ენმ: ენმ გააგრძელებს ურთიერთობას ყველა დემოკრატიულ ძალასთან, გარდა ცალკეული ინდივიდებისა, რომელთა ქმედებები სცდება ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს
ენმ გააგრძელებს ურთიერთობას ყველა დემოკრატიულ ძალასთან, გარდა ცალკეული ინდივიდებისა, რომელთა ქმედებები სცდება ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს. ამის შესახებ განცხადება ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა. მათი თქმით, "დღეს ქვეყნის ბედს, რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციასთან ერთად, ქუჩის პროტესტი გადაწყვეტს. ამიტომ, აგრძელებენ ბრძოლას და მხარდამჭერების მობილიზაციას 13 სექტემბრის, 27 სექტემბრის, 4 ოქტომბრის აქციებისთვის".
"ადგილობრივ არჩევნებად წოდებული 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის დელეგიტიმაცია მასში არ მონაწილეობით მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანა იყო, რომელიც ართანამშრომლობის მომხრე რვა პოლიტიკურმა პარტიამ ერთიანი პოზიციითა და მოქმედებებით მკაფიოდ გამოხატა. ჩვენი ეს საერთო მიზანი მიღწეულია და ამაში ლომის წილი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მიუძღვის.
რაც შეეხება სამომავლო თანამშრომლობას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო, არის და იქნება ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დემოკრატიული პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციის მომხრე და გააგრძელებს ურთიერთობას ყველა დემოკრატიულ ძალასთან, გარდა ცალკეული ინდივიდებისა, რომელთა ქმედებები სცდება ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს.
დღეს ქვეყნის ბედს, რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციასთან ერთად, ქუჩის პროტესტი გადაწყვეტს. ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს ბრძოლას და მხარდამჭერების მობილიზაციას 13 სექტემბრის, 27 სექტემბრის, 4 ოქტომბრის აქციებისთვის. ყველა საპროტესტო თარიღი არის ბრძოლის ხაზი, რომელზეც გადის საქართველოს გამარჯვება.
გამარჯვებისთვის აუცილებელია საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთიანობა, საზოგადოების დაყოფისა და დაპირისპირების ნებისმიერი მცდელობა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად და ეს ერთიანი ძალისხმევა აუცილებლად საერთო ეროვნულ გამარჯვებას მოიტანს!", — ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, პარტია ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა News.On.ge-ს "ქარდზე" ნეგატიურ კომენტარების ავტორებს შეურაცხყოფა მათივე ფეისბუქ-პროფილებიდან აღებული მცირეწლოვანი ბავშვების ფოტოების გამოყენებით მიაყენა.
თამარ ჩერგოლეიშვილმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა და News.On.ge-ს "ქარდზე" კომენტარები წაშალა.
საპასუხოდ, 28 აგვისტოს ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჩერგოლეიშვილის საქციელი დაგმო და 8 პარტიის ფორმატში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობა დაასრულონ.
- ლევან ცუცქირიძისთვის თამარ ჩერგოლეიშვილის "საქციელი" მიუღებელია, მაგრამ 8 პარტიის ერთიანობის მომხრეა
- გიგა ბოკერია: თამარ ჩერგოლეიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული ლიდერია და მეც მეკუთვნის ამ ინციდენტის გამო ბოდიშის მოხდა
- ელენე ხოშტარია: 8-იანი ჩერგოს ხასიათზე არ აწყობილა და არც არავის ხასიათზე. ამორალური ბევრი გიჭამიათ სათითაოდ, ძალიან ბევრი. ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები