IFCN საქართველოში ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებზე სახელმწიფოს ზეწოლას გმობს
ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი (IFCN) მკაცრად გმობს ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც დამოუკიდებელ "ფაქტჩეკერებსა" და სამოქალაქო საზოგადოებას ესხმიან თავს. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
IFCN-ის თქმით, ქართული ოცნების ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებები წარმოადგენს საგანგაშო ესკალაციას იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც საზოგადოებას სანდო ინფორმაციას აწვდიან.
"ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებული გამოძიებები, ასევე კრიმინალური პასუხისმგებლობის მუქარა ე.წ. "უცხო ქვეყნის აგენტების" კანონის ფარგლებში, წარმოადგენს საგანგაშო ესკალაციას იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებას სანდო ინფორმაციას აწვდიან", — წერია განცხადებაში.
IFCN-ის ცნობით, "მედიის განვითარების ფონდი"(MDF) ამტკიცებს, რომ მათ პარტნიორებისა და ბენეფიციარების პირადი მონაცემების გადაცემას სთხოვენ და ზეწოლას ზრდიან.
"მედიის განვითარების ფონდი, "მითების დეტექტორის" დამფუძნებელი ორგანიზაცია, რომელიც IFCN-ის მიერ სერტიფიცირებული "პრინციპების კოდექსის" ხელმომწერია, აცხადებს, რომ მათ წინააღმდეგ ზეწოლა იზრდება, მათ შორის მოთხოვნები პარტნიორებისა და ბენეფიციარების კონფიდენციალური პირადი მონაცემების გადაცემაზე. MDF აღნიშნავს, რომ ეს ზომები, რომლებსაც ლეგიტიმური საფუძველი არ გააჩნია, პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობის უფლებას არღვევს.
ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო MDF-ის ვებგვერდზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე — მათ შორის დონორების დაფინანსებისა და პროექტების საქმიანობის შესახებ. გამოძიებას ასევე საფუძვლად დაედო რედაქტორ თამარ კინწურაშვილის საჯარო განცხადებებიც, მათ შორის მისი გამოსვლა Deutsche Welle-ს გლობალურ მედია ფორუმზე, სადაც მან "სიტყვის თავისუფლების ჯილდო" მიიღო.
ხელისუფლების მიერ მიზანში ამოღებული ორგანიზაციები ამ ქმედებებს დამოუკიდებელი არაკომერციული ჯგუფებისა და თავისუფალი მედიის დევნად აფასებენ, რომლის მიზანიცაა დემოკრატიის დასრულება "როგორც პუტინის რუსეთში"
ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა, როგორიცაა მედიაწიგნიერების გავრცელება, FIMI-ის (უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის) წინააღმდეგ ბრძოლა და მედიის სანდოობის ხელშემწყობი სხვა ინიციატივები, რომლებიც დაფინანსებულია დასავლელი დონორების მიერ, ემსახურება საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და სრულ თანხვედრაშია კანონმდებლობასთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებულ პოლიტიკის დოკუმენტებთან," ნათქვამია კინწურაშვილის განცხადებაში", — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
IFCN-ის განცხადებაში ასევე წერია, რომ IFCN-ის "პრინციპების კოდექსის" დიდი ხნის ხელმომწერები — "მითების დეტექტორი" და FactCheck Georgia — აკმაყოფილებენ გამჭვირვალობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გლობალურ სტანდარტებს
"ხელისუფლება ამ ქმედებებს საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად ახორციელებს. ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელმა, Amnesty International-მა, ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ და აშშ-ის ორივე პარტიის სენატორებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას და ქვეყნის დემოკრატიულ გზას.
ფაქტების გადამოწმების ქართული ორგანიზაციები ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო საზოგადოების პატივსაცემი წევრები არიან. IFCN-ის "პრინციპების კოდექსის" დიდი ხნის ხელმომწერები — "მითების დეტექტორი" და FactCheck Georgia — აკმაყოფილებენ გამჭვირვალობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გლობალურ სტანდარტებს. მათი საქმიანობა უზრუნველყოფს ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას და აძლევს მოქალაქეებს წვდომას გადამოწმებულ, სანდო ინფორმაციაზე,"— წერია განცხადებაში.
IFCN საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს შევიწროების მსგავსი ფაქტები და მისცეს ჟურნალისტებს საშუალება იმუშაონ შიშის გარეშე.
"IFCN გმობს ამ თავდასხმებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ფაქტების გადამმოწმებლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება. დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა უნდა მუშაობდეს შიშის გარეშე.
2015 წელს დაფუძნებული IFCN იცავს პრესის თავისუფლებას და მხარს უჭერს ფაქტების გადამმოწმებლებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვდგავართ ჩვენი ქართველი კოლეგების გვერდით", — წერია ინფორმაციაში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები