სახალხო დამცველი ქალებსა და არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ სიძულვილის ენის გახშირებულ შემთხვევებს ეხმაურება
საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო პერიოდში საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დისკურსში ქალებსა და არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ სიძულვილის ენის გახშირებულ შემთხვევებს ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუღებელია სიძულვილის ენის გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღნიშნული რიტორიკა პირდაპირ ან ირიბად ეხება ბავშვებს.
"მიუღებელია სიძულვილის ენის გამოყენება, რომელიც ავრცელებს, ახალისებს, ხელს უწყობს ან ამართლებს განსხვავებულ მოსაზრებასა თუ სოციალურ სტატუსზე დაფუძნებულ სიძულვილს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღნიშნული რიტორიკა პირდაპირ ან ირიბად ეხება ბავშვებს.
არასრულწლოვანების ან მათი ოჯახის წევრების პოლიტიკურ დისკუსიებში მონაწილეობა, მათ შორის, საჯარო სივრცესა თუ სოციალურ ქსელში, არ უნდა იქცეს ბავშვებისადმი დამამცირებელი, სტიგმატიზაციის ან სიძულვილის შემცველი შინაარსის გამავრცელებელი. საზოგადოების თითოეული წევრის მხრიდან, მნიშვნელოვანია, ბავშვების უფლებების განუხრელი პატივისცემა და განსაკუთრებული სიფრთხილე საჯარო გამოსვლებით არასრულწლოვანთა შესაძლო ზიანის თავის არიდების მიზნით", — წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველი ასევე ყურადღებას ამახვილებს საჯარო ფიგურების პირადი ცხოვრებით მანიპულირებასა და სექსისტურ შეფასებებზე და აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს საზოგადოების ინტერესის საგანი, თუ იგი უშუალოდ უკავშირდება მის საჯარო საქმიანობას.
"გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებით, მართალია, საჯარო ფიგურების მიმართ კრიტიკის ზღვარი უფრო ფართოა, თუმცა ეს არ მოიცავს, მათი პირადი ცხოვრების დეტალებით მანიპულირებას ან სექსისტურ შეფასებებს.
პოლიტიკოსის ოჯახური მდგომარეობა შეიძლება საზოგადოების ინტერესის საგანი გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი უშუალოდ უკავშირდება მის საჯარო საქმიანობას — მაგალითად, ინტერესთა კონფლიქტის ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევას.
დემოკრატიულ საზოგადოებაში ყურადღება უნდა გამახვილდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების შინაარსსა და მოქალაქეებზე მის გავლენასა და შედეგებზე.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა შესაბამის სუბიექტს — განსაკუთრებით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, საჯარო პირებს, მედია პლატფორმებსა და ჟურნალისტებს — გამოიჩინონ მაღალი სტანდარტის პოლიტიკური და სოციალური პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის შემცველი, არაეთიკური განცხადებებისგან და ხელი შეუწყონ ღირსეულ, თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებულ საზოგადოებრივ დიალოგს",— წერია გავრცელებულ განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები