Nvidia-ს ფინანსურმა მაჩვენებლებმა მოლოდინებს გადააჭარბა, თუმცა აქციების ფასი შემცირდა — რატომ
ფოტო: Unsplash
Nvidia (NVDA)-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა, რომელმაც ძირითადი პარამეტრებით უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. ექსპერტების თქმით, გაყიდვების რეკორდულ ნიშნულზე დაფიქსირება ბირჟის ინვესტორებს აფიქრებინებს, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო ინფტრასტრუქტურაზე მოთხოვნა კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
2026 ფისკალური წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, Nvidia-ს შემოსავლებმა 46.74 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 56%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. გარდა ამისა, ეს რიცხვი აღემატება ანალიტიკოსების მოლოდინებსაც, რომელიც 46.2 მილიარდ დოლარზე იყო დაფიქსირებული.
ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო ჩიპების მწარმოებელმა კომპანიამ EPS — ანუ მოგება ერთ აქციაზეც გამოაქვეყნა და თქვა, რომ ეს მაჩვენებელი 1,05 დოლარია. ანალიტიკოსების მოლოდინები EPS-თვის 1.01 დოლარი იყო.
Nvidia-მ აღნიშნა, რომ მისი მოგება გაიზარდა მას შემდეგ, რაც $180 მილიონი დოლარის ოდენობის სარგებელი მიიღო H20 ჩიპების გაყიდვიდან, რომელთა რეალიზაციაც მეორე კვარტლის განმავლობაში ჩინეთში აკრძალული იყო, თუმცა გაიყიდა სხვა ქვეყნებში. კომპანიაში ამბობენ, რომ მათ შეძლეს ჩინეთისთვის დარეზერვებული ჩიპების სხვა ბაზრებზე გაყიდვა. მათივე თქმით, ამის გარეშეც მათი EPS 1.04 დოლარი იქნებოდა.
მონაცემთა ცენტრების გაყიდვებმა, რაც Nvidia-ს შემოსავლის უმთავრეს ნაწილს შეადგენს, რეკორდულ $41.1 მილიარდს მიაღწია, თუმცა ეს მაჩვენებელი ოდნავ ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზებს. როგორც გაირკვა, რამდენიმე მსხვილმა ტექნოლოგიურმა კლიენტმა ბოლო პერიოდში გამოაცხადა მასშტაბური ინვესტიციების გეგმები AI-ს ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რამაც ანალიტიკოსებს ზედმეტად ოპტიმისტური მოლოდინები გაუჩინა.
რაც შეეხება შემდეგი პერიოდის პროგნოზებს, კომპანიაში ამბობენ, რომ მომდევნო კვარტალში 54 მილიდარდი დოლარის შემოსავალს მიიღებენ (+- 2% ცდომილებით). უოლ სტრიტის ანალიტიკოსების შეფასებით კი, Nvidia-ს შემოსავალი 53,8 მილიარდი დოლარი იქნება. ცხადია, გასული წლების ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე შემოსავლების ზრდის ტემპი შედარებით შემცირებული იქნება, თუმცა კომპანია რეკორდულად მაღალი შემოსავლების მიღებას ელოდება.
აქვე აღსანიშნავია, რომ პროგნოზში არ არის გათვალისწინებული H20 ჩიპების ჩინეთში გაყიდვების შესაძლო აღდგენა. Nvidia-ს ფინანსურმა დირექტორმა კოლეტ კრესმა განაცხადა, რომ ჩინეთში გაყიდვები ჯერ კიდევ არ აღდგენილა და აშშ-ის მთავრობის მხრიდან ეგრეთ წოდებული 15%-იანი შეთანხმების დაკანონებას ელოდებიან. Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა კი აღნიშნა, რომ წელს ჩინეთის ბაზარი მათთვის $50 მილიარდიანი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ძლიერი ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, ოთხშაბათის ვაჭრობის შედეგად, მისი აქციების ღირებულება დაახლობით 3%-ით დაეცა. მიზეზად მონაცემთა ცენტრებიდან მიღებული შემოსავლის რაოდენობა და ჩინეთის ბაზართან დაკავშირებული არასტაბილურობა დასახელდა.
თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით Nvidia-ს აქციები 34.16%-ით არის გაზრდილი. ამჟამად ამ კომპანიის ერთ აქციას 180.17 დოლარად შეიძენ. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 4.396 ტრილიონი დოლარია.
თუ ინვესტირების დაწყება გსურს, უნდა იცოდე, რომ ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება თიბისის მობაილბანკია. აქვე გეტყვით იმსაც, რომ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე სიღრმისეული კვლევის ჩატარებაა რეკომენდებული. გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები — ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე და ერთად განვიხილოთ საინვესტიციო სიახლეები და მიმდინარე ამბები.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები