სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

2 Sep. 2025, 13:14

"ტერორი საქართველოში: კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი: დღეს 8 პროევროპელი მომიტინგე დააპატიმრეს. ეს არის განსხვავებულ ხმების ჩახშობის აშკარა მცდელობა. ეს არის სახელმწიფოს მიერ მართული რეპრესიები, რომლებიც არღვევს თავისუფლებას, სამართლიანობას და საქართველოს ევროპულ გზას."

დაწერა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში და 8 პირისთვის პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.

ცნობისთვის, თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით:

ზვიად ცეცხლაძეს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ის მუხლის გადაკვალიფიცირების შემდეგ დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის 226-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობას.

ამავე მუხლით გადაუკვალიფიცირდათ დანაშაული ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს და მათაც 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ.

ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, გიორგი გორგაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს და ირაკლი მიმინოშვილს 2-2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…