ლევან ცუცქირიძისთვის თამარ ჩერგოლეიშვილის "საქციელი" მიუღებელია, მაგრამ 8 პარტიის ერთიანობის მომხრეა
პარტია თავისუფლების მოედნის თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ News.On.ge-ს "ქარდზე" დაწერილი კომენტარებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და 8 პარტიის ერთობასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. მისი თქმით, ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკოსის შეცდომამ მთელი წინააღმდეგობა არ დააზიანოს.
"თავისუფლების მოედნის მთავარი ამოცანა წინააღმდეგობის გაძლიერება, მიტაცებული ძალაუფლებიდან "ოცნების" ჩამოცილება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნების ჩანიშვნა და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენაა. როგორც აქამდე, ჩვენი ძალისხმევის უდიდესი ნაწილი სწორედ ამაზე იქნება მიმართული. ვფიქრობ, ამაში ჩვენ მნიშვნელოვანი და ღირებული წვლილის შეტანა შეგვიძლია.
რა გვაერთიანებს დანარჩენ შვიდ პარტიასთან? ამაზე პასუხი მარტივი და ნათელია: ის, რომ ჩვენ არ ვმონაწილეობთ რუსული ჰიბრიდული ომის "არჩევნებად" წოდებულ ოპერაციაში. ჩვენ არც საარჩევნო კოალიციაში ვართ და არც რაიმე ერთ პოლიტიკური გაერთიანებაში მათთან.
ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ბრძოლა ერთ და ორ პარტიაზე, ჯგუფსა და ლიდერზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ თვითორგანიზებულ ერთობათა ერთობას წარმოადგენდეს, რომლის წევრებსაც საერთო მიზანი აკავშირებთ. ამას სწორედ ამიტომ ვუჭერდი ყოველთვის მხარს — რომ ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკოსის შეცდომამ მთელი წინააღმდეგობა არ დააზიანოს.
ცხადია, ჩემთვის მიუღებელია თამარ ჩერგოლეიშვილის გუშინდელი საქციელი", — დაწერა ლევან ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, პარტია ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა News.On.ge-ს "ქარდზე" ნეგატიურ კომენტარების ავტორებს შეურაცხყოფა მათივე ფეისბუქ-პროფილებიდან აღებული მცირეწლოვანი ბავშვების ფოტოების გამოყენებით მიაყენა.
თამარ ჩერგოლეიშვილმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა და News.On.ge-ს "ქარდზე" კომენტარები წაშალა.
საპასუხოდ, 28 აგვისტოს ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჩერგოლეიშვილის საქციელი დაგმო და 8 პარტიის ფორმატში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობა დაასრულონ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები