გიორგი ვაშაძე

1 Sep. 2025, 14:17

"ჩემი მკაფიო პოზიცია 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით:

4 ოქტომბრის აქცია არის გაბედული და დროული ინიციატივა, შანსი, კიდევ ერთხელ გავაერთიანოთ საზოგადოება და ვანახოთ რეჟიმს ხალხის ნამდვილი ძალა.

ეს დღე არ არის მხოლოდ პროტესტი, ეს არის პასუხი კითხვაზე ვის ეკუთვნის საქართველო — ერთ ადამიანს და მის ვიწრო ჯგუფს, თუ ქართველ ხალხს?

შედეგი დამოკიდებულია ჩვენს სიმრავლესა და გამბედაობაზე.

ზუსტად ამიტომ გადამწყვეტია მონაწილეობა ორივე თარიღზე: 13 სექტემბერსაც და 4 ოქტომბერსაც.

დავდგეთ ერთად, გაბედულად და მტკიცედ, რათა პასუხი ვაგებინოთ სისტემას, რომელიც ხალხის წინააღმდეგ იბრძვის.

მადლობა და სრული მხარდაჭერა ბატონ პაატა ბურჭულაძეს — რუსთაველის გამზირს და ლევან ხაბეიშვილს ამ აუცილებელი და დროული ინიციატივისთვის.

4 ოქტომბერს დავდგეთ ერთად და ვანახოთ რეჟიმს ჩვენი ერთიანობის ძალა!" — წერს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, დაპატიმრებული გიორგი ვაშაძე წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…