მარიკა არევაძე: ის, რაც ანი ქავთარაძის და მისი ოჯახის მიმართ შს-ის მხრიდან განხორციელდა, პოლიტიკური რეპრესიებია
"ის რაც ამა წლის 28 აგვისტოს განხორციელდა ანი ქავთარაძის და მისი ოჯახის მიმართ შემოსავლების სამსახურის მხრიდან სარფის საბაჟო პუნქტზე — არის პოლიტიკური რეპრესიების ნაწილი და მას კავშირი არ აქვს სამართალთან," — ასე ეხმაურება კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, ადვოკატი მარიკა არევაძე მისი თანაგუნდელის, ანი ქავთარაძისთვის სარფის საბაჟოზე 19 000 დოლარის ჩამორთმევის ფაქტს.
მარიკა არევაძის განცხადებით, რომ არა ანი ქავთარაძის პოლიტიკური საქმიანობა, "არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა". ადვოკატი მიიჩნევს, რომ ანი ქავთარაძის შვილების მიმართ არასათანადო მოპყრობა მოხდა, როდესაც "ბავშვები საათების განმავლობაში, სრულიად უსაფუძვლოდ და ხელოვნურად დატოვეს წყლის, საკვების და ელემენტარული დასაჯდომი საშუალების გარეშე".
მარიკა არევაძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას, თუ პირს თან აქვს ნაღდი ფული, რომლის ოდენობაც ერთი სრულწლოვანი პირის შემთხვევაში აღემატება 30 000 ლარს, ექვემდებარება დეკლარირებას.
"ის რაც ამა წლის 28 აგვისტოს განხორციელდა ანი ქავთარაძის და მისი ოჯახის მიმართ შემოსავლების სამსახურის მხრიდან სარფის საბაჟო პუნქტზე — არის პოლიტიკური რეპრესიების ნაწილი და მას კავშირი არ აქვს სამართალთან.
ანი არაერთხელ გამხდარა რეპრესიის მსხვერპლი და ეს მისთვის არ ახალია, თუმცა ამ შემთხვევაში უკვე რეპრესიების მსხვერპლი პირდაპირი ფორმით აღმოჩნდა მისი ოჯახიც — მეუღლე და სამი შვილი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და ორი მცირეწლოვანი.
რომ არა ანი ქავთარაძის პოლიტიკური საქმიანობა, ვინაიდან ის არის პოლიტიკოსი, პარტია ახალის პოლიტიკური საბჭოს წევრი და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში — არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა 28 აგვისტოს.
იყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ეს მართლაც დიდი რისკი და სტრესია და ეს ყველაფერი ჩვენს გარდა აისახება ჩვენი ოჯახის წევრებზე, ყველა რეპრესია და ძალადობა არაპირდაპირ მოქმედებს ასევე ჩვენი ოჯახის წევრებზე, მაგრამ ანის შემთხვევაში უკვე პირდაპირ მოხდა არასათანადო მოპყრობა მისი შვილების მიმართ, როდესაც ბავშვები და მათ შორის ერთი ორ წლამდე ბავშვი საათების განმავლობაში, სრულიად უსაფუძვლოდ და ხელოვნურად დატოვეს წყლის, საკვების და ელემენტარული დასაჯდომი საშუალების გარეშე!!!
რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას, თუ პირს თან აქვს ნაღდი ფული, რომლის ოდენობაც ერთი სრულწლოვანი პირის შემთხვევაში აღემატება 30 000 ლარს, ის ექვემდებარება დეკლარირებას. მოცემულ შემთხვევაში:
თანხა ერთ სრულწლოვან პირზე არ აღემატებოდა 30 000 ლარს, შესაბამისად არ ექვემდებარებოდა დეკლარირებას;
თანხის შესახებ თავად განაცხადეს საბაჟო პროცედურების გავლის დროს; შესაბამისად, თუ თანხის ოდენობა ექვემდებარებოდა დეკლარირებას საბაჟოს შესაბამის თანამშრომელს უნდა მოეხდინა ამ პროცედურის შეთავაზება, რადგან დეკლარირება ხდება ადგილზე;
თანხის წარმოშობა და მიზნობრიობა არ დამდგარა ეჭვის ქვეშ. გარდა ამისა, ოჯახს გააჩნია თანხის წარმოშობის მტკიცებულება, რადგან მოგზაურობის დაწყებამდე ანი ქავთარაძემ გაყიდა მანქანა და ახალი მანქანის შეძენის მიზნით სწორედ ეს თანხა წაიღეს თან. ასევე გააჩნია თანხის მიზნობრიობის მტკიცებულებები;
მებაჟეების მიერ, მტკიცებულებების მოთხოვნის, საკითხის შესწავლის გარეშე მოხდა თანხის ჩამორთმევა. ანუ ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ მოქმედებას მებაჟეების მხრიდან.
ამ შემთხვევის პოლიტიკურ სარჩულზე მიუთითებს ასევე ოცნების პროპაგანდისტული არხებით ანის ოჯახზე სიცრუის გავრცელება.
ანი ქავთარაძე ამ ყველაფერზე ახდენს რეაგირებას და სამართლებრივი დავები იქნება ყველა, მიმართულებით," — წერს ადვოკატი მარიკა არევაძე სოციალურ ქსელში.
"TV პირველთან" საუბრისას ქავთარაძე ამბობს, რომ ამ თანხით ოჯახს ავტომობილის შეძენა სურდა, რომელიც მისი პირადი ავტომობილის გაყიდვის შედეგად ჰქონდა მიღებული. ერთ-ერთმა პროპაგანდისტულმა მედიამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ფულით ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საპროტესტო აქციების დაფინანსებას გეგმავდა.
ანი ქავთარაძე მომხდარი ფაქტის გამო სასამართლოში სამართლებრივ დავას იწყებს.
გაიგეთ მეტი:
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები