Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife
ფოტო: თეგეტა მოტორსი
30 Porsche, 75 მონაწილე და ერთი დიდი ოცნება, რომელიც პორშე ცენტრი თბილისმა რეალობად აქცია. გერმანიის, აიფელის მთიან რეგიონში მდებარე Nürburgring Nordschleife, მსოფლიოს ყველაზე ლეგენდარული და რთული ტრასა, მხოლოდ ქართველი ენთუზიასტებისთვის დაიხურა.
Nürburgring Nordschleife 1927 წელს გაიხსნა, ის მსოფლიოში დღემდე ყველაზე საშიშ და რთულ სარბოლო ტრასადაა ცნობილი. მისი სიგრძე 20.8 კილომეტრია, გზა 150-ზე მეტი მოსახვევითა და მკვეთრი სიმაღლის ცვლილებით გამოირჩევა. განსაკუთრებული სილამაზისა და სირთულის გამო შოტლანდიელმა პილოტმა ჯეკი სტიუარტმა მას Green Hell ("მწვანე ჯოჯოხეთი“) უწოდა. Nordschleife-ზე დამყარებული რეკორდები დღეს ინჟინერიის მთავარი საზომია, ყველა სპორტული ავტომობილი — მათ შორის Porsche-ს ახალი მოდელები აქ გადის "გამოცდას“. Green Hell — ლეგენდა, რომელიც ახლა უკვე ქართველი ენთუზიასტებისთვისაც დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა.
ფოტო: თეგეტა
პროექტის იდეა 2023 წელს გაჩნდა, თუმცა ტრასის დახურვა არაერთ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული Nürburgring Nordschleife, როგორც წესი, მთელი წლის განმავლობაში სრულად დატვირთულია FIA-სა და Nürburgring-ის საერთაშორისო ღონისძიებებით. პორშე ცენტრ თბილისს ტრეკის დაქირავების შესაძლებლობა 2025 წლის 15 აგვისტოს მიეცა. Nürburgring ისტორიაში პირველად დაიხურა მხოლოდ ქართველი ენთუზიასტებისთვის. ეს გახლავთ ფაქტი, რომელსაც თავად Nürburgring-ის წარმომადგენლებმა უნიკალური და უპრეცედენტო ღონისძიება უწოდეს.
ფოტო: თეგეტა
პეტრე წაქაძე, თეგეტა ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: "Nürburgring-ის დახურვა პორშე ცენტრი თბილისის ისტორიაში გამორჩეული ეტაპია — ნაბიჯი, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი გუნდისა და Porsche-ს ქართველი საზოგადოების უნიკალურ შესაძლებლობებს. ჩვენ შევძელით, საქართველოდან საერთაშორისო მასშტაბის ინოვაციური გამოცდილება შეგვექმნა. პროექტს უზარმაზარი პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა როგორც ჩვენი მომხმარებლების, ისე Porsche-ს გლობალური ოფისის მხრიდან — მათ აღიარეს, რომ საქართველომ Porsche-სთვის ახალი სტანდარტი შექმნა.
ოცნებები რეალობად იქცევა, პორშე ცენტრი თბილისი კი მუდამ თქვენ გვერდით იქნება — ეს არის ჩვენი გზავნილი ქართველი ენთუზიასტებისთვის. ამ გზაზე გადამწყვეტია Porsche Central and Eastern Europe-ის მხარდაჭერა, რადგან სწორედ მათი ნდობა და პროფესიონალიზმი გვაძლევს საშუალებას, პროექტები გლობალური სტანდარტებით განვახორციელოთ.
ჩვენი ამბიციაა, რომ პორშე ცენტრი თბილისი გახდეს ამინდის შემქმნელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში. Nürburgring 2025 მხოლოდ დასაწყისია — წინ გველის ახალი, თამამი და ინოვაციური პროექტების ეპოქა. და ჩვენ მზად ვართ, ეს გზა პირველებმა გავხსნათ“.
ფოტო: თეგეტ
თუმცა გზა წარმატებამდე მარტივი არ ყოფილა. პორშე ცენტრი თბილისმა დამოუკიდებლად, პროექტის სრულ ორგანიზებასა და აღსრულებაზე პასუხისმგებლობა აიღო. საქართველოდან 30 Porsche სპეციალური ავტომზიდებით გერმანიაში გადაიყვანეს. ღონისძიება მოიცავდა როგორც თეორიულ ტრენინგებსა და სერტიფიცირებულ პროგრამას, ისე პრაქტიკულ სესიებს პროფესიონალი ინსტრუქტორების მხარდაჭერით. მონაწილეებს რბოლამდე ტრასის ყველა სპეციფიკური და რთული მონაკვეთი შეასწავლეს.
ფოტო: თეგე
"წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი“ — ასე აფასებს პორშე ცენტრი თბილისის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ხოსროშვილი Nürburgring Nordschleife-ის დახურვას.
"გამარჯობა, გვინდა Nordschleife დავხუროთ მხოლოდ Porsche-სთვის, მხოლოდ ქართველი ენთუზიასტებისთვის“. — ამ წინადადებით იწყებოდა წერილი, რომელიც ტრეკის მენეჯმენტს მივწერეთ... და წარმოიდგინეთ, მართლა დავხურეთ! ეს იყო ოთხი დაუვიწყარი დღე, სადაც ოცნება რეალობად იქცა.
ჩვენ ყველა გამოწვევა დავძლიეთ და უნიკალური გამოცდილების შექმნა შევძელით. პროექტი პორშე ცენტრი თბილისის ისტორიაში გარდამტეხი წერტილი აღმოჩნდა - ამას ადასტურებს უკუკავშირი, რომელიც მივიღეთ როგორც მონაწილეებისგან, ისე Porsche Global-ისგან.
გუნდის დაუღალავმა შრომამ, ფიზიკურმა თუ გონებრივმა რესურსმა და საყვარელი საქმისადმი ერთგულებამ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული საავტომობილო ინდუსტრიის ცნობადობა გაზარდა და მას მსოფლიო მასშტაბით სრულიად ახალი სახე შესძინა“, — ამბობს თამარ ხოსროშვილი.
ფოტო: თეგეტა
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, Manthey Racing-მა, Nürburgring-ზე დაფუძნებულმა ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა სარბოლო გუნდმა, ქართველ ენთუზიასტებს შესაძლებლობა მისცა გასცნობოდნენ, როგორ ხდება ავტომობილების მომზადება და გაძლიერება რბოლისთვის. ამან გლობალურ Porsche Motorsport-ის ეკოსისტემასთან ქართველი მონაწილეების კიდევ უფრო დაახლოება უზრუნველყო. ეს გახლავთ გამოცდილება, რომელიც ამ დრომდე ყველასთვის მიუწვდომელი იყო.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც პორშე ცენტრი თბილისი უზრუნველყოფს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები