრუქტურამ, ტრანსპორტმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელმა მექანიზმებმა უნდა დაიცვას ადამიანი მძიმე დაზიანებისა და ლეტალური შედეგისგან, თუნდაც შეცდომის დაშვების შემთხვევაში. ამ მოდელით ფინეთმა მოახერხა უპრეცედენტო შედეგის მიღწევა: 2024 წელს ჰელსინკში გზებზე არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ "უსაფრთხო სისტემის" თანმიმდევრული განხორციელებით ნულოვანი მსხვერპლი რეალისტური და მიღწევადია," — განაცხადა "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები