თეგეტა მოტორსი X TSA — დაუვიწყარი მოგზაურობისთვის სამი მუსიკალური ფლეილისთი შეიქმნა
ფოტო: CLMCE
მგზავრობა მხოლოდ დანიშნულების წერტილამდე უსაფრთხოდ მისვლა არ არის — ეს პროცესი ემოციებით, პოზიტიური განწყობითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითაა დატვირთული. სწორედ ამ ხედვით გაერთიანდნენ თეგეტა მოტორსი და TSA, რათა მგზავრობისას მომხმარებლებს ემოციურად მდიდარი, განსაკუთრებული მუსიკალური გამოცდილება შესთავაზონ.
კოლაბორაციის შედეგად სამი მუსიკალური ფლეილისთი შეიქმნა, რომლებიც თბილისიდან ბათუმამდე გასავლელი გზის სხვადასხვა მონაკვეთზეა მორგებული და თითოეულს თავისებურ, სახასიათო ხიბლს სძენს. ფლეილისთები შემდეგნაირად ვითარდება: ქალაქიდან გასვლას მსმენელი წყნარი მელოდიით იწყებს, რადგან შესაძლო საცობის დროს, დამამშვიდებელი ნოტები ემოციების სტაბილიზაციას იწვევს, ხოლო ავტობანზე დინამიკური, რიტმული მუსიკა მგზავრობის ენერგიასა და განწყობას ამაღლებს.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ელენკა კოხრეიძე, თეგეტა ჰოლდინგის მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: "თეგეტა მოტორსი მრავალი წელია, არა მხოლოდ ტექნიკურ სერვისებსა და ავტომობილების უსაფრთხოებაზე ზრუნავს, არამედ ქმნის დამატებით ღირებულებას, რომელიც მგზავრობას სრულფასოვან გამოცდილებად აქცევს. TSA-სთან პარტნიორობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ზაფხულის სეზონის ჯადოსნურ ხიბლს — დროს, როდესაც სიხარული, თავისუფლება და ახალი თავგადასავლები ერთად იღვიძებს. ამ ინიციატივის მიზანი იყო, მგზავრობა მომხმარებლისთვის ერთდროულად კომფორტული, უსაფრთხო და სასიამოვნო პროცესი ყოფილიყო, რომელიც მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს გახდიდა. პროექტის ფარგლებში შექმნილი ფლეილისთები გზასა და მუსიკას შორის სრულ ბალანსს ქმნის და ამტკიცებს, რომ მოძრაობა მხოლოდ დანიშნულების წერტილამდე მიღწევა არაა — ეს ემოციური, შთამაგონებელი და დასამახსოვრებელი პროცესია“.
ფლეილისთების სერია მრავალფეროვანია. პირველ ორ მათგანში უფრო მეტად ქართული თემატიკა დომინირებს, ხოლო მესამე სერიაში, მოგზაურობის განწყობის შესაბამისად, მსოფლიოს სხვადასხვა სცენის ნამუშევრებია წარმოდგენილი. თითოეულ მათგანში მუსიკის თანმიმდევრულობა ისეა გათვლილი, რომ მელოდიამ ადეკვატურ დროს აამაღლოს მგზავრობის ემოციური ფონი და საბოლოოდ, საერთო ჰარმონიულობის შესანარჩუნებლად, დრამატურგიული დაღმასვლით დასრულდეს.
TSA, როგორც ინოვაციური მუსიკალური პლატფორმა, ამ პროექტში საკუთარი გამოცდილებითა და ხედვით ჩაერთო. პლატფორმა TSA 2019 წელს ქართული მუსიკის სიყვარულით შეიქმნა. მისი მთავარი მისია ქართული მუსიკის სხვადასხვა ჟანრისა და სტილის გაერთიანება, ინდუსტრიის წევრების კონსოლიდაცია და ციფრული საცავის შექმნაა, რომელიც მსმენელს მელოდიების სამყაროში ამოგზაურებს. TSA-ს მიზანი თავიდანვე ის იყო, რომ ქართული მუსიკა მხოლოდ ვიწრო წრეში კი არ დარჩენილიყო, არამედ ფართო მასშტაბით გამხდარიყო ხელმისაწვდომი.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
TSA-ს გუნდში ამბობენ, რომ თეგეტა მოტორსთან თანამშრომლობა მათთვის ძალიან ღირებული და დროული აღმოჩნდა, რადგან პლატფორმა ძირითადად ე.წ. "ფანდინგის” მოდელზე მუშაობს და ფინანსური მხარდაჭერა მათთვის ერთგვარი გამოწვევაა. ამასთანავე, აღნიშნავენ, რომ აქცენტი მუსიკალურ სიღრმესა და ხარისხზე გაკეთდა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დრამატურგიას, მუსიკალურ გადასვლებსა და შინაარსობრივ კომპოზიციას, რათა მგზავრობის ყოველი მომენტი მსმენელს მუსიკასთან სინქრონიზაციაში შეეგრძნო. TSA-ს ხედვით, მოგზაურობის დროს სწორად შერჩეული მუსიკა სივრცის დეკორაციას ჰგავს, რომელიც ჩვენს წარმოსახვაში დროს ახალ დიზაინს ანიჭებს და ალამაზებს მას.
თეგეტა მოტორსი და TSA ერთობლივად სთავაზობენ მომხმარებლებს ახალ, ემოციებით დატვირთულ გამოცდილებას, სადაც გზა იწყება უსაფრთხოებით, მაგრამ მუსიკა და განწყობა მას უფრო სრულფასოვანსა და დასამახსოვრებელს ხდის. პროექტი ხაზს უსვამს ქართული მუსიკის მრავალფეროვნებას, საერთაშორისო პოტენციალსა და ინოვაციურ მიდგომას, რომლის საბოლოო მიზანი მომხმარებლისთვის უსაფრთხო მგზავრობის პროცესის სრულყოფაა.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები