ელენე ხოშტარია

29 Aug. 2025, 13:25

"დააფიქსირებს თუ არა ელენე ხოშტარია პოზიციას ბავშვის მიმართ საშინელ საქციელზე?"

"დაგმობს თუ არა ჩერგოს ელენე ხოშტარია?"

"8 იანი იშლება? ვერ შეუკვრიათ ერთობა"

"13 ში გასვლას აზრი აქვს?"

"რას იტყვის 8 იანის წევრი ელენე ხოშტარია"

"დაველოდოთ აბა რა ტაქტიკურ სვლას აირჩევს"

სირცხვილია მეგობრებო.

ჩერგო ძალიან ცუდად მოიქცა.

8 იანი ჩერგოს ხასიათზე არ აწყობილა და არც არავის ხასიათზე.ამორალური ბევრი გიჭამიათ სათითაოდ, ძალიან ბევრი. ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს და პოლიტიკოსებს ჩვენს პირად და პარტიულ ეგოებზე უფრო დიდი ამოცანა: ბევრნი უნდა ვიყოთ ქუჩაში. ყველაფერი რაც ამას უშლის ხელს არის მავნებლობა ან უპასუხისმგებლობა.

Ps. 8 იანი ვერ დაიშლება იმედია, რადგან მაშინ არჩევნებში უნდა შევიდეს რომელიმე, იმედია ერთმანეთის ჯინაზე მაგას არ იზამენ. სხვა არაფერია 8 იანი.

Ppppssssa შიმშილობას აღარ ვაპირებ."

დაწერა "კოალიცია — ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და პარტია "ფედერალისტების" ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში მოქალაქეებისთვის უხამსი კომენტარების დაწერას გამოეხმაურა.

ცნობისთვის, პარტია ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა News.On.ge-ს "ქარდზე" ნეგატიურ კომენტარების ავტორებს შეურაცხყოფა მათივე ფეისბუქ-პროფილებიდან აღებული მცირეწლოვანი ბავშვების ფოტოების გამოყენებით მიაყენა.

თამარ ჩერგოლეიშვილმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა და News.On.ge-ს "ქარდზე" კომენტარები წაშალა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…