Amnesty International: საქართველოს ხელისუფლება თავად უწყობს საბოტაჟს თავის მოსახლეობის ადამიანის უფლებებს. ეს რეპრესიები უნდა დასრულდეს
"უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საქმიანობის შეზღუდვით საქართველოს ხელისუფლება თავად არღვევს თავისი მოსახლეობის ადამიანის უფლებებს," — ასე ეხმაურება საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას.
Amnesty International გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ "ეს რეპრესიები უნდა დასრულდეს".
"საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცე ვიწროვდება. ხელისუფლებამ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები გაყინა და სისხლის სამართლის საქმე აღძრა "საბოტაჟისთვის", ბრალდებით, რომ მათ დააფინანსეს აქციის მონაწილეებისთვის დამცავი აღჭურვილობა. წინა საქმეებისგან განსხვავებით, ამან შეიძლება ორგანიზაციის ლიდერების დაპატიმრება გამოიწვიოს.
დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების "საბოტაჟის მომწყობებად" მოხსენიებით ხელისუფლება მათ საქმიანობას ხელს უშლის და საშიშ გზავნილს უგზავნის სხვა პირებს, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავენ.
უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საქმიანობის შეზღუდვით საქართველოს ხელისუფლება თავად არღვევს თავისი მოსახლეობის ადამიანის უფლებებს. ადამიანის უფლებების ეს რეპრესიები უნდა დასრულდეს" — ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, 27 აგვისტოს ყადაღა დაედო 7 არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა.
NGO-ებს ყადაღა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაედოთ.
პროკურატურის ცნობით, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის — სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები".
- პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ 7 NGO დააყადაღა
- NGO-ები რაჟდენ კუპრაშვილის 31 მაისის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც მათ მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს
- საბა ბრაჭველი: სხვა ადამიანის სამართლებრივ დაცვაში დახმარება პროკურატურამ დანაშაულად შერაცხა და ამის გამო სამოქალაქო ორგანიზაციებს ყადაღები დაგვადო
- "საფარი": "განცხადება, თითქოს ჩვენი ფინანსები გამოიყენებოდა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებისთვის, უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია"
- აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ნიუ-იორკში უკრაინის წარმომადგენლებს შეხვდება
- თაზო დათუნაშვილის თქმით, 7 NGO-ს დაყადაღებით "ოცნება" რუსული სპეცსამსახურების ინტერესებს ატარებს
- პროკურატურის ბრალდება აბსურდულია და ორგანიზაციების ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას ნიშნავს — თამთა მიქელაძე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- "ეს პოლიტიკური დევნაც აღარ არის, ეს უკვე სრული მასშტაბის რეპრესიაა" — ვახუშტი მენაბდე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- ეს კიდევ ერთი ცხადი განაცხადია, რომ რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაჩერებლად — კოალიცია ცვლილებებისთვის 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- რეპრესიების შემდეგი სამიზნე დამოუკიდებელი ადვოკატები იქნებიან — ნონა ქურდოვანიძე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- "ქვეყნის მომავლის საბოტაჟი ხდება ამ ნაბიჯებით" — ლევან ნატროშვილი 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- პროკურატურის ამ ნაბიჯის რეალური მიზეზი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისკენ სწრაფვაა — ნინო დოლიძე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- სალომე ზურაბიშვილი: შეგუება ნიშნავს, რომ ქვეყანას ჩავაბარებთ რუსეთს და არა მგონია — საქართველო არასოდეს ჩაბარდება"
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები