სიბიგა სიიარტოს: თუ შენთვის რუსული ნავთობსადენი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინელი ბავშვები, ეს არის მორალური დეგრადაცია
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო "დრუჟბას" ნავთობსადენზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უკრაინის ამ ნაბიჯის საპასუხოდ, უნგრეთის მთავრობამ გადაწყვიტა თავდასხმაზე პასუხისმგებელი სამხედრო ნაწილის მეთაურისთვის უნგრეთში და მთლიანად შენგენის ზონაში შესვლა აკრძალოს.
"უკრაინის მიერ "დრუჟბას" ნავთობსადენზე განხორციელებული უკანასკნელი თავდასხმის პასუხად, უნგრეთის მთავრობამ გადაწყვიტა აკრძალოს თავდასხმაზე პასუხისმგებელი სამხედრო ნაწილის მეთაურისთვის უნგრეთში და მთლიანად შენგენის ზონაში შესვლა.
ეს იყო თავდასხმა უნგრეთის სუვერენიტეტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და თითქმის აიძულა სტრატეგიული რეზერვების გამოყენება.
უკრაინას ძალიან კარგად ესმის, რომ "დრუჟბას" ნავთობსადენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უნგრეთისა და სლოვაკეთის ენერგომომარაგებისთვის და რომ მსგავსი დარტყმები ჩვენთვის გაცილებით დამაზიანებელია, ვიდრე რუსეთისთვის.
ვინც ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს დაესხმება თავს, უნდა ელოდოს შედეგებს", — დაწერა სიიარტომ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა, რომელმაც აღნიშნა, რომ უნგრეთი ისტორიის არასწორ მხარეს დგას და უკრაინა საპასუხო ზომებს მიიღებს.
"რა უტიფრობაა ასეთი განცხადების გამოქვეყნება მას შემდეგ, რაც ტერორისტული სახელმწიფო რუსეთი სასტიკი თავდასხმით გამოვიდა.
პიტერ, თუ შენთვის რუსული ნავთობსადენი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინელი ბავშვები, რომლებიც რუსეთმა დღეს დილით მოკლა, ეს არის მორალური დეგრადაცია. უნგრეთი ისტორიის არასწორ მხარეს დგას.
ჩვენ საპასუხო ზომებს მივიღებთ," — დაწერა ანდრეი სიბიგამ.
ცნობისთვის, დღეს, 28 აგვისტოს ღამით კიევზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა და 48 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და კიევის მერზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულთა შორის 7, 10 და 11 წლის ბავშვები არიან.
ასევე, 18 აგვისტოს, პიტერ სიიარტომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინამ "დრუჟბას" მილსადენზე ტრანსფორმატორულ სადგურს შეუტია, უნგრეთში რუსული ნედლი ნავთობის მიწოდება შეჩერდა.
- "დრუჟბას" მილსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით, პიტერ სიიარტოს ბრალდებებს ანდრეი სიბიგა პასუხობს
- ვიქტორ ორბანი "დრუჟბის" მილსადენის დაზიანების გამო, დონალდ ტრამპთან მიწერილ წერილში ჩივის
- პიტერ სიიარტოს თქმით, "დრუჟბას" ნავთობის მილსადენზე თავდასხმის გამო, უნგრეთს ნავთობის მიწოდება კვლავ შეუჩერდა
- პეტერ სიიარტო: უკრაინის თავდასხმის შემდეგ უნგრეთში რუსული ნავთობის მიწოდება შეწყდა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები