ბილ კლინტონსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული პლენარული შეხვედრის აქამდე გასაიდუმლოებული მემორანდუმი გასაჯაროვდა
აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის გამართული პლენარული შეხვედრის აქამდე გასაიდუმლოებული მემორანდუმი გასაჯაროვდა, რომელიც 2000 წლის 4 ივნისით თარიღდება.
პლენარული შეხვედრა, რომელიც ერთ საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა, საკმაოდ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ეხება — თემებს, რომლებიც წინა ღამეს კლინტონ-პუტინის პირისპირ შეხვედრაზე უკვე განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას National Security Archive ავრცელებს.
მთიანი ყარაბაღი და CFE ხელშეკრულება
რა არის CEF ხელშეკრულება?
CFE ხელშეკრულება ეხება 1990 წლის "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებას," რომელიც ცივი ომის დასასრულის პერიოდში, 1990 წლის 19 ნოემბერს გაფორმდა. მისი ძირითადი მიზანი იყო სამხედრო ბალანსის დამყარება ნატოსა და ვარშავის პაქტს შორის, ჩვეულებრივი შეიარაღების — ტანკების, მძიმე საარტილერიო სისტემების, საბრძოლო ავიაციისა და შეტევითი ვერტმფრენების რაოდენობრივი შეზღუდვით, ატლანტის ოკეანესა და ურალის მთებს შორის ტერიტორიაზე. ხელშეკრულების მიზანს ორივე ბლოკის მხრიდან ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების პრევენცია და ძალთა სტაბილური და უსაფრთხო ბალანსის უზრუნველყოფა წარმოადგენდა უფრო დაბალი შეიარაღების პირობებში.
პუტინმა ხაზი გაუსვა რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობასა და სამხედრო ტექნიკის გაყვანის მიმართულებით მიღწეულ ადრეულ პროგრესს, თუმცა აღნიშნა შეზღუდვებიც, რომ "ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება" (CFE) ეხება მხოლოდ ტექნიკას და არა ჯარებს.
დოკუმენტში ვკითხულობთ ბილ კლინტონის შეკითხვას საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ:
"რაც შეეხება CFE-ს, მე მოუთმენლად ველოდები რუსეთის სამხედრო ბაზების გასვლას საქართველოდან და მოლდოვიდან. როგორ გეგმავთ შეთანხმებულ ვადებში ჯარების გაყვანას?" — ეკითხება კლინტონი პუტინს.
საპასუხოდ კი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ თუ რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიას დატოვებენ, საქართველო სახელმწიფოს სახეს დაკარგავდა.
"...რაც შეეხება საქართველოსა და მოლდოვას, რუსეთს არ აქვს სურვილი დაარღვიოს ხელშეკრულება, რომელიც, ნებისმიერ შემთხვევაში, ეხებოდა ტექნიკას და არა დისლოცირებულ ძალებს. საქართველოში რეალური საკითხი ეხება რუსულ ბაზებს, რომლებიც ცალკეა ხელშეკრულებითი ვალდებულებებისგან. საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მორიგი რაუნდი ამ თვეში გაიმართება.
თუ რუსული ჯარები საქართველოს ძალიან სწრაფად დატოვებენ, ქვეყანა სახელმწიფოს სახეს დაკარგავს. ბანდიტები მოიპოვებენ კონტროლს. აშკარაა, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა. რეალურად, საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელიც კი უარს ამბობს ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში რუსული სამხედრო დაცვის გარეშე გამგზავრებაზე", — თქვა პუტინმა.
ანტიტერორიზმი და ბინ ლადენი
როდესაც კლინტონმა ანტიტერორიზმზე — კერძოდ ოსამა ბინ ლადენზე — დაიწყო საუბარი, პუტინმა აღნიშნა, რომ ამერიკული და რუსული სპეცსამსახურები კარგად თანამშრომლობენ. მან ასევე ისაუბრა "ტერორისტულ ინტერნაციონალზე", რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც რუსეთს, ისე აშშ-ს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მოწყვლადობაზე. კლინტონმა წამოჭრა სარაკეტო იერიშების პრობლემა, რომელსაც შეიძლება სამოქალაქო პირების სიცოცხლე შეეწიროს, რაზეც პუტინი დაეთანხმა.
ნატოში რუსეთის შესაძლო წევრობა
განსაკუთრებული დისკუსია გამოიწვია რუსეთის ნატოში შესაძლო გაწევრიანებამ. პუტინი ენთუზიაზმით გამოხატავს სურვილს, რომ ნატოსთან სრულმასშტაბიანი ურთიერთობები ჩამოყალიბდეს, როგორც გზა რუსეთის ევროპაში ინტეგრაციისთვის. "უნდა არსებობდეს სრულფასოვანი ურთიერთობა რუსეთსა და ნატოს შორის," — განაცხადა მან.
ეს პოზიცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა, რადგან სულ რაღაც ერთ წელზე ცოტა მეტი დრო იყო გასული ნატოს მიერ ბელგრადის დაბომბვიდან, როცა ყველა კონტაქტი ნატოსთან გაყინული იყო.
პუტინმა პირდაპირ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს რუსეთის წევრობას ნატოში, რაზეც კლინტონმა უპასუხა: "უნდა დავიწყოთ ახლა." პუტინმა ამაზე აღნიშნა: "ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი განცხადება აშშ-ის მხრიდან მოვისმინე და უნდა ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ." კლინტონმა კი დაამატა: "სერიოზულად ვარ მზად, რომ განვიხილოთ ნატოში რუსეთის წევრობა."
ჩეჩნეთი როგორც "ტერორიზმის პრობლემა"
ნატოს თემაზე საუბრისას კლინტონმა საინტერესო განცხადება გააკეთა, რომელიც აჩვენებს, რომ პუტინის მცდელობას — ჩეჩნეთი მხოლოდ ტერორისტულ საფრთხედ წარმოეჩინა — გარკვეული გავლენა ჰქონდა. კლინტონმა ისაუბრა მომავალ სამყაროზე, სადაც უმთავრესი გლობალური პრობლემები გადაწყდებოდა და "ყველაზე სერიოზული საერთაშორისო საკითხები ჩეჩნეთის მსგავსად გახდებოდა — ცივილიზებული სამყაროს დაპირისპირება ტერორისტებთან, ნარკოტრეფიკანტებთან, " ურჩ (Rogue) სახელმწიფოებთან და სხვებთან."
"დელივერებლები": სტრატეგიული შეთანხმებები
ნატოზე დისკუსიის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტულ შედეგებზე ("დელივერებლებზე", ინგლ.: deliverables). მიღწეული იქნა შეთანხმება სტრატეგიული სტაბილურობის პრინციპებზე დოკუმენტის ხელმოწერაზე, ერთობლივი ადრეული გაფრთხილების ცენტრის შექმნის მემორანდუმზე, ასევე პლუტონიუმის განადგურებისა და კლიმატის ცვლილების შესახებ განცხადებებზე.
საბოლოოდ, ეს სამიტი ორივე ლიდერისთვის წარმატებულად შეფასდა.
აშშ-ს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
აშშ-ს პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ქვეყნის სახელმწიფო მდივანი, მადლენ ოლბრაიტი
რუსეთში აშშ-ს ელჩი ჯეიმს კოლინსი, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სემუელ ბერგერი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტრობ ტალბოტი,
ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილე უოლტერ სლოკომბი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებში აშშ-ს საგანგებო დავალებათა ელჩი სტივენ სესტანოვიჩი დასახელმწიფო დეპარტამენტის თარჯიმანი პიტერ აფანასენკო..
რუსეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
რუსეთს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი, უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი ივანოვი, მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში სერგეი პრიხოდკო, რუსეთის ელჩი აშშ-ში იური უშაკოვი, ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი ვლადიმერ ჩხიკვიშვილი და სხვები.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები