პლასტმასა სასმელ წყალში და ჩვენს ორგანიზმშია
ფოტო: VOA
ახალი არაფერია იმაში, რომ დედამიწაზე ოკეანეები და მდინარეები პლასტმასით დღითიდღე უფრო ბინძურდება. ახლა ისიც შევიტყვეთ, რომ პლასტმასა ადამიანის ორგანიზმშიც აღმოაჩინეს. რას უნდა ნიშნავდეს ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის?
პლასტმასა დიდი ხანია ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ის მხოლოდ ჭურჭელში და სათამაშოებშია და მას თავს იოლად ავარიდებთ. პლასტმასა შეიძლება იყოს ჩვენი ფეხსაცმლის ძირში, ტანსაცმლის ღილებზე, სათვალეში, კონტაქტურ ლინზებში, თუ სხვა აქსესუარებში, ტელეფონში, კომპიუტერში, ტელევიზორში, მაცივარში, სამედიცინო ხელსაწყოებში, სახლის, თუ სამსახურის შენობებში და ასე შემდეგ. პლასტმასის ბოჭკო იპოვეს გერმანიაში შემოწმებული ლუდის 24 სახეობაში, ასევე - თაფლში და შაქარშიც. საფრანგეთში ჯერ კიდევ 2 წლის წინ აღმოაჩინეს, რომ პლასტმასის ნაწილაკები ჰაერიდან თავზე ეცემოდათ და ამ ტოქსიკური ნალექის საშუალო წლიური რაოდენობა 10 ტონას უდრიდა.
პლასტმასის ბოჭკო ახლა უკვე სასმელ წყალშიცაა, რომელიც ონკანიდან მოდის. მიკროპლასტმასით სასმელი წყლის მეტ-ნაკლები დაბინძურება ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა, სადაც შეამოწმეს. მიკროპლასტმასს უწოდებენ პლასტმასის მცირე ზომის ნაწილაკებს, რომელიც გარემოში ინდუსტრიული პროცესების შედეგად ხვდება.
სასმელი წყალი, როგორც "გარდიანი" იუწყება, ხუთივე კონტინენტზე დაბინძურებულია. სახელმწიფოებს შორის შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს დიდ ბრიტანეთს, გერმანიას და საფრანგეთს, თუმცა დაბინძურება იქაც საგანგაშოა და პლასტმასა აღებული წყლის ნიმუშების 72%-ში იპოვეს.
94%-იანი, ყველაზე მაღალი დაბინძურება აღმოჩნდა შეერთებულ შტატებში. ამასთან, სასმელი წყლის ნიმუშების აღება ხდებოდა სხვადასხვა სოციალური ფენის და ჯგუფის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებში. მათ შორის იყო: ვაშინგტონის კონგრესის შენობები, გარემოს დაცვის სააგენტოს ოფისი, თუ ნიუ-იორკის ტრამპ-თაუერი. პლასტმასით სასმელი წყლის დაბინძურების მიხედვით, შეერთებული შტატების შემდეგ, მეორე ადგილს ლიბანი და ინდოეთი იყოფენ.
პლასტმასა ჩვენს ორგანიზმში მარტო წყლიდან და ჰაერიდან არ ხვდება. როგორც ირკვევა, ის ზღვის მარილშიც დიდი რაოდენობითაა. გაეროს მონაცემებით, ოკეანეში ყოველწლიურად 8 მილიონამდე ტონა პლასტმასი იყრება. ეს იმდენივეა, ყოველ ერთ წუთში, წყალში ერთი დიდი ნაგვის საბარგო მანქანა რომ ჩაიცალოს. წყნარი ოკეანის ჩრდილოეთით, პლასტმასის ნარჩენების მთელი კუნძულია, რომელიც სიდიდით ტეხასის შტატს აღემატება.
კვლევებით ასევე დასტურდება, რომ პლასტმასა ნიადაგში კიდევ უფრო დიდი რაოდენობითაა. ამასთან, სხვადასხვა ადგილას მიწაში პლასტმასის შემცველობა ოკეანისას 4-ჯერ და მეტად, ზოგან 23-ჯერაც კი აღემატება.
მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, რომ სახელმწიფოები კვების მრეწველობიდან პლასტმასის ნივთების ამოღებას ნებაყოფლობით იწყებენ. საფრანგეთმა ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა. 2016 წელს მიღებული კანონის თანახმად, იქ პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება რამდენიმე წელიწადში საერთოდ აიკრძალება. კანონი ძალაში საბოლოოდ 2020 წელს შედის. ქვეყანაში ასევე იკრძალება ცელოფნის პარკები, რომლის ხმარებიდან ამოღებას ბევრ სხვა სახელმწიფოშიც დიდი ხანია ცდილობენ კერძო სუპერმარკეტები და სავაჭრო ცენტრები.
პლასტმასთან უშუალო შეხება და საკვების შესაფუთად პლასტმასის ჭურჭლის გამოყენება ბევრ საშიშ დაავადებასთან ასოცირდება, მათ შორის სხვადასხვა ტიპის კიბოსთან, თანდაყოლილ დეფექტებთან, იმუნური სისტემის ფუნქციების დაქვეითებასთან, თუ ჰორმონალურ დარღვევებთან. სხვადასხვა ტიპის პლასტმასის საშუალებით, შეხება ისეთ საშიშ ტოქსინებთან გვაქვს, როგორიცაა: ტყვია, კადმიუმი და ვერცხლისწყალი.
ზოგიერთი პლასტმასის შემადგენლობაშია ნივთიერება DEHP, რომელიც კანცეროგენია. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა 2.5 ათასი ბავშვის შარდი შეამოწმა და 93 პროცენტში იპოვა BPA, ასევე პლასტმასში შემავალი ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერება, რომელიც ფართოდ გამოიყენება წყლის ბოთლებში, მზა საკვების კონტეინერებში და რეზინის ნაწარმში.
არიზონის უნივერსიტეტის პროფესორი როლფ ჰალდენი ამბობს, რომ ადამიანის ორგანიზმზე პლასტმასის ზემოქმედების უშუალო შედეგის მითითება ძალიან რთულია და თითქმის შეუძლებელი, ვინაიდან პლასტმასით დაბინძურება გლობალური მასშტაბისაა, ის ყველგანაა და მის კვალს უკვე თითქმის ყველაფერში ვხედავთ. დაზუსტებით მხოლოდ ის ვიცით, რომ პლასტმასა ჯანმრთელობას ვნებს და მას მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ, განსაკუთრებით ბავშვებში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები